არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

25-ე გაკვეთილი

რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი?

რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი?

ბიბლიაში ნათქვამია, რომ „კაცი . . . დღემოკლეა და მუდამ გასაჭირშია“ (იობი 14:1). ნუთუ მართლა ასეთი ცხოვრებისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი?! ვიცხოვრებთ ოდესმე ისე, როგორც მას სურდა, რომ გვეცხოვრა? ამ კითხვებზე ბიბლიაში მოცემული პასუხები გვანუგეშებს და მომავლის იმედს გვისახავს.

1. რა სურს ღმერთს ჩვენთვის?

იეჰოვას ჩვენთვის საუკეთესო სურს. როდესაც მან პირველი ადამიანები, ადამი და ევა, შექმნა, ისინი სამოთხეში, ედემის ულამაზეს ბაღში, დაასახლა. შემდეგ «აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“» (დაბადება 1:28). იეჰოვას სურდა, რომ მათ შვილები ჰყოლოდათ, დედამიწა სამოთხედ გადაექციათ, ცხოველებზე ეზრუნათ და მარადიულად გაეხარათ სრულყოფილი ჯანმრთელობით.

მართალია, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, a მაგრამ ღვთის განზრახვა არ შეცვლილა (ესაია 46:10, 11). მისი სურვილია, რომ მორჩილმა ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ სამოთხედქცეულ დედამიწაზე (წაიკითხეთ გამოცხადების 21:3, 4).

2. როგორ შეგვიძლია დღესვე ბედნიერები ვიყოთ?

იეჰოვამ ჩვენში ჩადო მოთხოვნილება, დავუახლოვდეთ მას და თაყვანი ვცეთ (წაიკითხეთ მათეს 5:3—6). ღმერთს სურს, რომ გვქონდეს მასთან ახლო ურთიერთობა, ვიაროთ მისი გზით, გვიყვარდეს იგი და ვემსახუროთ მთელი გულით (კანონი 10:12; ფსალმუნი 25:14). შედეგად, პრობლემების დროსაც კი ბედნიერები ვიქნებით. ნამდვილად, იეჰოვასადმი თაყვანისცემა ჩვენს ცხოვრებას უფრო აზრიანს ხდის.

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, როგორ გამოავლინა იეჰოვამ უდიდესი სიყვარული, როცა დედამიწაზე ადამიანებისთვის საცხოვრებელი პირობები შექმნა. გაიგებთ იმასაც, თუ ღვთის სიტყვის თანახმად, რა არის სიცოცხლის აზრი.

3. იეჰოვას სურს, რომ გავიხაროთ ცხოვრებით

ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რატომ შექმნა ღმერთმა ულამაზესი პლანეტა დედამიწა?

წაიკითხეთ ეკლესიასტეს 3:11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • ამ მუხლიდან გამომდინარე, რა სურს იეჰოვას ჩვენთვის?

4. იეჰოვას განზრახვა არ შეცვლილა

წაიკითხეთ ფსალმუნის 37:11, 29 და ესაიას 55:11; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • საიდან ვიცით, რომ იეჰოვას განზრახვა არ შეცვლილა?

5. იეჰოვასადმი თაყვანისცემა ჩვენს ცხოვრებას აზრიანს ხდის

ბედნიერებას გვანიჭებს იმის ცოდნა, თუ რა არის სიცოცხლის აზრი. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ დაეხმარა ტერუმის სიცოცხლის აზრის პოვნა?

წაიკითხეთ ეკლესიასტეს 12:13 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ გამოვავლინოთ მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც იეჰოვამ ჩვენთვის გააკეთა?

ვინმემ შეიძლება გკითხოთ: „თუ ასე უნდა გვეტანჯა, რაღატომ შეგვქმნა ღმერთმა?“.

  • როგორ უპასუხებთ?

შეჯამება:

იეჰოვას სურს, რომ მარადიულად გავიხაროთ ცხოვრებით სამოთხედქცეულ დედამიწაზე. გარდა ამისა, დღესვე ბედნიერები ვიქნებით და აზრიანად ვიცხოვრებთ, თუკი მთელი გულით ვემსახურებით მას.

გასამეორებელი კითხვები:

  • რატომ შექმნა იეჰოვამ ადამი და ევა?

  • საიდან ვიცით, რომ მისი განზრახვა არ შეცვლილა?

  • რა დაგვეხმარება, ბედნიერები ვიყოთ და აზრიანად ვიცხოვროთ?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

გაიგეთ, რა გვარწმუნებს, რომ ედემის ბაღი ნამდვილად არსებობდა.

„ედემის ბაღი — მითი თუ რეალობა?“ („საგუშაგო კოშკი“, 1 იანვარი, 2011)

გაიგეთ, რატომ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ დედამიწა მარადიულად იარსებებს.

„განადგურდება დედამიწა?“ (სტატია ვებგვერდზე)

შეიტყვეთ, ბიბლიის თანახმად, როგორ ვიპოვოთ სიცოცხლის აზრი.

„რა არის სიცოცხლის აზრი?“ (სტატია ვებგვერდზე)

გაეცანით ერთი კაცის ისტორიას, რომელსაც ეგონა, რომ ბედნიერებისთვის ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ ცდებოდა.

„ახლა აზრით აღსავსე ცხოვრება მაქვს“ (3:55)

a მომდევნო გაკვეთილიდან გავიგებთ, თუ რატომ განვითარდა მოვლენები სხვაგვარად.