არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წინასიტყვაობა

წინასიტყვაობა

ეს სახელმძღვანელო გაგიადვილებთ სხვადასხვა პრობლემასთან გასამკლავებლად საჭირო ბიბლიური მუხლებისა თუ მონაკვეთების მოძებნას. მასში მოცემული ბიბლიური აზრებით შეძლებთ სხვებიც გაამხნეოთ და დაეხმაროთ, ღვთისმოსაწონი გადაწყვეტილებები მიიღონ. ამის გაკეთება ძალიან მარტივია. საჭიროა, უბრალოდ მოძებნოთ სასურველი საკითხი, შემდეგ კი დაუკვირდეთ მოცემულ კითხვებსა თუ მოკლე წინადადებებს, რომლებითაც ბიბლიური მონაკვეთების მთავარი არსია გადმოცემული (იხილეთ ჩარჩო  „როგორ ვისარგებლოთ ამ პუბლიკაციით“). ამგვარად ღვთის სიტყვის საგანძურიდან მალევე მოძებნით ბევრ სასარგებლო რჩევასა თუ მანუგეშებელ აზრს როგორც თქვენთვის, ისე სხვებისთვის.

ცხადია, ამ სახელმძღვანელოში კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ყველა მუხლი არ არის მითითებული. თუმცა ის კვლევისთვის კარგ მიმართულებას მოგცემთ (იგ. 2:​1—6). უფრო ღრმად რომ გამოიკვლიოთ კონკრეტული ბიბლიური მონაკვეთი და დაინახოთ მისი პრაქტიკული ღირებულება, ისარგებლეთ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მარგინალური მუხლებით, „იეჰოვას მოწმეების საკვლევი სახელმძღვანელოთი“, „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებლით“ და ბიბლიის სასწავლო გამოცემაში მოცემული მასალით, თუ ის ხელმისაწვდომია თქვენთვის გასაგებ ენაზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორაა ახსნილი ესა თუ ის მუხლი ან საკითხი ბოლოდროინდელ პუბლიკაციებში.

ვიმედოვნებთ, რომ ეს სახელმძღვანელო წმინდა წერილების სიღრმეებში ჩაგახედებთ და დაგეხმარებათ, გაიღრმაოთ ცოდნა და ეზიაროთ ღვთიურ სიბრძნეს. შედეგად, უფრო მეტად დარწმუნდებით, რომ „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი [და] მოქმედი“ (ებ. 4:12).