არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პატიება

პატიება

საიდან ვიცით, რომ იეჰოვას ჩვენი პატიების სურვილი აქვს?

ფს. 86:5; დნ. 9:9; მქ. 7:18

იხილეთ აგრეთვე 2პტ. 3:9.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ფს. 78:40, 41; 106:36—46 — იეჰოვა პატიობდა თავის ხალხს მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი ურჩობით გულს სტკენდნენ.

    • ლკ. 15:11—32 — იმის დასანახვებლად, თუ რამდენად მიმტევებელია იეჰოვა, იესომ გზასაცდენილი შვილისა და გულმოწყალე მამის მაგალითი მოიყვანა.

რის საფუძველზე გვპატიობს იეჰოვა?

ინ. 1:29; ეფ. 1:7; 1ინ. 2:1, 2

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ებ. 9:22—28 — მოციქულმა პავლემ ახსნა, რომ ცოდვების მიტევება ქრისტეს დაღვრილი სისხლის საფუძველზე გახდა შესაძლებელი.

    • გმც. 7:9, 10, 14, 15 — მოციქულმა იოანემ ხილვაში „უამრავი ხალხი“ იხილა, რომლებიც ქრისტეს დაღვრილი სისხლის წყალობით ღვთის თვალში ცოდვისგან იყვნენ განწმენდილნი.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, რომ იეჰოვამ გვაპატიოს?

მთ. 6:14, 15; მრ. 11:25; ლკ. 17:3, 4; იაკ. 2:13

  • ბიბლიური მაგალითები:

    • იობ. 42:7—10 — სანამ გამოაჯანმრთელებდა და კვლავ აკურთხებდა, იეჰოვამ იობს სთხოვა, რომ მისი სამი მეგობრისთვის ელოცა, რომლებმაც გული ატკინეს.

    • მთ. 18:21—35 — იესომ მაგალითი მოიყვანა იმის დასანახვებლად, რომ თუ მიმტევებლები ვიქნებით, იეჰოვაც გვაპატიებს.

რამდენად მნიშვნელოვანია ცოდვის აღიარება და გულწრფელი მონანიება?

სქ. 3:19; 26:20; 1ინ. 1:8—10

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ფს. 32:1—5; 51:1, 2, 16, 17 — ცოდვების გამო დამწუხრებული დავითი გულწრფელად ინანიებდა ჩადენილს.

    • იაკ. 5:14—16 — იაკობმა თქვა, რომ თუ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ, უხუცესებს უნდა მივმართოთ დახმარებისთვის.

რა ცვლილებების მოხდენაა საჭირო?

იგ. 28:13; ეს. 55:7; ეფ. 4:28

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1მფ. 21:27—29; 2მტ. 18:18—22, 33, 34; 19:1, 2 — იეჰოვას განაჩენის მოსმენაზე მეფე ახაბმა თავი დაიმდაბლა და იეჰოვამაც გულმოწყალება გამოავლინა მის მიმართ. თუმცა მისი შემდგომი საქმეებიდან გამოჩნდა, რომ გულწრფელად არ ინანიებდა ჩადენილს, რის გამოც იეჰოვამ ბოროტ მეფედ ჩათვალა და სიკვდილით დასაჯა.

    • 2მტ. 33:1—16 — მენაშე უკიდურესად ბოროტი მეფე იყო, თუმცა მოინანია და იეჰოვამაც აპატია. ამის შემდეგ მენაშემ კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ გაილაშქრა და წმინდა თაყვანისმცემლობას დაუჭირა მხარი. ამგვარად ცხადყო, რომ გულწრფელად ინანიებდა.

როგორ პატიობს იეჰოვა მომნანიებელ შემცოდველს?

ფს. 103:10—14; ეს. 1:18; 38:17; იერ. 31:34; მქ. 7:19

  • ბიბლიური მაგალითი:

    • 2სმ. 12:13; 24:1; 1მფ. 9:4, 5 — მართალია, დავითმა მძიმე ცოდვები ჩაიდინა, მაგრამ იეჰოვამ აპატია და მოგვიანებით ერთგულ ადამიანად მოიხსენია.

საიდან გამოჩნდა, რომ იესო მამასავით მიმტევებელი იყო?

ფს. 86:5; ლკ. 23:33, 34

  • ბიბლიური მაგალითები:

    • მთ. 26:36, 40, 41 — მაშინ, როცა იესოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება, მის უახლოეს მეგობრებს ჩაეძინათ. მიუხედავად ამისა, იესო მათ გაგებით მოეკიდა.

    • მთ. 26:69—75; ლკ. 24:33, 34; სქ. 2:37—41 — პეტრემ სამჯერ უარყო იესო, თუმცა მოინანია და იესომაც აპატია. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო პირადად გამოეცხადა პეტრეს, მოგვიანებით კი განსაკუთრებული დავალებაც მიანდო.

რა შემთხვევაში არ გამოავლენს იეჰოვა მიმტევებლობას?

მთ. 12:31; ებ. 10:26, 27; 1ინ. 5:16, 17

  • ბიბლიური მაგალითები:

    • მთ. 23:29—33 — იესომ გააფრთხილა მწიგნობრები და ფარისევლები, რომ ვერ გაექცეოდნენ გეენის სასჯელს ანუ მარადიულ განადგურებას.

    • ინ. 17:12; მრ. 14:21 — იესომ იუდა ისკარიოტელს „დაღუპვის ძე“ უწოდა და თქვა, რომ მისთვის აჯობებდა, არ დაბადებულიყო.

რამ უნდა გვიბიძგოს პატიებისკენ?