არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩარჩო 4ა

„ცოცხალ არსებებს შევყურებდი“

„ცოცხალ არსებებს შევყურებდი“

უდავოა, ეზეკიელს ნანახი ჰქონდა ადამიანისთავიანი ფრთოსანი ხარებისა და ლომების უზარმაზარი ქანდაკებები, რომლებიც სასახლეებისა და საკერპო ტაძრების შესასვლელებთან გუშაგებივით იდგნენ; ამას ადასტურებს ძველი ასურეთისა და ბაბილონის სამეფოების ტერიტორიაზე აღმოჩენილი ისტორიული ძეგლები. ეზეკიელიც, ალბათ, გაოგნებული შეჰყურებდა ამ საშიში შესახედაობის ქანდაკებებს, რომელთაგან ზოგის სიმაღლე 6 მ-ს აღწევდა. რაოდენ შიშის მომგვრელიც არ უნდა ყოფილიყო ეს კოლოსალური ფიგურები, ერთი რამ ფაქტია: ისინი უბრალოდ უსიცოცხლო, ქვისგან გამოთლილი ქანდაკებები იყო.

თუმცა ეზეკიელმა ხილვაში ოთხი „ცოცხალი არსება“ იხილა! მათმა დანახვამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ მისი წინასწარმეტყველური ხილვის აღწერისას ფრაზები „ცოცხალი არსებები“ და „ცოცხალი ქმნილებები“ 10-ჯერაა ნახსენები (ეზეკ. 1:5—22). ის ფაქტი, რომ ღვთის ტახტის ქვემოთ მყოფი ოთხი „ცოცხალი არსება“ ერთდროულად და თანაც ერთი მიმართულებით გადაადგილდებოდა, ეზეკიელს დაანახვებდა, რომ იეჰოვა სრულად აკონტროლებდა თავის ქმნილებებს. ეს ხილვა ჩვენზეც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. სწორედ ამ ხილვიდან ვიგებთ, რომ იეჰოვაა დიადი, ძლევამოსილი და უზენაესი მმართველი (1 მატ. 29:11).