არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩარჩო 18ა

იეჰოვა ხალხს გადამწყვეტი ბრძოლის შესახებ აფრთხილებს

იეჰოვა ხალხს გადამწყვეტი ბრძოლის შესახებ აფრთხილებს

ბიბლიაში არაერთ წინასწარმეტყველებას ვხვდებით, რომლებიც ხალხს მოახლოებული გადამწყვეტი ბრძოლის შესახებ აფრთხილებს. ამ ბრძოლაში იეჰოვა მიწის პირიდან აღგვის თავისი ხალხის მტრებს. ქვემოთ მოცემულია ამ წინასწარმეტყველებებიდან ზოგიერთი. მოდი გავიგოთ, თუ რით ჰგავს ეს წინასწარმეტყველური გაფრთხილებები ერთმანეთს და, რა გააკეთა იეჰოვამ იმისათვის, რომ ადამიანებს შეეტყოთ მათ შესახებ და შესაბამისად ემოქმედათ.

ძველი დრო

ეზეკიელმა იწინასწარმეტყველა: „მახვილს მოვუვლენ [გოგს] მთელ ჩემს მთიან მხარეში, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“ (ეზეკ. 38:18—23).

იერემიამ იწინასწარმეტყველა: „[იეჰოვა] თავად გამოუტანს განაჩენს ყოველ ხორციელს; მახვილით შემუსრავს ბოროტებს“ (იერ. 25:31—33).

დანიელმა იწინასწარმეტყველა: „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც . . . დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა . . . სამეფოს“ (დან. 2:44).

ახ. წ. 1-ლი საუკუნე

იესომ იწინასწარმეტყველა: „მაშინ იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაბამიდან დღემდე“ (მათ. 24:21, 22).

პავლემ იწინასწარმეტყველა: „იესო . . . თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ . . . შურს იძიებს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს“ (2 თეს. 1:6—9).

პეტრემ იწინასწარმეტყველა: „იეჰოვას დღე ქურდივით მოვა . . . და დედამიწა თავისი საქმეებითურთ გაშიშვლდება“ (2 პეტ. 3:10).

იოანემ იწინასწარმეტყველა: „[იესოს] პირიდან დიდი ბასრი მახვილი გამოდიოდა, რათა დაეკრა ხალხებისთვის“ (გამოცხ. 19:11—18).

ჩვენი დრო

ბიბლია ყველაზე მეტ ენაზე ნათარგმნი და ყველაზე ფართოდ გავრცელებული წიგნია.

იეჰოვას მოწმეები . . .

  • მილიარდობით ბიბლიურ პუბლიკაციას ავრცელებენ ასობით ენაზე.

  • ასობით მილიონ საათს უთმობენ სამქადაგებლო საქმეს ყოველწლიურად.