არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

59-ე გაკვეთილი

თქვენ შეძლებთ დევნის დროს ერთგულების შენარჩუნებას

თქვენ შეძლებთ დევნის დროს ერთგულების შენარჩუნებას

ადრე თუ გვიან ყველა ქრისტიანი შეხვდება წინააღმდეგობას. ხალხი დევნასაც კი დაგვიწყებს. უნდა შეგვაშინოს ამან?

1. საიდან ვიცით, რომ ხალხი დევნას დაგვიწყებს?

ბიბლიაში არაორაზროვნადაა ნათქვამი: „ყველა, ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12). იესოს დევნიდნენ, რადგან არ მიეკუთვნებოდა სატანის ქვეყნიერებას. ჩვენც არ მივეკუთვნებით ამ ქვეყნიერებას, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მთავრობები და რელიგიური ორგანიზაციები გვდევნიან (იოანე 15:18, 19).

2. როგორ მოვემზადოთ დევნისთვის?

ჩვენ დღესვე უნდა განვიმტკიცოთ იეჰოვასადმი ნდობა. ამისთვის საჭიროა, ყოველდღიურად დავუთმოთ დრო ლოცვას და ბიბლიის კითხვას. უნდა შევეცადოთ, ყოველთვის დავესწროთ კრების შეხვედრებს. ეს ყველაფერი მოგვცემს ძალას, ავიტანოთ დევნა და მხნეობა არ დავკარგოთ მაშინაც კი, თუ ოჯახის წევრები გვეწინააღმდეგებიან. მოციქულმა პავლემ, რომელიც არაერთგზის შეხვდა წინააღმდეგობას, დაწერა: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება“ (ებრაელები 13:6).

მხნეობას სამქადაგებლო საქმეში აქტიური მონაწილეობაც შეგვმატებს. ქადაგება იეჰოვასადმი ნდობას გვიძლიერებს და გვეხმარება, დავძლიოთ კაცთმოშიშება (იგავები 29:25). თუ ახლავე ვცდილობთ, გაბედულად ვიქადაგოთ, არც მაშინ შევწყვეტთ ქადაგებას, თუ მთავრობები აკრძალავენ ჩვენს საქმიანობას (1 თესალონიკელები 2:2).

3. როგორ დაგვიფასდება ერთგულება?

რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს წინააღმდეგობა, მაგრამ, თუ დევნის დროს ერთგულები ვრჩებით, რწმენა გვიმტკიცდება. ამ დროს უფრო ვუახლოვდებით იეჰოვას, რადგან, როცა ვფიქრობთ, რომ მეტის ატანა აღარ შეგვიძლია, განსაკუთრებით ვგრძნობთ მის მხარდაჭერას (წაიკითხეთ იაკობის 1:2—4). იეჰოვასთვის ადვილი არაა იმის ყურება, რომ ვიტანჯებით, მაგრამ ძალიან სიამოვნებს ჩვენი ერთგულების დანახვა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თუ კარგის კეთების გამო იტანჯებით და ითმენთ, ეს ღვთისთვის მოსაწონია“ (1 პეტრე 2:20). თუ ბოლომდე ერთგულები ვიქნებით, იეჰოვა მარადიული სიცოცხლით დაგვაჯილდოებს; ახალ ქვეყნიერებაში კი მის თაყვანისმცემლებს აღარავინ შეგვეწინააღმდეგება (მათე 24:13).

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ დევნის დროს ერთგულების შენარჩუნება შესაძლებელია. გაიგებთ იმასაც, როგორ დაგვიფასდება ერთგულება.

4. თქვენ შეძლებთ ოჯახისგან წინააღმდეგობის ატანას

იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ, როცა ვინმე იეჰოვას თაყვანისმცემელი ხდება, მისი ოჯახის წევრები შეიძლება სიხარულით არ შეხვდნენ ამ ფაქტს. წაიკითხეთ მათეს 10:34—36 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როცა ვინმე იეჰოვას მსახური ხდება, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ მისი ოჯახის წევრებს?

