არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

49-ე გაკვეთილი

როგორ შევუწყოთ ხელი ოჯახის ბედნიერებას (1-ლი ნაწილი)

როგორ შევუწყოთ ხელი ოჯახის ბედნიერებას (1-ლი ნაწილი)

ახლად შეუღლებულებს სურთ, ყოველთვის ისეთი ბედნიერები იყვნენ, როგორებიც ქორწილის დღეს. ეს შეუძლებელი ნამდვილად არაა. დიდი ხნის დაქორწინებული ქრისტიანები, რომლებიც ზედმიწევნით მიჰყვებიან ბიბლიურ მითითებებს, საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდნენ ამაში.

1. რას ურჩევს ბიბლია ქმრებს?

იეჰოვამ ოჯახისთავის პასუხისმგებლობა ქმარს დააკისრა (წაიკითხეთ ეფესოელების 5:23). ღმერთი მოელის, რომ იგი ოჯახის საკეთილდღეოდ მიიღებს გადაწყვეტილებებს. ბიბლია ქმრებს მოუწოდებს: „გიყვარდეთ თქვენი ცოლები“ (ეფესოელები 5:25). თუ ქმარს უყვარს ცოლი, შინ თუ გარეთ პატივისცემით ექცევა და ყველაფერს აკეთებს, რომ დაიცვას და იზრუნოს მის ფიზიკურ თუ ემოციურ მოთხოვნილებებზე (1 ტიმოთე 5:8). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი ზრუნავს, რომ მის მეუღლეს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეს (მათე 4:4). მაგალითად, ის ლოცულობს და კითხულობს ბიბლიას მასთან ერთად. თუ ქმარი სიყვარულსა და მზრუნველობას არ მოაკლებს თავის ცოლს, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ექნება (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:7).

2. რას ურჩევს ბიბლია ცოლებს?

ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ცოლი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33). რით აჩვენებს ცოლი, რომ პატივს სცემს თავის მეუღლეს? ის ფიქრობს ქმრის კარგ თვისებებზე და იმაზე, თუ რა შრომას წევს ოჯახისთვის. აგრეთვე მხარს უჭერს მეუღლის გადაწყვეტილებებს და მაშინაც კი, თუ იგი იეჰოვას არ ემსახურება, პატივისცემით ესაუბრება და სხვებთანაც ყოველთვის ღირსეულად საუბრობს მასზე.

3. როგორ შეუძლიათ მეუღლეებს ერთმანეთთან ურთიერთობის განმტკიცება?

ბიბლიაში დაქორწინებულებზე წერია: „ორნი ერთი ხორცი იქნებიან“ (მათე 19:5). ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ყველანაირად უნდა ეცადონ, ერთმანეთისგან არ გაუცხოვდნენ. ამას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ხშირად გაატარებენ ერთად დროს და ღიად და სიყვარულით გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ გრძნობებსა თუ ფიქრებს. იეჰოვას გარდა, მათთვის მეუღლეზე მნიშვნელოვანი არავინ და არაფერი უნდა გახდეს. მათ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რომ სხვასთან არ ჰქონდეთ ზედმეტად ახლო ურთიერთობა.

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, რომელი ბიბლიური პრინციპები დაგეხმარებათ, განამტკიცოთ მეუღლესთან ურთიერთობა.

4. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და იზრუნეთ მათზე

ბიბლიაში ნათქვამია: „ქმარს ისე უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც საკუთარი სხეული“ (ეფესოელები 5:28, 29). რას ნიშნავს ეს სიტყვები? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რით ცხადყოფს ქმარი, რომ უყვარს ცოლი და ზრუნავს მასზე?

წაიკითხეთ კოლოსელების 3:12 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ შეუძლია ქმარს ამ თვისებების გამოვლენა ცოლთან ურთიერთობის დროს?

