არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩარჩო 21ა

შეწირული მიწა

შეწირული მიწა

ეზეკიელი 48:8

მოდი ეზეკიელთან ერთად შევავლოთ თვალი მიწის ნაკვეთს, რომელიც იეჰოვამ განსაკუთრებული მიზნისთვის გამოყო. ეს მიწა რამდენიმე ნაწილად იყოფოდა. რა მიზნისთვის იყო განკუთვნილი თითოეული მათგანი?

ა. „შეწირული მიწა“

ამ მიწას ადმინისტრაციული დანიშნულებისთვის იყენებდნენ

(ეზეკ. 48:8).

ბ. „მთელი შეწირული მიწა“

მიწის ეს ნაწილი გამოყოფილი იყო მღვდლების, ლევიანებისა და ქალაქისთვის. გარდა ამისა, ხალხი 12-ვე ტომიდან მიდიოდა იქ, რათა თაყვანი ეცათ იეჰოვასთვის და მხარი დაეჭირათ ქალაქში მდებარე ადმინისტრაციული ორგანოსთვის

(ეზეკ. 48:20).

გ. „თავკაცის მიწა“

ეს მიწა თავკაცის საკუთრებად ითვლებოდა

(ეზეკ. 45:7, 8; 48:21, 22).

დ. „წმინდა შესაწირავი“

შეწირული მიწის ეს ნაწილი, რომელსაც „წმინდა წილიც“ ეწოდებოდა, ორ ნაწილად იყოფოდა: ზემო, რომელიც ლევიანებისთვის იყო განკუთვნილი და შუა, რომელიც მღვდლებისთვის იყო განკუთვნილი. ბიბლიაში მას ეწოდება „ადგილი [მღვდლების] სახლებისთვის და წმინდა ადგილი ტაძრისთვის“

(ეზეკ. 45:1—5; 48:9—14).

ე. „დარჩენილი მიწა“

მიწის ეს ნაწილი განკუთვნილი იყო მთელი ისრაელისთვის. ის გამოყოფილი იყო ქალაქისთვის — დასასახლებლად და საძოვრებად

(ეზეკ. 45:6; 48:15—19).