არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

57-ე გაკვეთილი

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სერიოზულ ცოდვას ჩაიდენთ?

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სერიოზულ ცოდვას ჩაიდენთ?

მართალია, ძალიან გიყვართ იეჰოვა და ყველანაირად ცდილობთ, გული არ ატკინოთ მას, მაგრამ ზოგჯერ პატარ-პატარა შეცდომებს მაინც დაუშვებთ. თუმცა არსებობს სერიოზული ცოდვებიც (1 კორინთელები 6:9, 10). თუ სერიოზულ ცოდვას ჩაიდენთ, გახსოვდეთ, რომ იეჰოვას კვლავ უყვარხართ. ის მზადაა, გაპატიოთ და დახმარების ხელი გამოგიწოდოთ.

1. რისი გაკეთება გვმართებს, რომ იეჰოვამ გვაპატიოს?

ადამიანს, რომელსაც უყვარს იეჰოვა, სინანულის გრძნობა ეუფლება, როცა ხვდება, რომ სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. თუმცა იეჰოვას დაპირებას მისი ნუგეში შეუძლია: „ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება“ (ესაია 1:18). ასე რომ, თუ გულწრფელად ვინანიებთ, იეჰოვაც გვპატიობს და ივიწყებს ჩვენს დანაშაულს. რა იგულისხმება მონანიებაში? თუ მთელი გულით ვნანობთ ჩადენილ საქციელს, ყველანაირად ვცდილობთ, იგივე აღარ გავიმეოროთ, და იეჰოვას შევთხოვთ პატიებას, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვინანიებთ. გარდა ამისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოვიშოროთ ისეთი ფიქრები თუ ჩვევები, რომლებმაც ცოდვამდე მიგვიყვანა, და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით ვიცხოვროთ (წაიკითხეთ ესაიას 55:6, 7).

2. როგორ გვეხმარება იეჰოვა უხუცესების მეშვეობით?

იეჰოვა მოგვიწოდებს, რომ, თუ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ, მოვუხმოთ კრების უხუცესებს (წაიკითხეთ იაკობის 5:14, 15). უხუცესებს უყვართ იეჰოვა და მისი ხალხი. მათ იციან, როგორ დაგვეხმარონ, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა აღვადგინოთ (გალატელები 6:1).

რა დახმარებას აღმოგვიჩენენ ეს ძმები ასეთ დროს? ორი ან სამი უხუცესი ბიბლიის მეშვეობით დაგვანახვებს ჩვენი შეცდომის სერიოზულობას, რაც დაგვეხმარება, სწორი თვალსაზრისი გვქონდეს. ისინი პრაქტიკულ რჩევებსაც მოგვცემენ, რომ იგივე აღარ გავიმეოროთ. მათ შეიძლება გადაწყვიტონ, რომ რაღაც დროის მანძილზე, სანამ სულიერად ფეხზე არ დავდგებით, კრებაში ამა თუ იმ დავალებას ვერ შევასრულებთ. თუ სერიოზული ცოდვის ჩამდენი არ ინანიებს, და-ძმებზე ცუდი გავლენა რომ არ მოახდინოს, უხუცესები მას კრებიდან გარიცხავენ.

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, რას გააკეთებს იეჰოვა ჩვენ დასახმარებლად, თუ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ. ამის ცოდნა მისადმი მადლიერების გრძნობას გაგვიღრმავებს.

3. ცოდვის აღიარება იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენას გაგვიადვილებს

როდესაც ვცოდავთ, იეჰოვას ვტკენთ გულს, ამიტომ მის წინაშე უნდა ვაღიაროთ ჩვენი დანაშაული. წაიკითხეთ ფსალმუნის 32:1—5 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რატომაა ჩვენთვისვე კარგი, თუ არ ვმალავთ დანაშაულს და იეჰოვას წინაშე ვაღიარებთ?

თუ ცოდვის აღიარების შემდეგ უხუცესებს მივმართავთ დახმარებისთვის, ესეც მოგვგვრის შვებას. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ დაეხმარნენ უხუცესები კენონს, დაბრუნებოდა იეჰოვას?

