არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მე-12 გაკვეთილი

რა დაგეხმარებათ, არ შეწყვიტოთ ბიბლიის შესწავლა?

რა დაგეხმარებათ, არ შეწყვიტოთ ბიბლიის შესწავლა?

ბიბლიის შესწავლა საინტერესო მოგზაურობას ჰგავს, რომლის დროსაც ზოგჯერ დაბრკოლებებს ვხვდებით. შესაძლოა გაფიქრებთ, რამდენად შეძლებთ ბიბლიის შესწავლის გაგრძელებას. რატომ ღირს, ძალისხმევა მოახმაროთ ღვთის სიტყვის შესწავლას? რა დაგეხმარებათ, რომ სირთულეების მიუხედავად არ შეწყვიტოთ ბიბლიის შესწავლა?

1. რატომ ღირს ბიბლიის შესწავლა?

„ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ (ებრაელები 4:12). ბიბლია ღირებული წიგნია, რადგან გვიმჟღავნებს ღვთის აზრებს და იმას, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას ჩვენ მიმართ. ის მხოლოდ ცოდნას კი არ გვძენს, არამედ ცხოვრების გაუმჯობესებაშიც გვეხმარება და იმედსაც გვისახავს. რაც ყველაზე მთავარია, ეს წიგნი იეჰოვასთან დამეგობრებაში გვეხმარება. ნამდვილად, ბიბლიის შესწავლა თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

2. რატომ უნდა დავაფასოთ ბიბლიური ჭეშმარიტება?

ბიბლიური ჭეშმარიტება განძს ჰგავს. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს ბიბლია: „იყიდე ჭეშმარიტება და ნურასოდეს გაყიდი“ (იგავები 23:23). თუ ვაფასებთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას, სირთულეების დროს ფარ-ხმალს არ დავყრით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განვაგრძოთ ღვთის სიტყვის შესწავლა (წაიკითხეთ იგავების 2:4, 5).

3. როგორ დაგეხმარებათ იეჰოვა, არ შეწყვიტოთ ბიბლიის შესწავლა?

იეჰოვას, ჩვენს შემოქმედსა და მეგობარს, სურს, უკეთ გაიცნოთ ის. ამისთვის იგი „სურვილსაც აღგიძრავთ და მოქმედების ძალასაც გაძლევთ“ (წაიკითხეთ ფილიპელების 2:13). ასე რომ, თუ ზოგჯერ არ გეხალისებათ ბიბლიის შესწავლა და გიჭირთ ნასწავლის გამოყენება, ღმერთს შეუძლია დაგეხმაროთ. ამასთანავე, ის მოგცემთ ძალას, გადალახოთ სირთულეები და დაძლიოთ წინააღმდეგობა. ხშირად სთხოვეთ ლოცვაში იეჰოვას, რომ დაგეხმაროთ, არ შეწყვიტოთ ბიბლიის შესწავლა (1 თესალონიკელები 5:17).

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, როგორ განაგრძოთ ბიბლიის შესწავლა გადატვირთული გრაფიკის ან წინააღმდეგობის მიუხედავად. გაიგებთ იმასაც, თუ როგორ დაგეხმარებათ იეჰოვა, არ შეწყვიტოთ მისი სიტყვის შესწავლა.

4. ბიბლიის შესწავლას პრიორიტეტული ადგილი მიუჩინეთ

ზოგჯერ გადატვირთული გრაფიკის გამო შეიძლება დრო არ გყოფნიდეთ ბიბლიის შესწავლისთვის. რა დაგეხმარებათ ასეთ დროს? წაიკითხეთ ფილიპელების 1:10 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • თქვენი აზრით, რა არის ცხოვრებაში „უფრო მნიშვნელოვანი“?

  • როგორ შეგიძლიათ ბიბლიის შესწავლას პრიორიტეტული ადგილი მიუჩინოთ?

  1. ა) თუ ჭურჭელში ჯერ ქვიშას ჩაყრით, მერე კი ქვებს ჩააწყობთ, ზოგი ქვა აღარ ჩაეტევა.

  2. ბ) მაგრამ, თუ ჯერ ქვებს ჩააწყობთ, შემდეგ კი ქვიშას ჩაყრით, თითქმის ყველაფერი ჩაეტევა. მსგავსად, თუ ცხოვრებაში პირველ ადგილს მიუჩენთ იმას, „რაც უფრო მნიშვნელოვანია“, სხვა რაღაცებისთვისაც დაგრჩებათ დრო.

