არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მე-14 გაკვეთილი

როგორ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი?

როგორ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი?

წინა გაკვეთილიდან გავიგეთ, რომ ღმერთი არ იწონებს ყველა რელიგიას. თუმცა ჩვენ შეგვიძლია შემოქმედს მის მოსაწონად ვცეთ თაყვანი და გული გავუხაროთ. როგორ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი? (იაკობი 1:27). ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია.

1. საიდან ვიგებთ, როგორ ვცეთ ღმერთს თაყვანი?

ამას ბიბლიიდან ვიგებთ. იესომ ღმერთს ასეთი სიტყვებით მიმართა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). ზოგი რელიგია არაფრად აგდებს ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემულ ჭეშმარიტებას და ადამიანის მოგონილ მოძღვრებებსა და ადათ-წესებს ასწავლის. იეჰოვა არ იწონებს მათ, რადგან ისინი გვერდს უვლიან მის მცნებებს (წაიკითხეთ მარკოზის 7:9). მაგრამ, თუ დავიცავთ ბიბლიაში მოცემულ მცნებებს და გავითვალისწინებთ იქ ჩაწერილ რჩევებს, გულს გავუხარებთ ღმერთს.

2. როგორ უნდა ვცეთ იეჰოვას თაყვანი?

იეჰოვა ჩვენი შემოქმედია, ამიტომ მხოლოდ ის იმსახურებს ჩვენგან უპირობო ერთგულებას (გამოცხადება 4:11). ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გვიყვარდეს იგი და მხოლოდ მას ვცემდეთ თაყვანს, რაც გამორიცხავს თაყვანისცემის დროს ქანდაკებებისა თუ ხატების გამოყენებას (წაიკითხეთ ესაიას 42:8).

ჩვენი თაყვანისცემა წმინდა და იეჰოვასთვის მოსაწონი უნდა იყოს (რომაელები 12:1). აქედან გამომდინარე, მისი ნორმების თანახმად უნდა ვიცხოვროთ. მაგალითად, ვისაც უყვარს ღმერთი, ის ქორწინებასთან მიმართებით მის მიერ დადგენილ ნორმებს აღიარებს და ერიდება ისეთ მავნე ჩვევებს, როგორებიცაა თამბაქოს მოხმარება და ნარკოტიკული საშუალებებისა თუ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება. a

3. რატომ უნდა ვცეთ იეჰოვას თაყვანი სხვებთან ერთად?

ყოველკვირეულ შეხვედრებზე შესაძლებლობა გვეძლევა, ხოტბა შევასხათ იეჰოვას (ფსალმუნი 111:1, 2). მაგალითად, კრების შეხვედრებზე სადიდებელი სიმღერებით განვადიდებთ მას (წაიკითხეთ ფსალმუნის 104:33). იეჰოვას ვუყვარვართ და იცის, რომ კრების შეხვედრები დაგვეხმარება, მარადიულად გავიხაროთ ცხოვრებით, ამიტომაც სურს, დავესწროთ მათ. ამ შეხვედრებზე სხვებსაც ვამხნევებთ და თავადაც ვმხნევდებით.

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, რატომ არ იწონებს იეჰოვა თაყვანისცემის დროს ხატებისა თუ ქანდაკებების გამოყენებას. გაიგებთ იმასაც, თუ როგორ უნდა განვადიდოთ ღმერთი.

4. თაყვანისცემის დროს ქანდაკებები და ხატები არ უნდა გამოვიყენოთ

საიდან ვიცით, რომ ღვთისთვის მიუღებელია თაყვანისცემის დროს მათი გამოყენება? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა მოჰყვა შედეგად, როცა ბიბლიურ დროში ღვთის ხალხმა თაყვანისცემის დროს კერპი გამოიყენა?

ზოგი თაყვანისცემის დროს ქანდაკებებსა თუ ხატებს იმიტომ იყენებს, რომ ღმერთთან მეტი სიახლოვე იგრძნოს. სინამდვილეში ეს მათ უფრო აშორებს ღმერთს. წაიკითხეთ გამოსვლის 20:4—6 და ფსალმუნის 106:35, 36; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რა ნივთებს იყენებს დღეს ხალხი თაყვანისცემის დროს?

  • რა დამოკიდებულება აქვს ღმერთს ამ საკითხის მიმართ?

  • თქვენ რას ფიქრობთ?

5. იეჰოვასადმი თაყვანისცემა სიცრუისგან გვათავისუფლებს

როგორ გვათავისუფლებს ღვთის მოსაწონი თაყვანისცემა სიცრუისგან? ნახეთ ვიდეო.

წაიკითხეთ ფსალმუნის 91:14 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რას ჰპირდება ღმერთი მათ, ვინც მხოლოდ მას სცემენ თაყვანს და ასე უმტკიცებენ სიყვარულს?

6. ღმერთს კრების შეხვედრებზე ვცემთ თაყვანს

სიმღერითა და კომენტარებით კრების შეხვედრებზე განვადიდებთ იეჰოვას და ვამხნევებთ ერთმანეთს. წაიკითხეთ ფსალმუნის 22:22 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • გამხნევებთ კრების შეხვედრებზე მოსმენილი კომენტარები?

  • გინდათ, თქვენც გააკეთოთ კომენტარი?

7. იეჰოვას ახარებს, როცა ნასწავლს სხვებს ვუზიარებთ

არაერთი შესაძლებლობა გვაქვს, რომ სხვებს ბიბლიური ჭეშმარიტება გავუზიაროთ. წაიკითხეთ ფსალმუნის 9:1 და 34:1; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რას გაუზიარებდით სხვებს ბიბლიიდან?

ზოგი ამბობს: „მთავარია, ღმერთი გიყვარდეს და მნიშვნელობა არა აქვს, როგორ სცემ მას თაყვანს“.

  • თქვენ რას ფიქრობთ?

შეჯამება:

შემოქმედს იმ შემთხვევაში გავუხარებთ გულს, თუ მხოლოდ მას ვცემთ თაყვანს, კრების შეხვედრებზე განვადიდებთ და სხვებს ნასწავლს გავუზიარებთ.

გასამეორებელი კითხვები:

  • საიდან ვიგებთ, როგორ ვცეთ ღმერთს თაყვანი?

  • რატომ უნდა ვცეთ თაყვანი მხოლოდ იეჰოვას?

  • რატომ უნდა ვცეთ ღმერთს თაყვანი სხვებთან ერთად?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

წაიკითხეთ ბიოგრაფია „მეტად აღარ ვარ კერპების მონა“ და გაიგეთ, როგორ დააღწია ერთმა ქალმა თავი კერპთაყვანისმცემლობას.

„ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“ („საგუშაგო კოშკი“, 1 ივლისი, 2011)

გაეცანით რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, კრების შეხვედრებზე კომენტარი გააკეთოთ.

„განადიდეთ იეჰოვა კრების წინაშე“ („საგუშაგო კოშკი“, იანვარი, 2019)

გაიგეთ, რაში დაეხმარა ერთ ახალგაზრდას კრების შეხვედრებზე დასწრება მიუხედავად იმისა, რომ ადვილი არ იყო მისთვის ამის გაკეთება.

„იეჰოვა ზრუნავს ჩემზე“ (3:07)

ბევრისთვის ჯვარი ქრისტიანობის სიმბოლოა. უნდა ვიყენებდეთ მას თაყვანისცემის დროს?

„რატომ არ იყენებთ ჯვარს თაყვანისცემის დროს?“ (სტატია ვებგვერდზე)

a ამ საკითხებს სხვა გაკვეთილებში განვიხილავთ.