არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

51-ე გაკვეთილი

როგორ გავუხაროთ იეჰოვას გული ჩვენი საუბრით

როგორ გავუხაროთ იეჰოვას გული ჩვენი საუბრით

იეჰოვამ ადამიანებს უდიდესი საჩუქარი, მეტყველების უნარი გვიბოძა და, როგორც ბიბლიიდან ჩანს, მისთვის სულერთი არაა, როგორ ვიყენებთ ამ ძღვენს (წაიკითხეთ იაკობის 1:26). ამიტომ იბადება კითხვა: როგორ გავუხაროთ იეჰოვას გული ჩვენი საუბრით?

1. როგორი უნდა იყოს ჩვენი საუბარი?

ბიბლია მოგვიწოდებს: „გაამხნევეთ და აღაშენეთ ერთმანეთი“ (1 თესალონიკელები 5:11). ხომ არ გახსენდებათ ვინმე, ვისაც გამხნევება სჭირდება? რა შეგიძლიათ უთხრათ, რომ თავი უკეთ აგრძნობინოთ? უპირველესად, დაარწმუნეთ, რომ გაღელვებთ მისი მდგომარეობა. შეგიძლიათ ისიც უთხრათ, რატომ აფასებთ მას. რომელიმე გამამხნევებელი ბიბლიური მუხლი ხომ არ გახსენდებათ? ბიბლიაში არაერთ გამამხნევებელ აზრს ვხვდებით და შეგიძლიათ რომელიმე შეარჩიოთ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ იტყვით სათქმელს. ასე რომ, შეეცადეთ, ყოველთვის თბილად და რბილად ისაუბროთ (იგავები 15:1).

2. როგორ საუბარს უნდა მოვერიდოთ?

ბიბლიაში ვკითხულობთ: „ცუდს ნურაფერს იტყვით“ (წაიკითხეთ ეფესოელების 4:29). ეს ნიშნავს, რომ უნდა მოვერიდოთ ბილწსიტყვაობას და ვინმესთვის ტკივილის მისაყენებლად მწარე ან შეურაცხმყოფელი რეპლიკების სროლას. ჩვენ არც უნდა ვიჭორაოთ და, მით უმეტეს, არც ცილი უნდა დავწამოთ სხვებს (წაიკითხეთ იგავების 16:28).

3. რა შემთხვევაში ვისაუბრებთ გამამხნევებლად?

როგორც წესი, იმაზე ვსაუბრობთ, რაც გულში გვაქვს (ლუკა 6:45). ამიტომ მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ დადებითზე ფიქრი ანუ იმაზე, „რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, . . და საქებარია“ (ფილიპელები 4:8). დადებითზე რომ ვიფიქროთ, უნდა დავუკვირდეთ, ვისთან ვმეგობრობთ და რით ვერთობით (იგავები 13:20). სანამ რამეს ვიტყვით, მნიშვნელოვანია, კარგად დავფიქრდეთ, რა ვთქვათ, როგორ ვთქვათ და რა გავლენას მოახდენს ჩვენი სიტყვები სხვებზე. ბიბლიაში ნათქვამია: „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილის ჩაცემასავითაა, ბრძენის ენა კი — მკურნალივით“ (იგავები 12:18).

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, როგორ გავუხაროთ იეჰოვას გული ჩვენი საუბრით და როგორ გავამხნეოთ სხვები.

4. დაფიქრდით, როდის რას იტყვით

ყველას გვითქვამს ისეთი რამ, რაც მოგვიანებით გვინანია (იაკობი 3:2). წაიკითხეთ გალატელების 5:22, 23 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • საუბრისას ზღვარს რომ არ გადახვიდეთ, რომელი თვისების გამოსამუშავებლად სთხოვდით ღმერთს დახმარებას? რატომ ფიქრობთ, რომ ეს თვისებები დაგეხმარებათ?

წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:33 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ აისახება ჩვენს საუბარზე ის, თუ ვისთან ვმეგობრობთ და რით ვერთობით?

წაიკითხეთ ეკლესიასტეს 3:1, 7 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როდის იქნება გონივრული გავჩუმდეთ ან სხვა დროს ვთქვათ სათქმელი?

5. სხვებზე კარგი ილაპარაკეთ

რა შემთხვევაში შევძლებთ, ჩვენი საუბრით გული არ ვატკინოთ სხვებს? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რატომ ჩათვალა ამ ძმამ, რომ გამოსწორება სჭირდებოდა?

  • რა გააკეთა მან ამისთვის?

წაიკითხეთ ეკლესიასტეს 7:16 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ ვინმეზე ცუდის თქმის სურვილი გვიჩნდება?

წაიკითხეთ ეკლესიასტეს 7:21, 22 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ დაგეხმარებათ ამ მუხლებში ჩაწერილი სიტყვები, მძაფრი რეაქცია არ გქონდეთ, თუ ვინმე არც ისე კარგად საუბრობს თქვენზე?

6. თბილად ესაუბრეთ ოჯახის წევრებს

იეჰოვას სურს, რომ ოჯახის წევრებს თბილად და პატივისცემით ვესაუბროთ. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა დაგეხმარებათ, თბილად ესაუბროთ ოჯახის წევრებს?

წაიკითხეთ ეფესოელების 4:31, 32 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ უნდა ვესაუბროთ ოჯახის წევრებს, რომ თავი დაფასებულად იგრძნონ?

იეჰოვა თავს არ იკავებდა თავისი ძის, იესოს მიმართ გრძნობების გამოხატვისგან. წაიკითხეთ მათეს 17:5 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იეჰოვას ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროს?

ხელიდან ნუ გაუშვებთ სხვების შექების შესაძლებლობას!

ვინმემ შეიძლება გითხრათ: „მე იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. გამგები გამიგებს“.

  • ეთანხმებით ამ აზრს? ახსენით.

შეჯამება:

სიტყვას დიდი ძალა აქვს. ამიტომ კარგად უნდა დავფიქრდეთ, რას, როდის და როგორ ვამბობთ.

გასამეორებელი კითხვები:

  • როგორ შეგიძლიათ, გაამხნეოთ სხვები თქვენი საუბრით?

  • როგორ საუბარს უნდა მოვერიდოთ?

  • რა შემთხვევაში ვისაუბრებთ თბილად და გამამხნევებლად?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

რა დაგვეხმარება, ყოველთვის დადებითად ვისაუბროთ?

«როგორ შევიძინოთ „ბრძენის ენა“» (8:04)

გაიგეთ, რა დაგეხმარებათ, მოერიდოთ ბილწსიტყვაობას.

„აქვს გამართლება ბილწსიტყვაობას?“ (სტატია ვებგვერდზე)

შეიტყვეთ, რა დაგეხმარებათ, უარყოფითად არ ისაუბროთ სხვებზე.

„როგორ მოვერიდო ჭორაობას?“ (2:36)

გაიგეთ, როგორ შეწყვიტა იეჰოვას დახმარებით ერთმა მამაკაცმა ლანძღვა-გინება.

„სერიოზულად დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა იყო ჩემი ცხოვრება“ („საგუშაგო კოშკი“, 1 აგვისტო, 2013)