უხუცესებმა ჩვენი დახმარება რომ შეძლონ, მათთან გულახდილად უნდა ვისაუბროთ. წაიკითხეთ იაკობის 5:16 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ უხუცესებს გაუადვილდებათ ჩვენი დახმარება, თუ მათთან გულწრფელები ვიქნებით?

აღიარეთ ცოდვა, გულწრფელად ესაუბრეთ უხუცესებს და მიიღეთ მოსიყვარულე მამის, იეჰოვას, დახმარება.

4. გარიცხვა იეჰოვას სიყვარულზე მეტყველებს

თუ სერიოზული ცოდვის ჩამდენი უარს ამბობს ღვთის ნორმებით ცხოვრებაზე, იეჰოვას მოწმე ვეღარ იქნება. ის გაირიცხება კრებიდან და მასთან არანაირი ურთიერთობა აღარ გვექნება, არც კი დაველაპარაკებით მას. წაიკითხეთ 1 კორინთელების 5:6, 11 და 2 იოანეს 9—11; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რატომ შეიძლება მოუნანიებელ შემცოდველთან ურთიერთობა საფუარს შევადაროთ, რომელიც მთელ ცომს აფუებს?

მართალია, კრებიდან გარიცხვა შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს, მაგრამ ეს ბევრს დაეხმარა, მიმხვდარიყო თავის შეცდომას და იეჰოვასთან დაბრუნებულიყო (ფსალმუნი 141:5). ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რაში დაეხმარა სოფიას კრებიდან გარიცხვა?

რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ შემცოდველის გარიცხვა . . .

  • პატივს მიაგებს ღვთის სახელს?

  • იეჰოვას სამართლიანობასა და სიყვარულზე მეტყველებს?

5. იეჰოვა გვპატიობს, თუ ვინანიებთ

იმის საჩვენებლად, თუ რას გრძნობს იეჰოვა, როცა შემცოდველი ინანიებს, იესომ ერთი იგავი მოიყვანა. წაიკითხეთ ლუკას 15:1—7 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რას სწავლობთ იეჰოვას შესახებ ამ იგავიდან?

წაიკითხეთ ეზეკიელის 33:11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა მეტყველებს გულწრფელ სინანულზე?

მწყემსის მსგავსად, იეჰოვაც სიყვარულით ზრუნავს თავის ცხვარზე.

ვინმემ შეიძლება გითხრათ: „უხუცესებთან ვერ მივალ, მეშინია, კრებიდან არ გავირიცხო“.

  • რას ეტყვით მას?

შეჯამება:

თუ სერიოზული ცოდვის ჩადენის შემთხვევაში გულწრფელად მოვინანიებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღარ გავიმეოროთ იგივე, იეჰოვა გვაპატიებს.

გასამეორებელი კითხვები:

  • რატომაა ჩვენთვისვე კარგი, თუ იეჰოვას წინაშე ვაღიარებთ დანაშაულს?

  • რისი გაკეთება გვმართებს, რომ იეჰოვამ გვაპატიოს?

  • თუ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ, რატომ უნდა მივმართოთ დახმარებისთვის უხუცესებს?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

შეიტყვეთ, როგორ გამოცადა ერთმა მამაკაცმა საკუთარ თავზე ესაიას 1:18-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება და როგორ დარწმუნდა იეჰოვას გულმოწყალებაში.

„დავრწმუნდი, რომ იეჰოვა გულმოწყალე ღმერთია!“ (5:02)

რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ გარიცხვა იეჰოვას სიყვარულზე მეტყველებს?

„გარიცხვა სიყვარულის გამოხატულებაა“ („საგუშაგო კოშკი“, 15 აპრილი, 2015)

წაიკითხეთ ბიოგრაფია „მივხვდი, რომ იეჰოვასთან უნდა დავბრუნებულიყავი“ და გაიგეთ, რატომ ფიქრობს ერთი მამაკაცი, რომ იეჰოვამ მიიზიდა თავისკენ.

„ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“ („საგუშაგო კოშკი“, 1 აპრილი, 2012)