არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩარჩო 2ა

ეზეკიელის წინასწარმეტყველება

ეზეკიელის წინასწარმეტყველება

რა არის წინასწარმეტყველება

ბიბლიაში „წინასწარმეტყველებად“ ნათარგმნ ებრაულ ზმნაში „ნავა“, ძირითადად, იგულისხმება შთაგონებული ცნობის ან განაჩენის გაცხადება, ღვთისგან მითითების მიცემა ან მისგან მომდინარე რჩევა-დარიგება. ამ ზმნაში მომავალში მოსახდენი მოვლენების წინასწარ გაცხადებაც იგულისხმება. ეზეკიელის წინასწარმეტყველება მოიცავს ყოველივე ზემოთქმულს (ეზეკ. 3:10, 11; 11:4—8; 14:6, 7; 37:9, 10; 38:1—4).

როგორ ხდება გაცხადება

  • ხილვები

  • მაგალითები

  • წინასწარმეტყველური სცენის გათამაშება

წიგნ „ეზეკიელში“ მოცემულია ხილვები, მაგალითები და იგავები; აგრეთვე აღწერილია, თუ როგორ გაითამაშა ეზეკიელმა სხვადასხვა წინასწარმეტყველური სცენა.

როგორ სრულდება

ეზეკიელის წინასწარმეტყველებებიდან ზოგს ერთზე მეტი შესრულება აქვს. მაგალითად, აღდგენასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები პირველად მაშინ შესრულდა, როცა ღმერთმა თავისი ხალხი სამშობლოში დააბრუნა. როგორც ამ წიგნის მე-9 თავიდან შევიტყობთ, ამ წინასწარმეტყველებებიდან ბევრი დღეს სრულდება და ზოგიც მომავალში შესრულდება.

ადრე მიგვაჩნდა, რომ ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში მრავლად გვხვდებოდა ტიპები (მომავლის პირველსახე), რომელთაც გააჩნდათ ანტიტიპები (ვისაც ან რასაც პირველსახე განასახიერებს). მაგრამ წინამდებარე სახელმძღვანელო არ მოიხსენიებს რომელიმე პერსონაჟს, საგანს, ადგილსა თუ მოვლენას ტიპად, თუ ამის საფუძველს თავად ბიბლია არ გვაძლევს. * მასში ყურადღება მახვილდება იმაზე, თუ როგორ შესრულდება ეზეკიელის წინასწარმეტყველებებიდან ბევრი უფრო ფართო მასშტაბით. აგრეთვე განიხილება, თუ რას ვსწავლობთ ეზეკიელის წინასწარმეტყველებიდან და რაზე მიგვითითებს მასში მოხსენიებული ესა თუ ის პერსონაჟი, ადგილი თუ მოვლენა.

^ აბზ. 12 მეტი ინფორმაციის მისაღებად ტიპებსა და ანტიტიპებზე იხილეთ 2015 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 9—11, აბზ. 7—12, და ამავე ნომერში მოცემული „მკითხველთა შეკითხვები“, გვ. 17, 18.