არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მე-2 გაკვეთილი

ბიბლია მომავლის იმედს გვისახავს

ბიბლია მომავლის იმედს გვისახავს

მთელ მსოფლიოში ხალხს არაერთ პრობლემასთან უწევს ჭიდილი. შედეგად, ისინი ყოველდღიურად წუხილს, შფოთსა და ტკივილს განიცდიან. თქვენც შეიძლება ყოფილხართ მსგავს მდგომარეობაში. შესაძლოა ჯანმრთელობა გაგიუარესდათ ან საყვარელი ადამიანი გამოგეცალათ ხელიდან. ალბათ, თქვენც გიფიქრიათ, შეიცვლება თუ არა ოდესმე ცხოვრება უკეთესობისკენ. ბიბლია ამ კითხვაზე მანუგეშებელ პასუხს გვცემს.

1. რა იმედს გვისახავს ბიბლია?

ბიბლია არა მხოლოდ პრობლემების მიზეზს გვიმხელს, არამედ იმასაც, რომ პრობლემები დროებითია და მალე წარსულს ჩაჰბარდება. მასში ჩაწერილი დანაპირები „მომავლის იმედს“ გვისახავს (წაიკითხეთ იერემიას 29:11, 12). ეს იმედი გვეხმარება, დღესვე გავუმკლავდეთ პრობლემებს, გვქონდეს დადებითი განწყობა და დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ უსასრულო ბედნიერებით გავიხარებთ.

2. როგორ მომავალს გვპირდება ბიბლია?

ბიბლიის თანახმად, დადგება დრო, როცა „აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (წაიკითხეთ გამოცხადების 21:4). აღარ იარსებებს ისეთი პრობლემები, რომლებიც მომავლის იმედს გვართმევს, მაგალითად: სიღარიბე, უსამართლობა, ავადმყოფობა და სიკვდილი. ბიბლია გვპირდება, რომ ადამიანები სამოთხედქცეულ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლით გაიხარებენ.

3. როგორ უნდა დარწმუნდეთ, რომ ბიბლიური დანაპირები შესრულდება?

ბევრი იმედოვნებს, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. თუმცა მათ არა აქვთ მტკიცე გარანტია იმისა, რომ მათი მოლოდინი გამართლდება. ბიბლიური დანაპირები კი საიმედოა. ჩვენ თავად დავრწმუნდებით ამაში, თუკი გულდასმით გამოვიკვლევთ წმინდა წერილებს (საქმეები 17:11). ბიბლიის შესწავლის დროს დაინახავთ, რომ რაც მასში მომავალზე წერია, უტყუარი და სანდოა.

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, თუ რას გვპირდება ბიბლია სამომავლოდ. იმასაც გაიგებთ, თუ როგორ ანუგეშებს ბიბლიური იმედი ადამიანებს.

4. ბიბლია გვპირდება, რომ ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ შესანიშნავ პირობებში

გადახედეთ ქვემოთ მოცემულ ბიბლიურ დაპირებებს. რომლის შესრულება გსურთ ყველაზე მეტად და რატომ?

წაიკითხეთ მუხლები და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • გამამხნევებელია ეს ბიბლიური მუხლები თქვენთვის? გაამხნევებდა თქვენი ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს ეს მუხლები?

წარმოიდგინეთ ცხოვრება ისეთ მსოფლიოში, სადაც

არავინ . . .

ყველა . . .

  • გამოცდის ტკივილს, არავინ დაუძლურდება ასაკის გამო ან მოკვდება (ესაია 25:8).

  • იხილავს დედამიწაზე მკვდრეთით აღმდგარ საყვარელ ადამიანებს (იოანე 5:28, 29).

  • გახდება ავად და არავის ექნება რაიმე ფიზიკური ნაკლი (ესაია 33:24; 35:5, 6).

  • გაიხარებს კარგი ჯანმრთელობით და იქნება ჯან-ღონით სავსე (იობი 33:25).

  • იცხოვრებს მშფოთვარე ფიქრებითა და ცუდი მოგონებებით (ესაია 65:17).

  • იცხოვრებს მარადიულად შესანიშნავ პირობებში (ფსალმუნი 37:29).

5. ბიბლიური იმედი ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბევრი გულგატეხილი და გაღიზიანებულია არსებული მდგომარეობით. ზოგი ყველაფერს აკეთებს ცხოვრების გასაუმჯობესებლად. გაიგეთ, როგორ შეცვალა ბიბლიურმა იმედმა ზოგიერთი ადამიანის ცხოვრება. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რა უსამართლობას ხვდებოდა ერთი ქალბატონი?

  • როგორ დაეხმარა მას ბიბლია მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც იტანდა უსამართლობას?

ბიბლიური იმედი გვეხმარება, დავძლიოთ გულგატეხილობა და პრობლემების მიუხედავად, არ დავკარგოთ სიხარული. წაიკითხეთ იგავების 17:22 და რომაელების 12:12; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა ბიბლიურ იმედს უკეთესობისკენ შეცვალოს თქვენი ცხოვრება? ახსენით.

ზოგი ამბობს: „ბიბლიური დაპირებები დაუჯერებელია“.

  • თქვენი აზრით, რატომაა მნიშვნელოვანი, გაიგოთ, თუ რა მოწმობს ბიბლიის სანდოობაზე?

შეჯამება:

ბიბლია ბედნიერ მომავალს გვპირდება, რაც იმედს გვისახავს და პრობლემებთან გამკლავებაში გვეხმარება.

გასამეორებელი კითხვები:

  • რატომ სჭირდება ხალხს იმედი?

  • რას ვიგებთ ბიბლიიდან მომავალზე?

  • როგორ გეხმარებათ მომავლის იმედი?

დავალება:

გაიგეთ მეტი:

შეიტყვეთ, როგორ დაგეხმარებათ იმედი განსაცდელების დროს.

„იმედი — სად შეიძლება მისი პოვნა?“ („გამოიღვიძეთ!“, 8 მაისი, 2004)

გაიგეთ, როგორ ეხმარება მომავლის იმედი მათ, ვისაც ქრონიკული დაავადება ტანჯავთ.

„შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ, თუ ქრონიკული დაავადება გტანჯავთ?“ (სტატია ვებგვერდზე)

მუსიკალური ვიდეოკლიპის ყურების დროს წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ოჯახთან ერთად მარადიული სიცოცხლით ტკბებით სამოთხედქცეულ დედამიწაზე.

„წარმოიდგინე, რომ . . .“ (3:37)

წაიკითხეთ, როგორ შეცვალა ბიბლიურმა იმედმა ერთი სოციალური აქტივისტის ცხოვრება.

„დღეს უკვე აღარ ვფიქრობ, რომ მსოფლიო მე უნდა შევცვალო“ („საგუშაგო კოშკი“, 1 ივლისი, 2013)