არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 12

სითბო და თანაგრძნობა

სითბო და თანაგრძნობა

1 თესალონიკელები 2:7, 8

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: ისაუბრე გულწრფელად და დაანახვე მსმენელებს, რომ მათი დახმარება გსურს.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:

  • იფიქრე მსმენელზე. თანაგრძნობით რომ განეწყო, იფიქრე იმაზე, თუ რა პრობლემებს ხვდებიან შენი მსმენელები. შეეცადე, წარმოიდგინო, რას გრძნობენ ისინი.

  • გულდასმით შეარჩიე სიტყვები. შეეცადე გამოაცოცხლო, ანუგეშო და გაამხნეო მსმენელი. მოერიდე ისეთ გამოთქმებს, რომლებითაც შეიძლება მათ უნებურად აწყენინო. უდიერად ნუ მოიხსენიებ მათ, ვინც არ ემსახურება იეჰოვას და ნუ შეურაცხყოფ მათ მრწამსს.

  • გამოხატე ინტერესი. თბილი ტონითა და შესაბამისი ჟესტიკულაციით დაანახვე მსმენელებს, რომ ნამდვილად ზრუნავ მათზე. აკონტროლე სახის გამომეტყველება და ხშირად გაიღიმე.