მაგალითისთვის ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ მოიქცევით, თუ თქვენი ოჯახის წევრი ან მეგობარი შეეცდება, ხელი შეგიშალოთ იეჰოვას მსახურებაში?

წაიკითხეთ ფსალმუნის 27:10 და მარკოზის 10:29, 30; თითოეული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ დაგეხმარებათ ამის ცოდნა, თუ ოჯახის წევრები ან მეგობრები გეწინააღმდეგებიან?

5. ნუ შეწყვეტთ იეჰოვას თაყვანისცემას წინააღმდეგობის დროს

გაბედულებაა საჭირო, არ შევწყვიტოთ იეჰოვას მსახურება მაშინ, როცა სხვები გვეწინააღმდეგებიან. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა იყო თქვენთვის გამამხნევებელი ამ ვიდეოში?

წაიკითხეთ საქმეების 5:27—29 და ებრაელების 10:24, 25; თითოეული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რატომაა მნიშვნელოვანი, არ შევწყვიტოთ იეჰოვას თაყვანისცემა მაშინაც კი, თუ მთავრობა ქადაგებას ან კრების შეხვედრების ჩატარებას გვიკრძალავს?

6. იეჰოვა ძალას მოგცემთ

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იეჰოვას მოწმეები, ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები, დევნის დროსაც არ წყვეტდნენ იეჰოვას მსახურებას. ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, რა დაეხმარა მათ. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა დაეხმარა ამ და-ძმებს, ერთგულები დარჩენილიყვნენ?

წაიკითხეთ რომაელების 8:35, 37—39 და ფილიპელების 4:13; თითოეული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ გარწმუნებთ წაკითხული, რომ ნებისმიერი განსაცდელის ატანას შეძლებთ?

წაიკითხეთ მათეს 5:10—12 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ სიხარულის შენარჩუნება დევნის დროსაც შესაძლებელია?

მილიონობით იეჰოვას თაყვანისმცემელმა წინააღმდეგობის მიუხედავად ერთგულება შეინარჩუნა. ამას თქვენც შეძლებთ!

ვინმემ შეიძლება გითხრათ: „დევნის ატანას მე ვერ შევძლებ“.

  • რომელ ბიბლიურ მუხლებს წაუკითხავთ, რომ გაამხნეოთ?

შეჯამება:

იეჰოვას ძალიან უხარებს გულს იმის დანახვა, რომ დევნის დროსაც არ ვწყვეტთ მის მსახურებას. ღვთის დახმარებით ყველაფრის ატანას შევძლებთ.

გასამეორებელი კითხვები:

  • საიდან ვიცით, რომ ხალხი დევნას დაგვიწყებს?

  • როგორ მოვემზადოთ დღესვე დევნისთვის?

  • რა შეგმატებთ იმის რწმენას, რომ განსაცდელების დროსაც შეძლებთ იეჰოვას მსახურებას?

დავალება:

გაიგეთ მეტი:

ნახეთ, როგორ დაეხმარა იეჰოვა ერთ ახალგაზრდა ძმას, ერთგულება შეენარჩუნებინა, როცა სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ციხეში ჩასვეს.

„ბოლომდე მოითმინეთ, როცა იდევნებით“ (2:34)

შეიტყვეთ, რა დაეხმარა ერთ წყვილს, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, მრავალი წლის მანძილზე ერთგულად ემსახურა იეჰოვასთვის.

„იეჰოვასადმი მსახურება დიდი ცვლილებების ეპოქაში“ (7:11)

გაიგეთ, რა დაგვეხმარება, გაბედულნი ვიყოთ დევნის დროს.

„დღესვე მოემზადეთ დევნისთვის!“ („საგუშაგო კოშკი“, ივლისი, 2019)

რა უნდა გვახსოვდეს, თუ ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობას ვხვდებით? როგორ შევინარჩუნოთ ამ დროს მშვიდობიანი ურთიერთობა მათთან და, ამავდროულად, იეჰოვასაც ვუერთგულოთ?

«ჭეშმარიტებას „მშვიდობა კი არა, მახვილი“ მოაქვს» („საგუშაგო კოშკი“, ოქტომბერი, 2017)