არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

22-ე გაკვეთილი

როგორ გავუზიაროთ სხვებს სასიხარულო ცნობა

როგორ გავუზიაროთ სხვებს სასიხარულო ცნობა

რაც მეტს სწავლობთ ბიბლიიდან, ალბათ, მით მეტად რწმუნდებით, რომ ყველამ უნდა გაიგოს ბიბლიური ჭეშმარიტება. თუმცა შეიძლება გაშინებთ სხვებთან ნასწავლზე საუბარი. ვიმსჯელოთ, რა დაგეხმარებათ, დაძლიოთ შიში და თამამად ესაუბროთ სხვებს სასიხარულო ცნობაზე.

1. როგორ შეგიძლიათ ნასწავლი ახლობლებს გაუზიაროთ?

ერთხელ იესოს მოწაფეებმა თქვეს: „ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“ (საქმეები 4:20). ისინი იმდენად აფასებდნენ იესოსგან ნასწავლს, რომ სურდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაეზიარებინათ ჭეშმარიტება. თუ თქვენც გიჩნდებათ მსგავსი სურვილი, შეეცადეთ, გამონახოთ შესაძლებლობები, რომ ტაქტიანად გაუზიაროთ ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს ბიბლიიდან ნასწავლი (წაიკითხეთ კოლოსელების 4:6).

რა შეგიძლიათ გააკეთოთ:

  • ბიბლიურ თემაზე საუბრის წამოსაწყებად ოჯახის წევრს ასეთი რამ უთხარით: „ამას წინათ საინტერესო რამ გავიგე“.

  • წაუკითხეთ გამამხნევებელი ბიბლიური მუხლი მეგობარს, რომელიც ავადაა ან პრობლემებს ებრძვის.

  • თუ თანამშრომელი დაინტერესდება, როგორ მიდის თქვენი საქმეები, გაუზიარეთ მას ბიბლიის შესწავლასა თუ კრების შეხვედრაზე მოსმენილი რომელიმე საინტერესო აზრი.

  • გააცანით მეგობრებს ვებგვერდი jw.org.

  • შესთავაზეთ ახლობელს, დაესწროს თქვენს ბიბლიის შესწავლას ან აჩვენეთ, როგორ მოითხოვოს შესწავლა ვებგვერდის jw.org მეშვეობით.

2. რატომ უნდა დაისახოთ მიზნად კრებასთან ერთად ქადაგება?

იესოს მოწაფეები მხოლოდ ახლობლებს კი არა, უცხოებსაც უქადაგებდნენ. იესომ ისინი ორ-ორად გაგზავნა სხვადასხვა ქალაქში საქადაგებლად (ლუკა 10:1). შედეგად, უფრო მეტმა ადამიანმა მოისმინა სასიხარულო ცნობა. ამ საქმეში სხვებთან ერთად მონაწილეობას მოწაფეებისთვის დიდი სიხარული მოჰქონდა (ლუკა 10:17). კარგი იქნება, თუ თქვენც დაისახავთ მიზნად, კრებასთან ერთად იქადაგოთ.

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, როგორ დაძლიოთ შიში. გაიგებთ იმასაც, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ სიხარული მოგანიჭოთ სხვებისთვის ბიბლიური ცნობის გაზიარებამ.

3. იეჰოვა მხარში ამოგიდგებათ

ზოგს ხალხის რეაქცია აშინებს, ზოგსაც ის, თუ რას იფიქრებენ სხვები მათზე.

  • რთული ხომ არ არის თქვენთვის ნასწავლის სხვებისთვის გაზიარება? რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ დაძლიეს ახალგაზრდებმა შიში?

წაიკითხეთ ესაიას 41:10 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რატომ უნდა ილოცოთ, თუ გაშინებთ ქადაგება?

იცოდით?

ბევრი იეჰოვას მოწმე ერთ დროს ფიქრობდა, რომ ვერასდროს შეძლებდა ქადაგებას. მაგალითად, ერთ მამაკაცს, სერგეის, რომელიც უღირსობის გრძნობას ებრძოდა, უჭირდა სხვებთან საუბარი. მას ბიბლიის შესწავლა დაეხმარა, შიშის მიუხედავად სხვებთანაც ესაუბრა თავის რწმენაზე. სერგეი იხსენებს: „ჩემდა გასაკვირად, ქადაგებამ საკუთარი თავისადმი რწმენა შემმატა. ამავე დროს, ბიბლიისადმი რწმენაც განმიმტკიცდა“.

