არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

41-ე გაკვეთილი

რას ამბობს ბიბლია სექსზე

რას ამბობს ბიბლია სექსზე

ბევრს ეუხერხულება სექსზე საუბარი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბიბლია ამ საკითხზე ღიად საუბრობს და, ამავდროულად, ინტიმურ ურთიერთობას ღირსეულად წარმოაჩენს. ღვთის სიტყვა სწორ წარმოდგენას გვიქმნის სექსზე. ეს არცაა გასაკვირი, იეჰოვა ხომ ჩვენი შემოქმედია. მან უკეთ იცის, რა არის ჩვენთვის კარგი, ამიტომ გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ მის მოსაწონად და რისი გაკეთება გვმართებს, რომ მარადიულად გავიხაროთ ცხოვრებით.

1. როგორია იეჰოვას თვალსაზრისი სექსზე?

სექსი დაქორწინებულებისთვის იეჰოვასგან ბოძებული ერთგვარი ძღვენია. ღმერთს სურს, რომ სქესობრივი ურთიერთობა ცოლ-ქმარს სიამოვნებას ანიჭებდეს. მან მხოლოდ იმიტომ კი არ უბოძა მათ ეს ძღვენი, რომ გამრავლებულიყვნენ, არამედ იმიტომაც, რომ ერთმანეთის მიმართ სიყვარული და ნაზი გრძნობები გამოეხატათ და სიამოვნება მიეღოთ. სწორედ ამიტომ ვხვდებით ბიბლიაში ასეთ სიტყვებს: „გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან“ (იგავები 5:18, 19). იეჰოვა მოელის, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს უერთგულებს და არასდროს უღალატებს (წაიკითხეთ ებრაელების 13:4).

2. რა არის სექსუალური უზნეობა?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ისინი, ვინც სექსუალურ უზნეობას სჩადიან, ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ (1 კორინთელები 6:9, 10, სქოლიო). ბიბლიის ბერძნული წერილების დამწერები სექსუალური უზნეობის აღსანიშნავად იყენებდნენ სიტყვას „პორნია“. მასში იგულისხმება: 1) დაუქორწინებლებს შორის სქესობრივი ურთიერთობა, a 2) ჰომოსექსუალიზმი და 3) ზოოფილია. თუ უზნეოდ არ მოვიქცევით, იეჰოვასაც გავუხარებთ გულს და საკუთარ ბედნიერებასაც შევუწყობთ ხელს (1 თესალონიკელები 4:3).

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, რა დაგეხმარებათ, არ გაებათ უზნეობის მახეში. გაიგებთ იმასაც, როგორ აისახება თქვენს ცხოვრებაზე დადებითად, თუ ზნეობრივ სიწმინდეს შეინარჩუნებთ.

3. ნუ გაებმებით უზნეობის მახეში!

ღვთის ერთგული მსახური იოსები ყველაფერს აკეთებდა ზნეობრივი სიწმინდის დასაცავად. წაიკითხეთ დაბადების 39:1—12 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რატომ გაიქცა იოსები? (იხილეთ მე-9 მუხლი)

  • თქვენი აზრით, სწორად მოიქცა იგი? ახსენით.

როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, მიჰბაძონ იოსებს და არ გაებან უზნეობის მახეში? ნახეთ ვიდეო.

იეჰოვა თავისი მსახურებისგან მოელის, რომ არ ჩაიდენენ უზნეობას. წაიკითხეთ 1 კორინთელების 6:18 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რამ შეიძლება მიიყვანოს ადამიანი სექსუალურ უზნეობამდე?

  • რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ არ გაებათ უზნეობის მახეში?

4. თქვენ გაუძლებთ ცდუნებას!

რატომ შეიძლება გაუჭირდეს ადამიანს, არ აჰყვეს ცდუნებას და არ ჩაიდინოს უზნეობა? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ მოიქცა ეს ძმა, როცა მიხვდა, რომ მის ფიქრებსა თუ საქციელს შეიძლება უზნეობამდე მიეყვანა?

ზოგჯერ ერთგული ქრისტიანებისთვისაც არაა ადვილი, რომ უწმინდურ ფიქრებს გასაქანი არ მისცენ. რა დაგეხმარებათ, გონებიდან ამოიგდოთ უზნეო ფიქრები? წაიკითხეთ ფილიპელების 4:8 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რაზე უნდა ვიფიქროთ?