5. ცოლებო, გიყვარდეთ თქვენი ქმრები და პატივი ეცით მათ

ბიბლია ცოლებს მოუწოდებს, პატივი სცენ თავიანთ ქმრებს იმისდა მიუხედავად, ემსახურებიან თუ არა ისინი იეჰოვას. წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:1, 2 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • თუ თქვენი ქმარი არ იზიარებს თქვენს რწმენას, ალბათ, ძალიან გინდათ, რომ ერთ დღეს ისიც იეჰოვას მსახური გახდეს. თქვენი აზრით, რა უფრო გამოიღებს სასურველ შედეგს — გამუდმებით ქადაგება თუ კარგი საქციელი და პატივისცემა? რატომ ფიქრობთ ასე?

ცოლ-ქმარს ერთობლივად კარგი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. თუმცა ზოგჯერ შეიძლება ცოლი არ ეთანხმებოდეს ქმარს. ასეთ დროს მან მშვიდად და პატივისცემით უნდა გამოთქვას თავისი აზრი, თუმცა არც ის უნდა დაავიწყდეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა იეჰოვამ ქმარს დააკისრა. ცოლი ყველანაირად უნდა ეცადოს, მხარი დაუჭიროს მეუღლის გადაწყვეტილებას. ამგვარად, ის ოჯახში თბილ და სასიამოვნო ატმოსფეროს შეუწყობს ხელს. წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:3—5 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რას გრძნობს იეჰოვა, როცა ცოლი პატივისცემას იჩენს ქმრისადმი?

6. თქვენ შეძლებთ პრობლემების მოგვარებას

იდეალური ქორწინება არ არსებობს. ამიტომ წყვილებმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ პრობლემების მოსაგვარებლად. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • საიდან ჩანდა, რომ ამ წყვილს უწინდებური სიახლოვე აღარ ჰქონდა?

  • რა გააკეთეს მათ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა განემტკიცებინათ?

წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:24 და კოლოსელების 3:13; თითოეული მუხლის წაკითხვის შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ დაეხმარება ამ მუხლში მოცემული რჩევა მეუღლეებს, განამტკიცონ ერთმანეთთან ურთიერთობა?

ბიბლიაში წერია, რომ პატივს უნდა ვცემდეთ ერთმანეთს. ეს იმასაც გულისხმობს, რომ სხვებს კეთილად და თავაზიანად მოვექცეთ. წაიკითხეთ რომაელების 12:10 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • ერთმანეთს უნდა ელოდებოდეს ცოლ-ქმარი, ვინ პირველი გამოავლენს პატივისცემას? რატომ ფიქრობთ ასე?

ვინმემ შეიძლება გითხრათ: „მეუღლესთან აღარ მაქვს უწინდელივით ახლო ურთიერთობა“.

  • როგორ დაანახვებთ მას, რომ ბიბლიურ რჩევებს მათი დახმარება შეუძლია?

შეჯამება:

ცოლ-ქმარი ბედნიერი იქნება, თუ ერთმანეთის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას გამოავლენს და ბიბლიურ პრინციპებს გაითვალისწინებს.

გასამეორებელი კითხვები:

  • როგორ უნდა შეუწყოს ქმარმა ხელი ოჯახის ბედნიერებას?

  • როგორ უნდა შეუწყოს ცოლმა ხელი ოჯახის ბედნიერებას?

  • თუ დაქორწინებული ხართ, რომელი ბიბლიური პრინციპი დაგეხმარებათ, განამტკიცოთ მეუღლესთან ურთიერთობა?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

წაიკითხეთ რჩევები, რომელთა გათვალისწინებაც თქვენი ოჯახის ბედნიერებას შეუწყობს ხელს.

„თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!“ (ბროშურა)

უყურეთ მუსიკალურ ვიდეოკლიპს და ნახეთ, რატომ არის კარგი ქორწინებაში ღვთის რჩევების გათვალისწინება.

„ნამდვილი სიყვარული“ (4:26)

როგორ გადალახა ერთმა ცოლ-ქმარმა პრობლემები და როგორ აღადგინა დანგრეული ოჯახი.

„იეჰოვას დახმარებით დღეს ბედნიერი ოჯახი გვაქვს“ (5:14)