არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩარჩო 10გ

ღმერთი ფეხზე წამოგვაყენებს

ღმერთი ფეხზე წამოგვაყენებს

რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ეზეკიელის 37:1—14-ში ჩაწერილი შთამბეჭდავი ხილვა ჩვენთვისაც მანუგეშებელია?

დროდადრო შესაძლოა ცხოვრებისეულ სირთულეებთან ჭიდილმა იმდენად გამოგვფიტოს, რომ ძალა აღარ გვეყოს ბრძოლის გასაგრძელებლად. ასეთ დროს შეიძლება სიმხნევე შეგვმატოს წინასწარმეტყველ ეზეკიელის მიერ ნანახმა ხილვამ. ამ ხილვიდან ვიგებთ, რომ ღმერთს შეუძლია სული ჩაუდგას „გამხმარ ძვლებს“, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ იგი ჩვენც მოგცემს ძალას მთასავით გადაულახავი სირთულეების დასაძლევად (წაიკითხეთ ფსალმუნის 18:29; ფილ. 4:13).

ეზეკიელის დრომდე საუკუნეებით ადრე წინასწარმეტყველმა მოსემ თქვა, რომ იეჰოვას არა მარტო შეუძლია თავისი ხალხის დახმარება, არამედ ამის სურვილიც აქვს. მან დაწერა: „უხსოვარი დროიდანაა ღმერთი შენი თავშესაფარი, მისი მარადიული მკლავები შენ ქვემოთაა“ (კან. 33:27). შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ, თუ ღმერთს მივმართავთ დახმარებისთვის გასაჭირის დროს, იგი, ფიგურალური ენით თუ ვიტყვით, თავის მკლავს შეგვაშველებს და ფეხზე წამოგვაყენებს (ეზეკ. 37:10).