  • როგორ დაგვეხმარება ბიბლიის კითხვა და იეჰოვას თაყვანისმცემლობაში აქტიური მონაწილეობა, არ ავყვეთ ცდუნებას და არ შევცოდოთ?

5. იეჰოვა ჩვენ სასიკეთოდ გვიდგენს ნორმებს

იეჰოვამ იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო. ის გვასწავლის, როგორ შევინარჩუნოთ ზნეობრივი სიწმინდე და იმასაც გვიხსნის, რატომაა ეს ჩვენთვის კარგი. წაიკითხეთ იგავების 7:7—27 ან ნახეთ ვიდეო. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • როგორ ჩაიგდო ამ ახალგაზრდამ თავი საფრთხეში? (იხილეთ იგავების 7:8, 9)

  • როგორც იგავების 7:23, 26-დან ჩანს, უზნეობის ჩამდენი ხშირად ცუდ შედეგებს იმკის. რა პრობლემებს ავირიდებთ თავიდან, თუ ზნეობრივად წმინდები დავრჩებით?

  • რატომ უნდა დავიცვათ ზნეობრივი სიწმინდე, თუ გვსურს, მარადიულად გავიხაროთ ცხოვრებით?

ზოგის აზრით, ღვთის თვალსაზრისი ჰომოსექსუალიზმზე მეტისმეტად მკაცრია. სინამდვილეში კი იეჰოვა მოსიყვარულე ღმერთია, რომელსაც სურს, ყველამ მარადიულად გავიხაროთ ცხოვრებით. ამისთვის საჭიროა, მისი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. წაიკითხეთ 1 კორინთელების 6:9—11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • მხოლოდ ჰომოსექსუალიზმია მიუღებელი ღვთისთვის?

ღვთის მოსაწონად რომ ვიცხოვროთ, ყველას გვმართებს ცვლილებების მოხდენა. ღირს ეს ძალისხმევად? წაიკითხეთ ფსალმუნის 19:8, 11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • მეტისმეტად მკაცრია იეჰოვას მოთხოვნები ზნეობრივ საკითხებთან დაკავშირებით? რატომ ფიქრობთ ასე?

იეჰოვას დახმარებით ბევრმა მაღალზნეობრივი ნორმებით დაიწყო ცხოვრება. მისი დახმარებით თქვენც შეძლებთ ამას!

ზოგი ამბობს: „თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, რა პრობლემაა, რომ ჰქონდეთ სექსი“.

  • თქვენ რას ფიქრობთ?

შეჯამება:

სექსი დაქორწინებულებისთვის იეჰოვასგან ბოძებული ძღვენია.

გასამეორებელი კითხვები:

  • რა იგულისხმება სექსუალურ უზნეობაში?

  • რა დაგვეხმარება, არ გავებათ სექსუალური უზნეობის მახეში?

  • როგორ აისახება ჩვენზე დადებითად იეჰოვას ზნეობრივი ნორმების თანახმად ცხოვრება?

დავალება:

გაიგეთ მეტი:

საიდან ვიცით, რომ ბიბლია ჰომოფობიისკენ არ გვიბიძგებს?

„მიუღებელია ჰომოსექსუალიზმი?“ (სტატია ვებგვერდზე)

გაიგეთ, თუ როგორ გვიცავს ღვთის მიერ დადგენილი ზნეობრივი ნორმები.

„შეიძლება ორალური სექსი სექსად ჩაითვალოს?“ (სტატია ვებგვერდზე)

წაიკითხეთ ბიოგრაფია „პატივისცემით მომექცნენ“ და გაიგეთ, რამ აღძრა ერთი მამაკაცი, რომელიც ჰომოსექსუალი იყო, შეეცვალა თავისი ცხოვრების წესი და ღვთისთვის მოსაწონი გამხდარიყო.

„ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“ („საგუშაგო კოშკი“, 1 აპრილი, 2011)

a ამაში შედის: სქესობრივი კავშირი, ორალური ან ანალური სექსი და სხვა ადამიანის სასქესო ორგანოებზე ალერსი.