არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მე-8 გაკვეთილი

თქვენ შეგიძლიათ იეჰოვასთან დამეგობრება!

თქვენ შეგიძლიათ იეჰოვასთან დამეგობრება!

იეჰოვას სურს, უკეთ გაიცნოთ ის. იგი იმედოვნებს, რომ, თუკი მისი პიროვნების, საქმეებისა და განზრახვების შესახებ მეტს შეიტყობთ, მასთან მეგობრობის სურვილი გაგიძლიერდებათ. შესაძლებელია ღმერთთან დამეგობრება? (წაიკითხეთ ფსალმუნის 25:14). რისი გაკეთება შეგვიძლია იეჰოვასთან დასამეგობრებლად? ბიბლია გვპასუხობს ამ კითხვებზე. ღვთის სიტყვიდან იმასაც ვიგებთ, რომ იეჰოვასთან მეგობრობა ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც კი შეიძლება გაგვაჩნდეს ამქვეყნად.

1. რისკენ მოგიწოდებთ იეჰოვა?

„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). რას ნიშნავს ეს სიტყვები? იეჰოვა თავად გიწვდით მეგობრობის ხელს. ზოგისთვის წარმოუდგენელია, დაუმეგობრდეს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს. თავისი სიტყვის მეშვეობით იეჰოვა გვაცნობს საკუთარ პიროვნებას, რაც გვიადვილებს მასთან დაახლოებას. მართალია, ღმერთი არასდროს გვინახავს, მაგრამ როცა ვკითხულობთ ბიბლიას, ჩვენ ვუახლოვდებით მის ავტორს.

2. რატომ გაგიწევთ იეჰოვა საუკეთესო მეგობრობას?

ყველაზე მეტად იეჰოვას უყვარხართ. მას სურს, ბედნიერი იყოთ და დახმარებისთვის ყოველთვის მას მიმართოთ. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). იეჰოვა ყოველთვის მზადაა, მხარში ამოუდგეს თავის მეგობრებს, მოუსმინოს მათ და ანუგეშოს ისინი (წაიკითხეთ ფსალმუნის 94:18, 19).

3. რა უნდა გააკეთოთ იეჰოვასთან დასამეგობრებლად?

იეჰოვას ყველა უყვარს, მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იგი „მართლებთან მეგობრობს“ (იგავები 3:32). იეჰოვა თავისი მეგობრებისგან მოელის, რომ მის თვალში სწორად მოიქცევიან და მოერიდებიან ისეთ საქციელს, რასაც თავად არ იწონებს. ზოგი ფიქრობს, რომ შეუძლებელია იეჰოვას ნორმებით ცხოვრება. თუმცა ის მოწყალეა და თავის მეგობრად იღებს ყველას, ვისაც გულით უყვარს იგი და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მას ასიამოვნოს (ფსალმუნი 147:11; საქმეები 10:34, 35).

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, თუ როგორ დაუმეგობრდეთ იეჰოვას და რატომ გაგიწევთ იგი საუკეთესო მეგობრობას.

4. აბრაამი იეჰოვას მეგობარი იყო

ბიბლიაში მოთხრობილი ღვთის მსახურის, აბრაამის (იგივე აბრამი), ისტორია წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რას ნიშნავს, იყო ღვთის მეგობარი. წაიკითხეთ დაბადების 12:1—4 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რისი გაკეთება დაავალა ღმერთმა აბრაამს?

  • რას შეჰპირდა იეჰოვა მას?

  • როგორ მოიქცა აბრაამი?

5. რას მოელის იეჰოვა თავისი მეგობრებისგან?

როგორც წესი, მეგობრები ერთმანეთის გულისთვის ბევრ რამეს აკეთებენ.

  • თქვენ რას ელით თქვენი მეგობრებისგან?

წაიკითხეთ 1 იოანეს 5:3 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რას მოელის იეჰოვა თავისი მეგობრებისგან?

თუ გვსურს, ღვთის მორჩილნი ვიყოთ, შესაძლოა საჭირო გახდეს, რომ მოვიშოროთ ესა თუ ის თვისება და ცხოვრებაში საჭირო ცვლილებები მოვახდინოთ. წაიკითხეთ ესაიას 48:17, 18 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რატომ მოელის იეჰოვა თავისი მეგობრებისგან, რომ ცხოვრებაში საჭირო ცვლილებებს მოახდენენ?

კარგ მეგობარს აღელვებს ჩვენი კეთილდღეობა და შეიძლება რჩევებიც მოგვცეს. იეჰოვაც აძლევს რჩევებს თავის მეგობრებს.

6. რას აკეთებს იეჰოვა თავისი მეგობრებისთვის?

ის თავის მეგობრებს პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარება. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ დაეხმარა იეჰოვა კრისტალს, მორეოდა უარყოფით ფიქრებს?

წაიკითხეთ ესაიას 41:10, 13 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რას ჰპირდება იეჰოვა თავის მეგობრებს?

  • გჯერათ, რომ იეჰოვა საუკეთესო მეგობრობას გაგიწევთ? ახსენით.

მეგობრები საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს ეხმარებიან. იეჰოვაც მზადაა თქვენ დასახმარებლად.

7. თუ იეჰოვასთან მეგობრობა გვსურს, უნდა მოვუსმინოთ და ვესაუბროთ მას

ურთიერთობა განამტკიცებს მეგობრობას. წაიკითხეთ ფსალმუნის 86:6, 11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • როგორ შეგვიძლია იეჰოვასთან საუბარი?

  • როგორ გვესაუბრება იეჰოვა?

იეჰოვას ლოცვისას ვესაუბრებით, ის კი ბიბლიის მეშვეობით გვესაუბრება.

ზოგი ამბობს: „ღმერთთან დაახლოება შეუძლებელია“.

  • რომელი ბიბლიური მუხლი გახსენდება, საიდანაც ჩანს, რომ ღმერთთან დამეგობრება შესაძლებელია?

შეჯამება:

იეჰოვას სურს თქვენთან დამეგობრება; იგი დაგეხმარებათ კიდეც, მას დაუახლოვდეთ.

გასამეორებელი კითხვები:

  • როგორ ეხმარება იეჰოვა თავის მეგობრებს?

  • რატომ მოელის იეჰოვა თავისი მეგობრებისგან, რომ მოახდენენ საჭირო ცვლილებებს?

  • როგორ ფიქრობთ, მეტისმეტად ბევრს ითხოვს იეჰოვა თავისი მეგობრებისგან? რატომ ფიქრობთ ასე?

დავალება:

გაიგეთ მეტი:

როგორ შეცვლის თქვენს ცხოვრებას ღმერთთან დამეგობრება?

„იეჰოვა — ღმერთი, რომელსაც უნდა ვიცნობდეთ“ („საგუშაგო კოშკი“, 15 თებერვალი, 2003)

შეიტყვეთ, რა დაგეხმარებათ ღმერთთან დამეგობრებაში.

„როგორ დავუმეგობრდე ღმერთს?“ („ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2, თავი 35)

გაიგეთ, როგორ შეუნარჩუნა სიცოცხლე ერთ ქალს იეჰოვასთან დამეგობრებამ.

„სიკვდილი არ მინდოდა“ („საგუშაგო კოშკი“, №1, 2017)

გაიგეთ, რატომ აფასებს ბევრი ახალგაზრდა იეჰოვასთან მეგობრობას.

„რას ნიშნავს ღმერთთან მეგობრობა?“ (1:46)