არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩარჩო 1ბ

წიგნ „ეზეკიელის“ მოკლე მიმოხილვა

წიგნ „ეზეკიელის“ მოკლე მიმოხილვა

წიგნი „ეზეკიელი“ შეიძლება რამდენიმე ნაწილად დაიყოს:

1—3 თავები

ძვ. წ. 613 წელს ეზეკიელი, რომელიც თანამემამულეებთან ერთად ბაბილონშია გადასახლებული, იეჰოვასგან ხილვებს ხედავს და იღებს დავალებას, რომ მდინარე ქებართან მცხოვრებ ებრაელებს ღვთის ნაწინასწარმეტყველები გადასცეს.

4—24 თავები

ძვ. წ. 613—609 წლებში ეზეკიელი აცხადებს წინასწარმეტყველებებს, რომლებიც, ძირითადად, იერუსალიმისა და იქ მცხოვრები კერპთაყვანისმცემელი და ურჩი ხალხისთვის გამოტანილ განაჩენს წარმოადგენს.

25—32 თავები

ძვ. წ. 609 წელს, როცა ბაბილონელები ბოლოჯერ აქცევენ იერუსალიმს ალყაში, ეზეკიელი წყვეტს იერუსალიმისთვის განაჩენის გაცხადებას; იგი ახლა განაჩენს მისდამი მტრულად განწყობილ მეზობელ ერებს უცხადებს: ამონელებს, ეგვიპტელებს, ედომელებს, მოაბელებს, სიდონელებს, ტვიროსელებსა და ფილისტიმელებს.

33—48 თავები

ძვ. წ. 606 წელს, მაშინ როცა, ბაბილონიდან ასობით კილომეტრის მოშორებით იერუსალიმი და მისი ტაძარი ნანგრევებადაა ქცეული, ეზეკიელი დამაიმედებელი ცნობის გაცხადებას იწყებს, რომ იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგება.

ამგვარად წიგნ „ეზეკიელში“ თხრობა მიმდინარეობს როგორც ქრონოლოგიური, ისე თემატური თანმიმდევრობით. მასში ჯერ ვკითხულობთ წინასწარმეტყველებებს იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურების შესახებ, შემდეგ კი წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის თაობაზე. ეს ლოგიკურიცაა, რადგან აღდგენასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები მოწმობს იმაზე, რომ ტაძარში აღარ სრულდებოდა წმინდა მსახურება.

ისიც ნიშანდობლივია, რომ ღვთის ხალხისადმი მტრულად განწყობილი მეზობელი ერებისთვის გამოტანილ განაჩენს (25—32 თავები) ვხვდებით ორ წინასწარმეტყველებას შორის, რომელთაგან პირველი ეხება იერუსალიმის განადგურებას, ხოლო მეორე — წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენას. მეზობელი ერებისთვის გამოტანილი განაჩენის შესახებ ერთი ბიბლეისტი შემდეგ რამეს აღნიშნავს: „ვინაიდან მტრების დაუსჯელად ღმერთი ვერ იხსნიდა თავის ხალხს, შეიძლება ითქვას, რომ წინასწარმეტყველების ეს ნაწილი ერთგვარი ხიდია ღვთის მიერ თავისი ხალხისთვის დატეხილ რისხვასა და გამოვლენილ წყალობას შორის“.

დაბრუნება 1-ლი თავის მე-18 აბზაცზე