არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იმედგაცრუება

იმედგაცრუება

წყენითა და ღალატით გამოწვეული იმედგაცრუება

ფს. 55:12—14; ლკ. 22:21, 48

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1სმ. 8:1—6 — წინასწარმეტყველ სამუელს ისრაელებმა იმედი გაუცრუეს, როცა მეფე მოითხოვეს.

    • 1სმ. 20:30—34 — იონათანმა თავი დამცირებულად იგრძნო და გული ეტკინა იმის გამო, რომ მამამისმა მასზე გადმოანთხია ბრაზი.

  • მანუგეშებელი ბიბლიური მუხლები:

  • მანუგეშებელი ბიბლიური მაგალითები:

    • ფს. 55:12—14, 16—18, 22 — როცა მეფე დავითს ახლო მეგობარმა, ახითოფელმა, უღალატა, მან იეჰოვას მიანდო თავისი ტვირთი და იეჰოვამაც ანუგეშა.

    • 2ტმ. 4:16—18 — განსაცდელის დროს პავლე მოციქული ყველამ მიატოვა, თუმცა იეჰოვაზე მინდობამ და მომავლის იმედზე ფიქრმა ძალა შემატა.

საკუთარი სისუსტეებითა და დაშვებული შეცდომებით გამოწვეული იმედგაცრუება

იობ. 14:4; რმ. 3:23; 5:12

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ფს. 51:1—5 — მეფე დავითი საშინლად იტანჯებოდა ჩადენილი ცოდვების გამო.

    • რმ. 7:19—24 — მოციქული პავლე თავს საწყალ ადამიანად მიიჩნევდა, რადგან გამუდმებით უწევდა ცოდვილ მიდრეკილებებთან ბრძოლა.

  • მანუგეშებელი ბიბლიური მუხლები:

  • მანუგეშებელი ბიბლიური მაგალითები:

    • 1მფ. 9:2—5 — ჩადენილი ცოდვების მიუხედავად დავითს იეჰოვას თვალში ერთგული ადამიანის სახელი ჰქონდა.

    • 1ტმ. 1:12—16 — წარსულში ჩადენილი მძიმე ცოდვების მიუხედავად პავლეს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იეჰოვამ აპატია.