არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

50-ე გაკვეთილი

როგორ შევუწყოთ ხელი ოჯახის ბედნიერებას (მე-2 ნაწილი)

როგორ შევუწყოთ ხელი ოჯახის ბედნიერებას (მე-2 ნაწილი)

შვილები იეჰოვასგან საჩუქარია. ამიტომ იგი მშობლებისგან მოელის, რომ იზრუნებენ მათზე და ამისთვის საჭირო რჩევებსაც აძლევს. მისი რჩევები შვილებსაც ეხმარება, ხელი შეუწყონ ოჯახის ბედნიერებას.

1. რას ურჩევს იეჰოვა მშობლებს?

იეჰოვა მოელის, რომ მშობლებს ეყვარებათ შვილები და რაც შეიძლება მეტ დროს გაატარებენ მათთან. ღმერთს აგრეთვე სურს, რომ მშობლებმა ყოველმხრივ დაიცვან თავიანთი შვილები და მათ აღსაზრდელად ბიბლიური პრინციპები გამოიყენონ (იგავები 1:8). ბიბლიაში ვკითხულობთ: „მამებო, . . [შვილები] იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (წაიკითხეთ ეფესოელების 6:4). იეჰოვას ახარებს, როცა მშობლები შვილების აღზრდისას მის რჩევებს ითვალისწინებენ და ესმით, რომ ეს პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.

2. რას ურჩევს იეჰოვა ბავშვებს?

ღვთის სიტყვა შვილებს მოუწოდებს: „დაუჯერეთ მშობლებს“ (წაიკითხეთ კოლოსელების 3:20). როცა ბავშვები პატივს სცემენ დედ-მამას და ემორჩილებიან, იეჰოვასაც უხარებენ გულს და მათაც (იგავები 23:22—25). ამ მხრივ კარგი მაგალითი მათ იესომ მისცა. მართალია, ის სრულყოფილი იყო, მაგრამ ემორჩილებოდა და პატივს სცემდა მშობლებს (ლუკა 2:51, 52).

3. როგორ შეუძლია ოჯახს, დაუახლოვდეს იეჰოვას?

თუ შვილები გყავთ, ალბათ, გსურთ, მათაც თქვენსავით შეიყვარონ იეჰოვა. როგორ უნდა შეაყვაროთ ბავშვებს ღმერთი? ამაში შემდეგი რჩევა დაგეხმარებათ: „ჩააგონე შენს ვაჟს [ღვთის სიტყვა] და ელაპარაკე ამაზე სახლში ყოფნისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (კანონი 6:7). „ჩაგონება“ მოიაზრებს რაღაცის არაერთხელ გამეორებას. ალბათ, კარგად იცით, რომ ბავშვს ერთი და იგივე ბევრჯერ უნდა გაუმეორო, რომ დაიმახსოვროს. ეს მუხლი იმისკენ მოგვიწოდებს, რომ შვილებთან იეჰოვაზე საუბრის შესაძლებლობა არასდროს გავუშვათ ხელიდან. შეგიძლიათ, ყოველკვირა ოჯახმა ერთად შეისწავლოთ ბიბლია. ამის გაკეთება იმ შემთხვევაშიც კარგი იქნება, თუ შვილები არ გყავთ.

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, როგორ შევუქმნათ ოჯახის წევრებს ისეთი გარემო, რომ თავს დაცულად და ბედნიერად გრძნობდნენ.

4. შვილები სიყვარულით აღზარდეთ

შვილის აღზრდა არცთუ ისე ადვილია. როგორ შეუძლია ბიბლიას თქვენი დახმარება? წაიკითხეთ იაკობის 1:19, 20 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • როგორ შეუძლიათ მშობლებს სიყვარულის გამოხატვა შვილებთან საუბრისას?

  • რატომ უნდა მოერიდონ მშობლები ბავშვების დასჯისას შეურაცხყოფასა და ზედმეტ სიმკაცრეს? a

5. დაიცავით შვილები

ზოგ მშობელს ეუხერხულება შვილებთან სექსზე საუბარი. თუმცა, ისინი რომ დაიცვათ, მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე ესაუბროთ. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რატომ ეუხერხულება ზოგ მშობელს შვილებთან სექსზე საუბარი?

  • რა დაეხმარა მათ, შვილებთან ამ თემაზე ესაუბრათ?

