არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 5

გამართული კითხვა

გამართული კითხვა

1 ტიმოთე 4:13

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: ზუსტად ისე წაიკითხე ტექსტი, როგორც წერია.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:

  • კარგად მოემზადე. დაფიქრდი, რატომ დაიწერა ეს მონაკვეთი. ივარჯიშე არა მხოლოდ ცალკეული სიტყვების, არამედ რამდენიმე სიტყვის ერთად წარმოთქმაში. ნუ ჩაამატებ, ნუ ჩაყლაპავ და ნუ ჩაანაცვლებ სიტყვებს. ყურადღება მიაქციე სასვენ ნიშნებს.

  • სწორად წარმოთქვი თითოეული სიტყვა. თუ არ იცი, როგორ გამოთქვა ესა თუ ის სიტყვა, მოუსმინე ჩვენი პუბლიკაციების აუდიოჩანაწერებს ან სთხოვე დახმარება კარგ წამკითხველს.

  • ილაპარაკე გასაგებად. გარკვევით წარმოთქვი სიტყვები, თავი სწორად დაიჭირე და საკმარისად გააღე პირი. შეეცადე, სიტყვაში ყველა მარცვალი წარმოთქვა.