4. იყავით თავაზიანი

სასიხარულო ცნობის შესახებ საუბრის დაწყებამდე დაფიქრდით, რას და როგორ იტყვით. წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:24 და 1 პეტრეს 3:15; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ მუხლებში მოცემული რჩევები სხვებთან ბიბლიურ საკითხებზე საუბრისას?

  • როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ოჯახის წევრები ან მეგობრები არ ეთანხმებიან თქვენს ნათქვამს? რას უნდა მოერიდოთ ამ დროს?

  • რატომ არის კარგი ტაქტიანი კითხვების დასმა და რატომ არ უნდა მოვახვიოთ თავზე სხვებს საკუთარი აზრი?

5. ბიბლიური ცნობის სხვებისთვის გაზიარება სიხარულს გვანიჭებს

იეჰოვამ იესოს სასიხარულო ცნობის ქადაგება დაავალა. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იესოს ამ საქმის მიმართ? წაიკითხეთ იოანეს 4:34 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • საკვების მიღება სიამოვნებასაც გვანიჭებს და ჯანმრთელობასაც გვინარჩუნებს. რატომ შეადარა იესომ საჭმელს ღვთის ნების შესრულება, რაშიც ქადაგებაც შედის?

  • თქვენი აზრით, რატომ გვგვრის სასიხარულო ცნობის ქადაგება სიხარულს?

შეეცადეთ, ასე მოიქცეთ:

  • შუა კვირის შეხვედრაზე დააკვირდით, როგორ შეიძლება საუბრის წამოწყება.

  • მიზნად დაისახეთ, შუა კვირის შეხვედრაზე დავალებით გამოხვიდეთ. დავალებებში მონაწილეობა დაგეხმარებათ, უკეთ შეძლოთ სხვებისთვის ნასწავლის გაზიარება.

  • სავარჯიშოდ გამოიყენეთ თითოეული გაკვეთილის მეორე ნაწილის ბოლოს მოცემული ჩარჩო. ეს დაგეხმარებათ, უპასუხოთ ხშირად დასმულ კითხვებს და შეძლოთ მსჯელობა მათთან, ვინც ფართოდ გავრცელებულ აზრს გამოთქვამს.

ვინმემ შეიძლება გკითხოთ: „რა არის შენკენ ახალი?“.

  • როგორ შეგიძლიათ ამ დროს მას ბიბლიიდან ნასწავლი გაუზიაროთ?

შეჯამება:

ბიბლიური ცნობის ქადაგებას სიხარული მოაქვს. საუბრის დაწყება არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

გასამეორებელი კითხვები:

  • რატომ ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას?

  • როგორ შეგიძლიათ ამის თავაზიანად გაკეთება?

  • რა დაგეხმარებათ შიშის დაძლევაში?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

ნახეთ, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ jw.org-ის საკონტაქტო ბარათი და ვინმეს სასიხარულო ცნობა მარტივად გაუზიაროთ.

„JW.ORG-ის საკონტაქტო ბარათის შეთავაზების ნიმუში“ (1:43)

შეიტყვეთ, რომელი თვისებები დაგეხმარებათ, სხვებს სასიხარულო ცნობა გაუზიაროთ.

„მზად ხართ, გახდეთ ადამიანთა მებადური?“ („საგუშაგო კოშკი“, სექტემბერი, 2020)

ნახეთ ვიდეო ბიბლიურ დროში მცხოვრებ ერთ გოგონაზე, რომლის მაგალითზე დაფიქრებაც გაბედულებას შემატებს ყველას, დიდსა თუ პატარას.

„იეჰოვა გაბედულებას შეგმატებს!“ (11:59)

გაიგეთ, როგორ უქადაგოთ ოჯახის წევრებს, რომლებსაც იეჰოვას შესახებ ბევრი არაფერი სმენიათ.

„მიიტანეთ ჭეშმარიტება ნათესავების გულებამდე“ („საგუშაგო კოშკი“, 15 მარტი, 2014)