არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 3

კითხვების გამოყენება

კითხვების გამოყენება

მათე 16:13—16

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: ტაქტიანად დასვი კითხვები ინტერესის აღსაძვრელად და შესანარჩუნებლად, მსმენელის მსჯელობაში ჩასაბმელად და მთავარი აზრების ხაზგასასმელად.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:

  • აღძარი და შეინარჩუნე ინტერესი. დასვი რიტორიკული კითხვები, რათა მსმენელმა გულში უპასუხოს ან ცნობისმოყვარეობა აღეძრას.

  • იმსჯელე თემის ირგვლივ. კითხვების მეშვეობით დაეხმარე მსმენელს, მიჰყვეს მსჯელობის ლოგიკას და სწორ დასკვნამდე მივიდეს.

  • ხაზი გაუსვი მთავარ აზრებს. მთავარ აზრზე გადასასვლელად დასვი ინტერესის აღმძვრელი კითხვა, მთავარი აზრების განხილვის ან საუბრის ბოლოს კი — გასამეორებელი კითხვები.