არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მე-60 გაკვეთილი

კვლავაც დაუახლოვდით იეჰოვას

კვლავაც დაუახლოვდით იეჰოვას

ბიბლიის შესწავლის დროს თქვენ ახლოს გაიცანით იეჰოვა. ნასწავლმა შეგაყვარათ ღმერთი და, ალბათ, უკვე თავიც მიუძღვენით მას და მოინათლეთ ან შეიძლება ამ ნაბიჯის გადადგმას ახლო მომავალში ფიქრობთ. იეჰოვასთან დაახლოებას ნათლობის შემდეგაც არ ვწყვეტთ, რადგან ეს მარადიული პროცესია. როგორ შეგიძლიათ, დაუახლოვდეთ მას უფრო მეტად?

1. რატომ არ უნდა შეწყვიტოთ იეჰოვასთან დაახლოება?

ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რომ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს. ეს მნიშვნელოვანია, „რათა გზას არ ავცდეთ“ (ებრაელები 2:1). იეჰოვას ერთგულად რომ ვემსახუროთ, აქტიურად უნდა ჩავებათ სამქადაგებლო საქმეში და არცერთი შესაძლებლობა არ გავუშვათ ხელიდან, რომ მისთვის დავიხარჯოთ (წაიკითხეთ ფილიპელების 3:16). თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ იეჰოვას მსახურებას ვერაფერი შეედრება (ფსალმუნი 84:10).

2. კიდევ რისი გაკეთება გმართებთ?

მართალია, შესწავლას ამთავრებთ, მაგრამ კვლავაც უნდა დაუახლოვდეთ ღმერთს და მოახდინოთ ცვლილებები. ბიბლია მოგვიწოდებს: „შეიმოსეთ ახალი პიროვნებით“ (ეფესოელები 4:23, 24). ღვთის სიტყვა და კრების შეხვედრებზე ნასწავლი უკეთ გაგაცნობთ იეჰოვას. ეცადეთ, მეტად მიჰბაძოთ მას და კვლავაც მოახდინოთ საჭირო ცვლილებები, გული რომ გაუხაროთ.

3. როგორ დაგეხმარებათ იეჰოვა, არ შეწყვიტოთ სულიერი ზრდა?

ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთი . . . თავად დაასრულებს თქვენს მომზადებას. ის გაგამხნევებთ, განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ“ (1 პეტრე 5:10). დროდადრო ყველა ვდგებით ცდუნების წინაშე. თუმცა იეჰოვა გვეხმარება, არ ავყვეთ ცდუნებას (ფსალმუნი 139:23, 24). ის გვპირდება, რომ სურვილსაც აღგვიძრავს და ძალასაც მოგვცემს, ერთგულად ვემსახუროთ (წაიკითხეთ ფილიპელების 2:13).

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, როგორ დაუახლოვდეთ იეჰოვას მეტად. გაიგებთ იმასაც, როგორ გაკურთხებთ იგი.

4. ესაუბრეთ და მოუსმინეთ იეჰოვას

ლოცვამ და ბიბლიის შესწავლამ დაგაახლოვათ იეჰოვასთან. როგორ დაგეხმარებათ ეს ორი რამ, რომ კვლავაც დაუახლოვდეთ მას?

წაიკითხეთ ფსალმუნის 62:8 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი ლოცვები უფრო შინაარსიანი გახდეს?

წაიკითხეთ ფსალმუნის 1:2 და იხილეთ სქოლიო; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა უნდა გააკეთოთ, რომ უკეთ ჩაწვდეთ წაკითხულს?

რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ პირადი შესწავლა უფრო შინაარსიანი გახდეს? ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, როგორ გაიმრავალფეროვნოთ შესწავლა. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რომელ რჩევებს გამოიყენებთ?

  • რა საკითხების გამოკვლევა გსურთ?

5. დაისახეთ მიზნები

სულიერი ზრდა რომ არ შეწყვიტოთ, კარგი იქნება, თუ იეჰოვას მსახურებაში მიზნებს დაისახავთ. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რატომ იყო კარგი, რომ კამერონმა მიზნები დაისახა?

ყველა ვერ გადავა სხვა ქვეყანაში მსახურების მიზნით. თუმცა მაინც შეგვიძლია ჩვენი სიტუაციის გათვალისწინებით მიზნების დასახვა. წაიკითხეთ იგავების 21:5 და დაფიქრდით, რა შეგიძლიათ გააკეთოთ . . .

  • კრებაში

  • მსახურებაში

როგორ დაგეხმარებათ მუხლში მოცემული პრინციპი, მიაღწიოთ დასახულ მიზნებს?

შეგიძლიათ მიზნად დაისახოთ, რომ . . .

  • თქვენი ლოცვები უფრო შინაარსიანი გახდეს

  • ბიბლია თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ

  • კრებაში ყველა გაიცნოთ

  • ვინმესთან ბიბლიის შესწავლა დაიწყოთ

  • დამხმარე პიონერად ან პიონერად იმსახუროთ

  • მომსახურედ იმსახუროთ

6. იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!

წაიკითხეთ ფსალმუნის 22:26 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა უნდა გააკეთოთ, რომ დღესაც გაიხაროთ ცხოვრებით და თქვენმა სიხარულმა მარადიულად გასტანოს?

შეჯამება:

უფრო და უფრო დაუახლოვდით იეჰოვას და დაისახეთ მიზნები. შედეგად, მარადიულად გაიხარებთ ცხოვრებით!

გასამეორებელი კითხვები:

  • რატომ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა დაგეხმარებათ, ერთგულად ემსახუროთ მას?

  • როგორ შეგიძლიათ იეჰოვასთან ურთიერთობის განმტკიცება?

  • როგორ დაგეხმარებათ მიზნების დასახვა, მეტად დაუახლოვდეთ იეჰოვას?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

რას უფრო აფასებს იეჰოვა — გარდამტეხ მომენტში მიღებულ სწორ გადაწყვეტილებას თუ მთელი ცხოვრება მისადმი ერთგულად მსახურებას?

„იყავით აბრაამივით ერთგული“ (9:20)

იეჰოვას ერთგულმა მსახურმაც შეიძლება დაკარგოს სიხარული. ნახეთ, როგორ შეიძლება მისი დაბრუნება.

„პირადი შესწავლისა და ფიქრის შედეგად სიხარული დამიბრუნდა“ (5:25)

რატომ არის მნიშვნელოვანი, სულიერად მოწიფული ვიყოთ, და რისი გაკეთება შეგვიძლია საამისოდ?

«ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ, რადგან „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე“» („საგუშაგო კოშკი“, 15 მაისი, 2009)