არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მე-9 გაკვეთილი

დაუახლოვდით ღმერთს ლოცვის მეშვეობით

დაუახლოვდით ღმერთს ლოცვის მეშვეობით

გიგრძნიათ ცხოვრებაში, რომ ხელმძღვანელობა გესაჭიროებოდათ? დაგბადებიათ კითხვები, რომლებზეც პასუხები ვერ მიგიღიათ? დაგჭირვებიათ ნუგეში ან გამხნევება? გაგჩენიათ იეჰოვასთან დაახლოების სურვილი? ყველა ამ მოთხოვნილებას ლოცვა დაგიკმაყოფილებთ. მაგრამ ისმის კითხვები: როგორ უნდა ვილოცოთ? ყველას ლოცვას ისმენს ღმერთი? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები? მოდი გავიგოთ.

1. ვის უნდა მივმართოთ ლოცვით და რის შესახებ შეგვიძლია ვილოცოთ?

იესომ გვასწავლა, რომ მხოლოდ ჩვენს ზეციერ მამას უნდა მივმართოთ ლოცვით. იგი თავადაც ასე იქცეოდა. მან თქვა: «ამიტომ ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა . . .“» (მათე 6:9). როდესაც ვლოცულობთ, იეჰოვას უფრო ვუახლოვდებით.

ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია ვილოცოთ. ღმერთმა რომ შეისმინოს ჩვენი ლოცვები, სათხოვარი მის ნებას უნდა შევუსაბამოთ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რაც არ უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოანე 5:14). იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა, რაზე შეეძლოთ ელოცათ (წაიკითხეთ მათეს 6:9—13). ღმერთს ლოცვაში მხოლოდ პირად პრობლემებზე კი არ უნდა ვესაუბროთ, არამედ სხვებზეც უნდა ვილოცოთ და მადლობაც გადავუხადოთ.

2. როგორ უნდა ვილოცოთ?

ბიბლია მოგვიწოდებს: „გული გადმოუღვარეთ [ღმერთს]“ (ფსალმუნი 62:8). აქედან გამომდინარე, ჩვენი ლოცვები გულწრფელი უნდა იყოს. შეგვიძლია ვილოცოთ როგორც ხმამაღლა, ისე ჩუმად. აღსანიშნავია ისიც, თუ რამდენად მოკრძალებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით ლოცვის დროს. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროსა და ადგილას ვილოცოთ.

3. როგორ პასუხობს იეჰოვა ჩვენს ლოცვებს?

იეჰოვა ჩვენს ლოცვებს უამრავი სახით პასუხობს. მან თავისი სიტყვა ბიბლია მოგვცა, სადაც ჩვენს კითხვებზე პასუხებს ვხვდებით. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მისი კითხვა „დააბრძენებს გამოუცდელს“ (ფსალმუნი 19:7; წაიკითხეთ იაკობის 1:5). ღმერთს შეუძლია სულის სიმშვიდეც მოგვგვაროს, როცა პრობლემებს ვხვდებით. გარდა ამისა, მას შეუძლია ჩვენ დასახმარებლად აღძრას თავისი მსახურები, როცა ეს ნამდვილად გვჭირდება.

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, თუ რა შემთხვევაში იქნება ჩვენი ლოცვები სასიამოვნო იეჰოვასთვის. გაიგებთ იმასაც, თუ რა მხრივ დაგეხმარებათ ლოცვა.

4. როგორ ლოცვებს ისმენს ღმერთი?

რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ იეჰოვამ ჩვენი ლოცვები მოისმინოს? ნახეთ ვიდეო.

იეჰოვას სურს, რომ ლოცვით მივმართავდეთ მას. წაიკითხეთ ფსალმუნის 65:2 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • როგორ ფიქრობთ, სურს „ლოცვების მომსმენს“, თქვენც მას მიმართოთ ლოცვით? რატომ ფიქრობთ ასე?

ღმერთმა ჩვენი ლოცვები რომ შეისმინოს, მისი ნორმების თანახმად უნდა ვცხოვრობდეთ. წაიკითხეთ მიქას 3:4 და 1 პეტრეს 3:12; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოვამ შეისმინოს ჩვენი ლოცვები?