ბიბლიის შესწავლა დაგეხმარებათ, დაიკმაყოფილოთ სულიერი მოთხოვნილება, ანუ გაეცნოთ ღმერთს და თაყვანი სცეთ. წაიკითხეთ მათეს 5:3 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რატომ იქნება თქვენთვისვე კარგი, თუ ბიბლიის შესწავლას ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს მიუჩენთ?

5. არ დაყაროთ ფარ-ხმალი, თუ წინააღმდეგობას შეხვდებით

სხვები შეიძლება შეეცადონ, ბიბლიის შესწავლა შეგაწყვეტინონ. დაფიქრდით ერთი ახალგაზრდის, ფრანჩესკოს, მაგალითზე. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რა რეაქცია ჰქონდათ ფრანჩესკოს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, როცა გაიგეს, რომ ის ბიბლიას სწავლობდა?

  • როგორ დაჯილდოვდა მისი სიმტკიცე?

წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:24, 25 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რას ფიქრობენ თქვენი ოჯახის წევრები თუ მეგობრები იმაზე, რომ ბიბლიას სწავლობთ?

  • ამ ბიბლიური მუხლებიდან გამომდინარე, როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ, როცა ვინმე უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ ბიბლიას სწავლობთ? ახსენით.

6. იეჰოვას მიმართეთ დახმარებისთვის

რაც უფრო ვუახლოვდებით იეჰოვას, მით უფრო გვიძლიერდება იმის სურვილი, რომ მის მოსაწონად ვიცხოვროთ. და მაინც, ზოგჯერ შეიძლება გაგვიჭირდეს ცვლილებების მოხდენა. თუ თქვენც მსგავსად გრძნობთ თავს, არ დანებდეთ, იეჰოვა დაგეხმარებათ! ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რა ცვლილებები მოახდინა ჯიმმა, რომ იეჰოვას მოსაწონად ეცხოვრა?

  • განსაკუთრებით რა მოგეწონათ მისი შემთხვევიდან?

წაიკითხეთ ებრაელების 11:6 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რას გააკეთებს იეჰოვა მათთვის, ვინც მას გულმოდგინედ ეძებს, ანუ ცდილობს, გაეცნოს და ასიამოვნოს მას?

  • ამ მუხლიდან გამომდინარე, რას გრძნობს იეჰოვა, როცა ხედავს თქვენს მცდელობას, განაგრძოთ ბიბლიის შესწავლა?

ვინმემ შეიძლება გკითხოთ: „რატომ სწავლობთ ბიბლიას?“.

  • რას უპასუხებთ?

შეჯამება:

თუ სირთულეების მიუხედავად არ შეწყვეტთ ბიბლიის შესწავლას, მარადიულად გაიხარებთ ცხოვრებით. კვლავაც იეჰოვას მიმართეთ დახმარებისთვის და აუცილებლად დაჯილდოვდება თქვენი ძალისხმევა.

გასამეორებელი კითხვები:

  • რატომ არის თქვენთვის ძვირფასი ბიბლიური ჭეშმარიტება?

  • რა დაგეხმარებათ, აკეთოთ ის, „რაც უფრო მნიშვნელოვანია“?

  • რატომ უნდა სთხოვოთ იეჰოვას, დაგეხმაროთ ბიბლიის შესწავლის გაგრძელებაში?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

გაიგეთ, რა დაეხმარა ზოგს, დრო გონივრულად გამოეყენებინა.

„როგორ გამოვიყენოთ დრო გონივრულად“ („გამოიღვიძეთ!“, თებერვალი, 2014)

ნახეთ, როგორ დაეხმარა იეჰოვა ერთ ქალს, რომელსაც მეუღლე ახლადშეძენილი რწმენის გამო ეწინააღმდეგებოდა.

„იეჰოვა სატარებელს გვატარებინებს“ (5:05)

ნახეთ, როგორ დაეხმარა ერთ კაცს ცოლის კარგი მაგალითი.

„როცა ჭეშმარიტებას დავუპირისპირდი, მაშინ გამინათდა გონება“ (6:30)

ზოგჯერ იეჰოვას მოწმეებს ოჯახების დანგრევაში ადანაშაულებენ. შეესაბამება ეს სიმართლეს?

„მართლა ანგრევენ იეჰოვას მოწმეები ოჯახებს?“ (სტატია ვებგვერდზე)