არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩარჩო 10ბ

რა კავშირია ამ ორ წინასწარმეტყველებას შორის?

რა კავშირია ამ ორ წინასწარმეტყველებას შორის?

1919 წელს შესრულდა ერთმანეთთან დაკავშირებული ორი წინასწარმეტყველება, რომელთაგან ერთი გამხმარ ძვლებზე იყო, მეორე კი — ორ მოწმეზე. გამხმარ ძვლებზე ნანახი ხილვა მიუთითებდა დროის მრავალსაუკუნოვან მონაკვეთზე, რომელიც ღვთის ხალხის დიდი ჯგუფის „გაცოცხლებით“ დასრულდა (ეზეკ. 37:2—4; გამოცხ. 11:1—3, 7—13). რაც შეეხება წინასწარმეტყველებას ორ მოწმეზე, ის მიუთითებდა დროის მოკლე მონაკვეთზე, რომელიც დაიწყო 1914 წლის დასასრულს და დასრულდა 1919 წლის დასაწყისში ღვთის მსახურთა მცირე ჯგუფის „გაცოცხლებით“. ორივე წინასწარმეტყველება სულიერ აღდგენაზე მიუთითებდა და ორივე მათგანი 1919 წელს შესრულდა, როცა იეჰოვამ თავისი ცხებული მსახურები „ფეხზე წამოაყენა“, „დიდი ბაბილონის“ ტყვეობისგან გაათავისუფლა და თავი მოუყარა განწმენდილ ანუ აღდგენილ კრებაში (ეზეკ. 37:10).

თუმცა დაუკვირდით, რომ ამ ორ წინასწარმეტყველებას შორის არსებითი განსხვავებაცაა. წინასწარმეტყველება გამხმარ ძვლებზე დედამიწაზე დარჩენილი ყველა ცხებულის „გაცოცხლებაზე“ მიუთითებს, ხოლო წინასწარმეტყველება ორ მოწმეზე — ღვთის ცხებულთაგან ზოგის „გაცოცხლებაზე“; „ზოგში“ შედიოდნენ ისინი, ვინც ორგანიზაციას ხელმძღვანელობდნენ და „ერთგულ და გონიერ მონად“ დაინიშნენ (მათ. 24:45; გამოცხ. 11:6). *

„ძვლებით სავსე ველი“ (ეზეკ. 37:1)

  1. ახ. წ. 100 წლის შემდეგ

    ახ. წ. მე-2 საუკუნიდან მოყოლებული, როცა ცხებულ ქრისტიანთა კრება, სულიერი გაგებით, მოკლეს, შეიძლება ითქვას, რომ ველი ძვლებით აივსო.

  2. 1919 წლის დასაწყისი

    1919: „გამხმარი ძვლები“ გაცოცხლდა, როცა იეჰოვამ ყველა ცხებული ქრისტიანი „დიდი ბაბილონის“ ტყვეობისგან გაათავისუფლა და თავი მოუყარა განწმენდილ ანუ აღდგენილ კრებაში.

„ორი მოწმე“ (გამოცხ. 11:3)

  1. 1914 წლის დასასრული

    ქადაგებენ „ჯვალოთი შემოსილები“

    1914: „ორი მოწმე ჯვალოთი შემოსილი“ სამწელიწად-ნახევარი ქადაგებდა, რის შემდეგაც ისინი, სულიერი გაგებით, დახოცეს.

  2. სიკვდილის მსგავსი მდგომარეობა

  3. 1919 წლის დასაწყისი

    1919: „ორი მოწმე“ გაცოცხლდა, როცა ცხებული ქრისტიანებიდან ზოგი, ვინც ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, „ერთგულ და გონიერ მონად“ დაინიშნა.

^ აბზ. 4 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2016 წლის მარტის „საგუშაგო კოშკი“, „მკითხველთა შეკითხვები“.