როგორც ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები, სატანის ქვეყნიერებაში ბოროტება უფრო და უფრო გაიდგამდა ფესვს. წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:1, 13 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • მე-13 მუხლში მოხსენიებულ ბოროტებში ისინიც იგულისხმებიან, ვინც ბავშვებზე სექსუალურად ძალადობენ. აქედან გამომდინარე, რატომაა მნიშვნელოვანი, რომ მშობლებმა შვილებს საჭირო ცოდნა მისცენ სექსის შესახებ და ასწავლონ, როგორ დაიცვან თავი მოძალადეებისგან?

იცოდით?

იეჰოვას მოწმეები არაერთი სახით ცდილობენ მშობლების ინფორმირებას, რათა შეძლონ, საჭირო ცოდნა მისცენ შვილებს სექსზე და დაიცვან მოძალადეებისგან. ქვემოთ ნახავთ ზოგიერთ წყაროს:

6. პატივი ეცით მშობლებს

შვილები ყოველთვის პატივისცემით უნდა ესაუბრებოდნენ მშობლებს. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რატომაა მნიშვნელოვანი, რომ შვილები მშობლებს პატივისცემით ესაუბრონ?

  • როგორ შეუძლიათ მათ საუბრისას პატივისცემის გამოხატვა?

წაიკითხეთ იგავების 1:8 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეთ შვილებს, როცა მშობლები არიგებენ?

7. ოჯახმა ერთად შეისწავლეთ ღვთის სიტყვა

იეჰოვას მოწმეების ოჯახები ყოველკვირა გამოყოფენ დროს ღვთის სიტყვის შესასწავლად. როგორ აკეთებს ზოგი ოჯახი ამას? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რა დაეხმარება ოჯახებს, რეგულარულად გამოყონ დრო ოჯახური თაყვანისცემისთვის?

  • რა დაეხმარება მშობლებს, რომ ოჯახური თაყვანისცემა პრაქტიკულიც იყოს და სასიამოვნოც? (იხილეთ გაკვეთილის დასაწყისში მოცემული სურათი)

  • რატომ შეიძლება იყოს რთული, რომ ოჯახმა ერთად შეისწავლოს ღვთის სიტყვა?

ძველად ისრაელში იეჰოვა ოჯახებს მოუწოდებდა, ერთად ემსჯელათ ღვთის სიტყვაზე. წაიკითხეთ კანონის 6:6, 7 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ შეგიძლიათ ამ მუხლში მოცემული პრინციპის გამოყენება?

იდეები ოჯახური თაყვანისცემისთვის:

ვინმემ შეიძლება გითხრათ: „ბიბლია ბავშვებისთვის საკმაოდ რთული გასაგებია“.

  • თქვენ რას ეტყვით?

შეჯამება:

იეჰოვა მშობლებისგან მოელის, რომ ეყვარებათ შვილები, დაიცავენ და მათ აღსაზრდელად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ. მას ისიც სურს, რომ შვილები ემორჩილებოდნენ და პატივს სცემდნენ მშობლებს, მთელი ოჯახი კი ერთად სწავლობდეს მის სიტყვას.

გასამეორებელი კითხვები:

  • როგორ უნდა აღზარდონ და დაიცვან მშობლებმა შვილები?

  • როგორ უნდა გამოიჩინონ შვილებმა მშობლებისადმი პატივისცემა?

  • რატომაა კარგი, რომ ოჯახმა ყოველკვირა გამოყოს დრო ღვთის სიტყვის შესასწავლად?

დავალება:

გაიგეთ მეტი:

როგორ უნდა მოამზადოთ შვილები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის?

„რა უნდა ვასწავლოთ შვილებს“ („გამოიღვიძეთ!“, №2, 2019)

შეიტყვეთ, რა პრაქტიკული რჩევებია ბიბლიაში მათთვის, ვინც ასაკოვან მშობელს უვლის.

„რას ამბობს ბიბლია ასაკოვანი მშობლების მოვლაზე?“ (სტატია ვებგვერდზე)

გაიგეთ, რა დაეხმარა ერთ მამაკაცს, კარგი მამა გამხდარიყო.

„იეჰოვამ გვასწავლა, სწორად აღგვეზარდა შვილები“ (5:58)

წაიკითხეთ, როგორ შეუძლიათ მამებს, საერთო ენა გამონახონ თავიანთ ვაჟებთან.

„როგორ შეუძლიათ მამებს ახლო ურთიერთობა შეინარჩუნონ ვაჟებთან?“ („საგუშაგო კოშკი“, 1 ნოემბერი, 2011)

a ბიბლიაში „დასჯა“ არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს შეურაცხყოფის მიყენებას ან სასტიკად მოპყრობას. ღვთის სიტყვა მოუწოდებს მშობლებს, დაარიგონ და შეაგონონ ბავშვი და დაეხმარონ, გამოსწორდეს (იგავები 4:1).