ომის დროს ორივე მხარე ღმერთს შესთხოვს გამარჯვებას. რამდენად ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ღმერთი შეისმენს მათ ლოცვას?

5. ჩვენი ლოცვები გულიდან უნდა მომდინარეობდეს

ზოგი სიტყვასიტყვით იმეორებს გაზეპირებულ ლოცვებს. მისაღებია ასეთი ლოცვები ღვთისთვის? წაიკითხეთ მათეს 6:7 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა დაგეხმარებათ, რომ ლოცვის დროს ერთი და იგივე არ გაიმეოროთ?

ყოველდღე დაფიქრდით ერთ რაღაცაზე მაინც, რისთვისაც იეჰოვას ემადლიერებით. ამგვარად, კვირის მანძილზე, სულ მცირე, შვიდი მიზეზი გექნებათ, რომ იეჰოვას მადლობა გადაუხადოთ.

როგორც მამას სურს, რომ შვილმა გულისნადები გაანდოს, ისე იეჰოვას სურს, გული გადავუშალოთ მას.

6. ლოცვა ღვთისგან ბოძებული ძღვენია

როგორ გვაძლევს ღმერთი ძალას ლოცვის მეშვეობით, იმის მიუხედავად, გვიჭირს თუ გვილხინს? ნახეთ ვიდეო.

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ლოცვა სულის სიმშვიდეს გვგვრის. წაიკითხეთ ფილიპელების 4:6, 7 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • როგორ გვეხმარება ლოცვა მაშინაც კი, თუ ჩვენი პრობლემები არ გვარდება?

  • რის შესახებ გსურთ, ესაუბროთ ღმერთს ლოცვაში?

იცოდით?

სიტყვა „ამინ“ ნიშნავს: „დაე იყოს ასე“, „ჭეშმარიტად“. ბიბლიური დროიდან მოყოლებული „ამინს“ ლოცვის ბოლოს ამბობდნენ (1 მატიანე 16:36).

7. გამოყავით დრო ლოცვისთვის

ხანდახან შეიძლება ისეთი დაკავებულები ვიყოთ, რომ დაგვავიწყდეს ლოცვა. რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდა ლოცვას იესო? წაიკითხეთ მათეს 14:23 და მარკოზის 1:35; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რას აკეთებდა იესო, ლოცვისთვის რომ დრო გამოენახა?

  • თქვენ როდის გამონახავთ დროს ლოცვისთვის?

ზოგი ამბობს: „ლოცვა საკუთარი თავის მოტყუებაა“.

  • თქვენ რას ფიქრობთ?

შეჯამება:

გულწრფელი ლოცვები გვაახლოებს ღმერთთან, სიმშვიდეს გვგვრის და გვაძლევს ძალას საიმისოდ, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ.

გასამეორებელი კითხვები:

  • ვის უნდა მივმართოთ ლოცვით?

  • როგორ უნდა ვილოცოთ?

  • როგორ გვეხმარება ლოცვა?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

მოიძიეთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც ადამიანებს ლოცვის თაობაზე უჩნდებათ.

„შვიდი რამ, რაც ლოცვის შესახებ უნდა იცოდეთ“ („საგუშაგო კოშკი“, 1 ოქტომბერი, 2010)

შეიტყვეთ, თუ რატომ უნდა ვილოცოთ და როგორ შეგვიძლია ჩვენი ლოცვები უფრო აზრიანი გავხადოთ.

„რატომ უნდა ვილოცო?“ (სტატია ვებგვერდზე)

გაიგეთ, ბიბლიის თანახმად, ვის უნდა მივმართოთ ლოცვით.

„უნდა მივმართოთ თუ არა ლოცვით წმინდანებს?“ (სტატია ვებგვერდზე)

უყურეთ მუსიკალურ ვიდეოკლიპს და დაფიქრდით, აქვს თუ არა მნიშვნელობა, სად და როდის ვლოცულობთ.

„ყოველთვის ილოცე“ (1:22)