არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მე-4 გაკვეთილი

ვინ არის ღმერთი?

ვინ არის ღმერთი?

კაცობრიობის დასაბამიდან მოყოლებული ადამიანები უამრავ ღვთაებას სცემენ თაყვანს. თუმცა ბიბლია გვაცნობს ღმერთს, რომელიც „ყველა სხვა ღმერთზე დიდებულია“ (2 მატიანე 2:5). ვინ არის ის და რატომ არის სხვა ღმერთებზე დიდებული? ამ გაკვეთილიდან შეიტყობთ, თუ როგორ გვაცნობს ღმერთი თავის თავს.

1. რა ჰქვია ღმერთს და საიდან ვიგებთ, რომ მას სურს, ვიცოდეთ მისი სახელი?

ღმერთი თავის თავს ბიბლიის მეშვეობით გვაცნობს, სადაც წერია: „მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი“ (წაიკითხეთ ესაიას 42:5, 8). იეჰოვა ღვთის ებრაული სახელია, რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „აქცევინებს“. ღვთის სურვილია, ვიცოდეთ მისი სახელი (გამოსვლა 3:15). საიდან ვიგებთ ამას? ბიბლიაში ღვთის სახელი 7 000-ზე მეტჯერაა მოხსენიებული. a სახელი „იეჰოვა“ ეწოდება „ჭეშმარიტ ღმერთს მაღლა ზეცაში და დაბლა მიწაზე“ (კანონი 4:39).

2. რას გვიმჟღავნებს ბიბლია იეჰოვას შესახებ?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია. ღვთის სიტყვაში ამის რამდენიმე მიზეზია მოყვანილი. მასში წერია, რომ მხოლოდ იეჰოვაა „უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 83:18). იეჰოვას „ყოვლისშემძლეც“ ეწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მან შექმნა სამყარო და წარმოშვა სიცოცხლე დედამიწაზე (გამოცხადება 4:8, 11). ის ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს (ფსალმუნი 90:2).

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, თუ რა განსხვავებაა ღვთის საკუთარ სახელსა და წოდებებს შორის. იმასაც გაიგებთ, თუ როგორ და რატომ გვიმჟღავნებს ღმერთი თავის სახელს.

3. წოდება ბევრია, საკუთარი სახელი კი — ერთი

ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, რა განსხვავებაა წოდებასა და საკუთარ სახელს შორის; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რით განსხვავდება წოდება (მაგალითად, „უფალი“) საკუთარი სახელისგან?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ არსებობს მრავალი ღმერთი და უფალი, რომელთაც ხალხი თაყვანს სცემს. წაიკითხეთ ფსალმუნის 136:1—3 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • ვინ არის „უზენაესი ღმერთი“ და „უზენაესი უფალი“?

4. იეჰოვას სურვილია, რომ ის სახელით მოვიხსენიოთ

საიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას სურს, ვიცოდეთ მისი სახელი? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • თქვენი აზრით, სურს ღმერთს, რომ ყველამ იცოდეს მისი სახელი? ახსენით.

თავად ღმერთი გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანია, მას სახელით ვიხსენიებდეთ. წაიკითხეთ რომაელების 10:13 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რატომ არის მნიშვნელოვანი ღვთის სახელით მოხსენიება?

  • რა გრძნობა გეუფლებათ, როცა სხვებს ახსოვთ თქვენი სახელი და მოგმართავენ სახელით?

  • თქვენი აზრით, რას გრძნობს იეჰოვა, როცა მას სახელით მოიხსენიებთ?

5. იეჰოვას სურს, მას დაუახლოვდეთ

ერთი კამბოჯელი ქალი ღვთის სახელის გაგებამ უზომოდ გაახარა. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ იმოქმედა სოტენზე ღვთის სახელის გაგებამ?

სანამ ვინმეს დაუმეგობრდები, ჯერ მისი სახელი უნდა გაიგო. წაიკითხეთ იაკობის 4:8ა და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რისკენ მოგიწოდებთ იეჰოვა?

  • როგორ ფიქრობთ, ღვთის სახელის მოხსენიება დაგაახლოებთ ღმერთთან? ახსენით.

ზოგი ამბობს: „მნიშვნელობა არა აქვს, რა სახელით მოიხსენიებ ღმერთს, რადგან ღმერთი ერთია“.

  • გჯერათ, რომ ღმერთს იეჰოვა ჰქვია?

  • როგორ აუხსნით სხვას, რომ ღმერთს სურს, მას სახელით მივმართოთ?

შეჯამება:

იეჰოვა არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის სახელი. ღმერთთან დასაახლოებლად აუცილებელია მისი სახელის ცოდნა და მოხსენიება.

გასამეორებელი კითხვები:

  • რა განსხვავებაა იეჰოვასა და სხვა ღმერთებს შორის, რომლებსაც ადამიანები თაყვანს სცემენ?

  • რატომ უნდა მოვიხსენიოთ ღმერთი სახელით?

  • საიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას სურს, მას დავუახლოვდეთ?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

გაეცანით ღვთის არსებობის დამადასტურებელ ხუთ მტკიცებულებას.

„არსებობს ღმერთი?“ (სტატია ვებგვერდზე)

რატომ არის გონივრული, გვჯეროდეს, რომ ღმერთი ყოველთვის არსებობდა?

„ვინ შექმნა ღმერთი?“ („საგუშაგო კოშკი“, 1 აგვისტო, 2014)

გაიგეთ, რატომ უნდა მოვიხსენიოთ ღმერთი სახელით, იმის მიუხედავად, რომ არ ვიცით, ზუსტად როგორ წარმოთქვამდნენ მას ძველად.

„ვინ არის იეჰოვა?“ (სტატია ვებგვერდზე)

აქვს მნიშვნელობა, როგორ მოვიხსენიებთ ღმერთს? წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული სტატია, საიდანაც შეიტყობთ, რომ ღმერთს მხოლოდ ერთი სახელი აქვს.

„რამდენი სახელი აქვს ღმერთს?“ (სტატია ვებგვერდზე)

a მეტი ინფორმაცია რომ მიიღოთ ღვთის სახელის მნიშვნელობისა და იმის შესახებ, თუ რატომ ამოიღეს მთარგმნელებმა ის ბიბლიიდან, იხილეთ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, დანართი ა4.