არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მზად ვარ?

მზად ვარ?

მზად ვარ, კრებასთან ერთად ვიქადაგო?

მოუნათლავი მაუწყებელი რომ გახდეთ, . .

  • რეგულარულად უნდა უთმობდეთ დროს ბიბლიის შესწავლას და ლოცვას და ესწრებოდეთ კრების შეხვედრებს.

  • უნდა გჯეროდეთ და აფასებდეთ იმას, რასაც სწავლობთ, და სურვილი გქონდეთ, სხვებსაც გაუზიაროთ ნასწავლი.

  • უნდა გიყვარდეთ იეჰოვა და მათთან მეგობრობდეთ, ვისაც თქვენსავით უყვარს იგი.

  • ყველანაირი კავშირი უნდა გქონდეთ გაწყვეტილი პოლიტიკურ თუ ცრურელიგიურ ორგანიზაციებთან.

  • უნდა ცხოვრობდეთ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით და სურვილი გქონდეთ, გახდეთ იეჰოვას მოწმე.

თუ ამ ყველაფრის განხილვის შემდეგ ფიქრობთ, რომ მზად ხართ, კრებასთან ერთად იქადაგოთ, უთხარით ამის შესახებ თქვენს მასწავლებელს და ის უხუცესებს სთხოვს, დაგეგმონ თქვენთან შეხვედრა.

მზად ვარ მოსანათლად?

მონათვლამდე . . .

  • უნდა გახდეთ მოუნათლავი მაუწყებელი.

  • შეძლებისდაგვარად უნდა მონაწილეობდეთ სამქადაგებლო საქმეში.

  • მხარს უნდა უჭერდეთ „ერთგულ და გონიერ მონას“ და მიჰყვებოდეთ მის მითითებებს (მათე 24:45—47).

  • ლოცვაში თავი უნდა მიუძღვნათ იეჰოვას და სურვილი გქონდეთ, მას მარადიულად ემსახუროთ.

თუ ამ ყველაფრის განხილვის შემდეგ ფიქრობთ, რომ მზად ხართ მოსანათლად, უთხარით ამის შესახებ თქვენს მასწავლებელს და ის უხუცესებს სთხოვს, დაგეგმონ თქვენთან შეხვედრა.