არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

33-ე გაკვეთილი

რას გააკეთებს ღვთის სამეფო?

რას გააკეთებს ღვთის სამეფო?

ღვთის სამეფო უკვე მმართველობს. მალე ის დედამიწაზე დიდ ცვლილებებს მოახდენს. მოდი განვიხილოთ, რას გააკეთებს ღვთის სამეფო ჩვენ საკეთილდღეოდ.

1. როგორ დაამყარებს ღვთის სამეფო მშვიდობას და როგორ აღადგენს სამართალს?

ღვთის სამეფოს მეფე, იესო, არმაგედონის ომში მთავრობებსაც გაანადგურებს და ბოროტ ადამიანებსაც (გამოცხადება 16:14, 16). იმ დროს საბოლოოდ შესრულდება ბიბლიაში ჩაწერილი დაპირება: „ცოტაც და აღარ იქნება ბოროტი“ (ფსალმუნი 37:10). სამეფოს მეშვეობით იესო დაამყარებს მშვიდობას. მისი მმართველობის დროს არავინ გახდება უსამართლობის მსხვერპლი (წაიკითხეთ ესაიას 11:4).

2. როგორი იქნება ცხოვრება, როცა დედამიწაზე ღვთის ნება შესრულდება?

ღვთის სამეფოს მმართველობის დროს „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც მხოლოდ კარგი ადამიანები იცხოვრებენ, რომელთაც ეყვარებათ როგორც იეჰოვა, ისე ერთმანეთი, არავინ გახდება ავად, არავინ მოკვდება და ყველა გაიხარებს ცხოვრებით მარადიულად.

3. რას გააკეთებს ღვთის სამეფო ბოროტი ადამიანების განადგურების შემდეგ?

ბოროტი ადამიანების განადგურების შემდეგ იესო 1 000 წლის განმავლობაში იმეფებს. იმ პერიოდში იგი 144 000 თანამმართველთან ერთად გაათავისუფლებს ადამიანებს ცოდვისგან და დაეხმარება, სრულყოფილები გახდნენ. 1 000 წლის ბოლოს დედამიწა სამოთხედ იქნება ქცეული და მისი მკვიდრნი ბედნიერნი იქნებიან, რადგან ღვთის კანონების მორჩილება მიანიჭებთ სიხარულს. მაშინ იესო მმართველობას თავის მამას, იეჰოვას, გადასცემს. იმ დროს, ისე როგორც არასდროს, ღვთის სახელი განწმენდილი იქნება (მათე 6:9, 10). აშკარა გახდება, რომ იეჰოვაა საუკეთესო მმართველი და ზრუნავს თავის ქვეშევრდომებზე. 1 000 წლის ბოლოს იეჰოვა გაანადგურებს სატანას, მის დემონებს და ყველას, ვინც იმ დროს ღვთის მმართველობის წინააღმდეგ წავა (გამოცხადება 20:7—10). ღვთის სამეფოს მიერ გასრულყოფილებულ ადამიანებსა თუ სამოთხედქცეულ დედამიწას აღარაფერი შეუქმნის საფრთხეს.

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, თუ რატომ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ღმერთი სამეფოს მეშვეობით შეასრულებს ბიბლიაში ჩაწერილ ყველა დაპირებას.

4. ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ადამიანთა მთავრობებს

ბიბლიაში ნათქვამია: „კაცი კაცზე ყოველთვის მძლავრობდა მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). ღმერთი თავისი სამეფოს მეშვეობით წერტილს დაუსვამს უსამართლობას.

წაიკითხეთ დანიელის 2:44 და 2 თესალონიკელების 1:6—8; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რა ელით ადამიანთა მთავრობებსა და მათ მომხრეებს?

  • შესწავლის განმავლობაში რამ დაგარწმუნათ, რომ იეჰოვა და იესო სამართლიანად იმოქმედებენ?

5. იესო საუკეთესო მეფეა

იესო, ღვთის სამეფოს მეფე, ბევრ რამეს მოიმოქმედებს თავისი მიწიერი ქვეშევრდომების საკეთილდღეოდ. ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, თუ საიდან ჩანს, რომ იესოს ადამიანების დახმარების სურვილიც აქვს და საამისოდ ძალაც აქვს ბოძებული ღვთისგან.

როცა იესო დედამიწაზე ცხოვრობდა, მისმა საქმეებმა ხალხს წარმოდგენა შეუქმნა იმაზე, თუ რას გააკეთებდა ღვთის სამეფო. ქვემოთ მოცემული დაპირებებიდან განსაკუთრებით რომლის შესრულებას ელით? წაიკითხეთ მითითებული მუხლებიც.

დედამიწაზე იესო . . .

ზეციდან იესო . . .

6. ღვთის სამეფოს ქვეშევრდომებს საუცხოო მომავალი ელით

ღვთის სამეფო სისრულეში მოიყვანს იეჰოვას თავდაპირველ განზრახვას, რომელიც მას კაცობრიობასთან მიმართებით ჰქონდა. ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ სამოთხედქცეულ დედამიწაზე. ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, როგორ ასრულებს იეჰოვა თავის განზრახვას იესოს მეშვეობით.

წაიკითხეთ ფსალმუნის 145:16 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ფიქრობთ, რომ იეჰოვა „ყოველი სულდგმულის სურვილს“ დააკმაყოფილებს?

ზოგი ამბობს: „ერთიანი ძალებით ყველა პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი“.

  • რა პრობლემების მოგვარება შეუძლია მხოლოდ ღვთის სამეფოს?

შეჯამება:

ღვთის სამეფო სისრულეში მოიყვანს იეჰოვას თავდაპირველ განზრახვას. ის დედამიწას სამოთხედ გადააქცევს, სადაც იეჰოვას თაყვანისმცემლები მარადიულად გაიხარებენ ცხოვრებით.

გასამეორებელი კითხვები:

  • როგორ განწმენდს სამეფო ღვთის სახელს?

  • რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ ღვთის სამეფო ბიბლიაში ჩაწერილ ყველა დაპირებას შეასრულებს?

  • ყველაზე მეტად რომელი დაპირების შესრულებას ელით?

დავალება:

გაიგეთ მეტი:

გაიგეთ, რა არის არმაგედონი.

„რა არის არმაგედონი?“ (სტატია ვებგვერდზე)

გაიგეთ, რა მოხდება იესოს 1 000-წლიანი მმართველობის დროს და მისი დასრულების შემდეგ.

„რა მოხდება განკითხვის დღეს?“ („საგუშაგო კოშკი“, 1 სექტემბერი, 2012)

ნახეთ, როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თავი სამოთხეში.

„წარმოიდგინე შენი თავი სამოთხეში“ (1:50)

წაიკითხეთ ბიოგრაფია „თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა და მოსვენებას არ მაძლევდა“ და გაიგეთ, როგორ მიიღო ერთმა მეამბოხემ პასუხები თავის კითხვებზე.

„ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“ („საგუშაგო კოშკი“, 1 იანვარი, 2012)