არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

48-ე გაკვეთილი

დაკვირვებით შეარჩიეთ მეგობრები

დაკვირვებით შეარჩიეთ მეგობრები

ახლო მეგობრები ჭირსა თუ ლხინში ჩვენ გვერდით არიან. ისინი გვიორკეცებენ სიხარულს და გვიმსუბუქებენ ცხოვრებისეულ ტვირთს. თუმცა ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ყველა ვერ გაგვიწევს კარგ მეგობრობას. ასე რომ, ისმის კითხვა: როგორ უნდა შევარჩიოთ მეგობრები? მოდი გავიგოთ.

1. რა გავლენას ახდენენ ჩვენზე მეგობრები?

როგორც წესი, იმ ადამიანებს ვემსგავსებით, რომლებთანაც დროს ვატარებთ. შესაბამისად, ისინი ჩვენზე კარგ ან ცუდ ზეგავლენას ახდენენ. ეს ასე ხდება როგორც პირადი ურთიერთობის დროს, ისე მაშინ, როცა ინტერნეტით ვეკონტაქტებით მათ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, უგუნურებთან [ანუ ვისაც იეჰოვა არ უყვართ] საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20). თუ ისეთი მეგობრები გვეყოლება, რომლებსაც უყვართ იეჰოვა და მას სცემენ თაყვანს, ისინი ჩვენც დაგვეხმარებიან, ვუერთგულოთ ღმერთს და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. თუმცა, თუ ისინი არ ემსახურებიან იეჰოვას, შეიძლება ჩვენც ჩამოგვაშორონ მას. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ბიბლია მოგვიწოდებს, დაკვირვებით შევარჩიოთ მეგობრები. თუ ღვთის ერთგულ ადამიანებთან ვმეგობრობთ, ეს ჩვენზეც დადებითად აისახება და ჩვენც კარგ გავლენას მოვახდენთ მათზე. ამ დროს საუკეთესოდ შეგვიძლია გავითვალისწინოთ ბიბლიური რჩევა: „გაამხნევეთ და აღაშენეთ ერთმანეთი“ (1 თესალონიკელები 5:11).

2. აქვს იეჰოვასთვის მნიშვნელობა, ვისთან ვმეგობრობთ?

იეჰოვა დაკვირვებით ირჩევს მეგობრებს. როგორც ბიბლიაში წერია, იგი „მართლებთან მეგობრობს“ (იგავები 3:32). თქვენი აზრით, რას იგრძნობს იეჰოვა, თუ ისეთი მეგობრები გვეყოლება, რომლებსაც არ უყვართ იგი? ეს მას ძალიან ატკენს გულს (წაიკითხეთ იაკობის 4:4). მაგრამ, თუ თავად იეჰოვას და მის მოყვარულებს დავუმეგობრდებით, მათთან მეგობრობაზე კი უარს ვიტყვით, ვისაც არ უყვარს იეჰოვა, გულს გავუხარებთ მას და ისიც თავის მეგობრად მიგვიღებს (ფსალმუნი 15:1—4).

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, დაკვირვებით შევარჩიოთ სამეგობრო წრე. გაიგებთ იმასაც, როგორ ვიპოვოთ ნამდვილი მეგობრები და სხვებს როგორ გავუწიოთ კარგი მეგობრობა.

3. იყავით დაკვირვებული

ვისაც არ უყვარს იეჰოვა და მისი ნორმებით არ ცხოვრობს, ვერ გაგვიწევს კარგ მეგობრობას. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ შეიძლება ჩვენდა უნებურად ცუდ წრეში მოვხვდეთ?

წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:33 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • ვისთან ურთიერთობა შეიძლება აისახოს თქვენზე ცუდად? ახსენით.

წაიკითხეთ ფსალმუნის 119:63 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა კრიტერიუმით უნდა შეარჩიოთ მეგობარი?

როგორც დამპალი ვაშლი ალპობს სხვა ვაშლებს, ისე არასწორად შერჩეული მეგობარი ახდენს ცუდ გავლენას ჩვენზე.

4. იყავით მიუკერძოებელი

ბიბლიაში საუბარია ისრაელში მცხოვრებ ორ მამაკაცზე, დავითსა და იონათანზე. მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო და საზოგადოებაშიც სხვადასხვა მდგომარეობა ეკავათ. მიუხედავად ამისა, ისინი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. წაიკითხეთ 1 სამუელის 18:1 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რატომ არაა აუცილებელი, რომ მეგობრები ჩვენი თანატოლები იყვნენ ან იგივე სოციალური მდგომარეობა ეკავოთ?

წაიკითხეთ რომაელების 1:11, 12 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ ამხნევებენ ერთმანეთს ისეთი მეგობრები, რომელთაც იეჰოვას სიყვარული აერთიანებთ?

ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, როგორ იპოვა მეგობარი ერთმა ახალგაზრდამ იქ, სადაც ნაკლებად ელოდა. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რატომ არ მოსწონდათ მშობლებს აკილის სკოლის მეგობრები?

  • რატომ მოსწონდა აკილს თავიდან ახალი მეგობრები?

  • რა დაეხმარა მას, მარტოდ აღარ ეგრძნო თავი?

5. იპოვეთ კარგი მეგობრები და თავადაც იყავით კარგი მეგობარი

ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, როგორ შეიძინოთ ნამდვილი მეგობრები და თავად როგორ გაუწიოთ სხვებს კარგი მეგობრობა.

წაიკითხეთ იგავების 18:24 და 27:17; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • როგორ ეხმარებიან ერთმანეთს ნამდვილი მეგობრები?

  • გყავთ ასეთი მეგობრები? თუ არა, როგორ უნდა შეიძინოთ?

წაიკითხეთ ფილიპელების 2:4 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • კარგი მეგობარი რომ გვყავდეს, თავადაც კარგი მეგობარი უნდა ვიყოთ. რა არის საჭირო ამისთვის?

იპოვეთ კარგი მეგობრები და თავადაც იყავით კარგი მეგობარი.

ზოგი ამბობს: „თუ მეგობრის არჩევისას ზედმეტად მომთხოვნი იქნები, საერთოდ უმეგობროდ დარჩები“.

  • თქვენ რას ფიქრობთ?

შეჯამება:

თუ დაკვირვებით ვირჩევთ მეგობრებს, იეჰოვასაც ვუხარებთ გულს და ჩვენც ბედნიერები ვართ.

გასამეორებელი კითხვები:

  • სულერთია იეჰოვასთვის, ვისთან ვიმეგობრებთ?

  • ვისთან არ უნდა ვიმეგობროთ?

  • როგორ უნდა შეიძინოთ კარგი მეგობრები?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

შეიტყვეთ, როგორ ამოგიდგებიან მხარში ნამდვილი მეგობრები გასაჭირის დროს.

„აღსასრულის დადგომამდე უფრო დაუახლოვდით ერთმანეთს“ („საგუშაგო კოშკი“, ნოემბერი, 2019)

გაიგეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ შეიძინოთ კარგი მეგობრები.

„როგორ ვიპოვო კარგი მეგობრები“ („ახალგაზრდების შეკითხვები“, ტომი 1, თავი 8)

რა უნდა იცოდეთ ინტერნეტმეგობრობის შესახებ?

„ნუ გაებმები სოციალურ ქსელში!“ (4:12)

წაიკითხეთ ბიოგრაფია „მენატრებოდა მამა“ და გაიგეთ, რა დაეხმარა ერთ მამაკაცს შეეცვალა სამეგობრო წრე.

„ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“ („საგუშაგო კოშკი“, 1 აპრილი, 2012)