არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

53-ე გაკვეთილი

გაითვალისწინეთ იეჰოვას თვალსაზრისი, როცა ირჩევთ, რით გაერთოთ

გაითვალისწინეთ იეჰოვას თვალსაზრისი, როცა ირჩევთ, რით გაერთოთ

იეჰოვა ბედნიერი ღმერთია (1 ტიმოთე 1:11). მისი სურვილია, ჩვენც ბედნიერები ვიყოთ და გავიხაროთ ცხოვრებით. ამიტომ იეჰოვას სიამოვნებს, როცა ხედავს, რომ განტვირთვისთვისაც გამოვყოფთ დროს. ამ გაკვეთილიდან გავიგებთ, როგორ გავატაროთ თავისუფალი დრო სასიამოვნოდ, თანაც ისე, რომ იეჰოვას არ ვატკინოთ გული.

1. რაზე უნდა დავფიქრდეთ, სანამ გადავწყვეტთ, რით გავერთოთ?

როგორ ატარებთ თავისუფალ დროს? ზოგს სახლში ყოფნა უყვარს, წიგნის კითხვა, მუსიკის მოსმენა, ფილმის ყურება ან ინტერნეტში რაღაცების თვალიერება. ზოგსაც აქტიური დასვენება იზიდავს, მაგალითად, მეგობრებთან ერთად სალაშქროდ სიარული, ცურვა ან რაიმეს თამაში. რა არჩევანიც არ უნდა გავაკეთოთ, უნდა შევამოწმოთ, „რა არის მოსაწონი უფლისთვის“ (ეფესოელები 5:10). ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი რამ, რითაც დღეს ხალხი ერთობა, გაჟღენთილია ძალადობით, უზნეობით ან სპირიტიზმით; ეს ყველაფერი კი იეჰოვასთვის საძულველია (წაიკითხეთ ფსალმუნის 11:5). რა დაგვეხმარება, გართობასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ?

თუ ისეთ ადამიანებთან ვმეგობრობთ, ვისაც უყვარს იეჰოვა, ეს ჩვენზე დადებითად აისახება. მეტიც, მათთან მეგობრობა დაგვეხმარება, სწორი არჩევანი გავაკეთოთ, როცა საქმე გართობას ეხება. როგორც ერთ-ერთი გაკვეთილიდან გავიგეთ, „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“. მაგრამ, ვინც ხშირად ურთიერთობს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც არ ცხოვრობენ ღვთის ნორმების თანახმად, „ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20).

2. რატომაა მნიშვნელოვანი, განვსაზღვროთ, რამდენ დროს დავუთმობთ გართობას?

მაშინაც კი, თუ ცუდით არაფრით ვერთობით, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამან დიდი დრო არ წაგვართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში დრო არ დაგვრჩება უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. ბიბლია მოგვიწოდებს: „გონივრულად გამოიყენეთ დრო“ (წაიკითხეთ ეფესოელების 5:15, 16).

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, როცა ვფიქრობთ, რით გავერთოთ.

3. გამოიჩინეთ სიფრთხილე, როცა ირჩევთ, რით გაერთოთ

რატომ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე ამ საკითხში? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რით ჰგავს ზოგიერთი პოპულარული გართობის ფორმა გლადიატორთა ბრძოლას?

  • რა დასკვნამდე მივიდა დენი?

წაიკითხეთ რომაელების 12:9 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ დაგეხმარებათ ეს მუხლი, აირჩიოთ, რით გაერთოთ?

წაიკითხეთ იგავების 6:16, 17 და გალატელების 5:19—21 და გაიგეთ, რა სძულს იეჰოვას. თითოეული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • აქედან რას უწევს პოპულარიზაციას გართობის ინდუსტრია?

 რა დაგვეხმარება, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება?

დაფიქრდით:

  • რით გავერთობი? მისაღები იქნება ეს იეჰოვასთვის?

  • როდის გავერთობი? უფრო მნიშვნელოვან საქმეებში ხომ არ შემიშლის ხელს?

  • ვისთან ერთად გავერთობი? ხომ არ მომიწევს ხშირი ან ახლო ურთიერთობა მათთან, ვინც არ ემსახურება იეჰოვას?

საფრთხეს მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ და არასდროს გავერთოთ ისე, რომ ღმერთთან ურთიერთობა გაგვიფუჭდეს.

4. დრო გონივრულად გამოიყენეთ

ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა პრობლემა ჰქონდა ამ ძმას მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ დროს ცუდს არაფერს აკეთებდა?

წაიკითხეთ ფილიპელების 1:10 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ დაგვეხმარება ეს მუხლი, გავაკონტროლოთ გართობისთვის დათმობილი დრო?

5. სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გაატარეთ დრო

მიუხედავად იმისა, რომ გართობის ზოგიერთი ფორმა იეჰოვასთვის მიუღებელია, დროის სასიამოვნოდ გასატარებლად მაინც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. წაიკითხეთ ეკლესიასტეს 8:15 და ფილიპელების 4:8; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • თქვენ როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

თქვენ შეძლებთ, დრო სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გაატაროთ.

ზოგი ამბობს: „მნიშვნელობა არა აქვს, როგორ გაერთობი, მთავარია, შენ არ იყო მოძალადე, არ ცხოვრობდე უზნეოდ და არ გიტაცებდეს სპირიტიზმი“.

  • თქვენ რას ფიქრობთ?

შეჯამება:

იეჰოვას სურს, რომ სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გავატაროთ დრო.

გასამეორებელი კითხვები:

  • როგორ არ უნდა გაერთოს ქრისტიანი?

  • რატომაა მნიშვნელოვანი, განვსაზღვროთ, რამდენ დროს დავუთმობთ გართობას?

  • რატომ გსურთ, თქვენი არჩევანით იეჰოვას გაუხაროთ გული?

დავალება:

გაიგეთ მეტი:

შეიტყვეთ, გვიდგენს თუ არა ვინმე კონკრეტულ წესებს, როგორ გავერთოთ.

„გეკრძალებათ ამა თუ იმ ფილმის ყურება, წიგნის წაკითხვა თუ სიმღერის მოსმენა?“ (სტატია ვებგვერდზე)

გაიგეთ, როგორ მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები, როცა საქმე გართობას ეხება.

„ერთობით ისე, როგორც ქრისტიანს შეჰფერის?“ („საგუშაგო კოშკი“, 15 ოქტომბერი, 2011)

წაიკითხეთ ბიოგრაფია „თეთრკანიანების მიმართ სიძულვილი დავძლიე“ და შეიტყვეთ, რატომ თქვა უარი ერთმა მამაკაცმა იმაზე, რითაც ადრე ერთობოდა.

„ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“ („საგუშაგო კოშკი“, 1 თებერვალი, 2010)

ნახეთ, როგორ მოიქცა ერთი ქალი, როცა აღმოაჩინა, რომ, რასაც ტელევიზორში უყურებდა, სპირიტული შინაარსის იყო.

„ნუ გაეკარებით სპირიტული შინაარსის მასალას“ (2:02)