არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გული; შინაგანი პიროვნება

გული; შინაგანი პიროვნება

საიდან ჩანს, რომ ბიბლიაში სიტყვა „გული“ სიმბოლური გაგებით ადამიანის შინაგან სამყაროს ანუ მის ფიქრებს, მოტივებს, თვისებებსა თუ გრძნობებს აღნიშნავს?

ფს. 49:3; იგ. 16:9; ლკ. 5:22; სქ. 2:26

იხილეთ აგრეთვე კნ. 15:7; ფს. 19:8.

  • ბიბლიური მაგალითი:

    • ლკ. 9:46—48 — იესომ შენიშნა, რომ მოციქულების გულში ამბიციებს გაედგა ფესვი, რის გამოც რჩევა მისცა.

რატომ უნდა გავუფრთხილდეთ გულს?

1მტ. 28:9; იგ. 4:23; იერ. 17:9

  • ბიბლიური მაგალითები:

    • დბ. 6:5—7 — ადამიანებს იმდენად გაბოროტებული ჰქონდათ გული, რომ ძალადობამ მთელ დედამიწაზე მოიკიდა ფეხი. ამის გამო ღმერთმა იმდროინდელი ქვეყნიერების წარღვნით განადგურება გადაწყვიტა.

    • 1მფ. 11:1—10 — მეფე სოლომონი არ გაუფრთხილდა გულს; მან ბევრი უცხოტომელი ქალი მოიყვანა ცოლად, რომლებმაც სხვა ღმერთების თაყვანისცემა დააწყებინეს.

    • მრ. 7:18—23 — იესომ თქვა, რომ გულიდან მოდის ყველაფერი, რაც ადამიანს ღვთის თვალში ბილწავს.

როგორ დავიცვათ გული?

ფს. 19:14; იგ. 3:3—6; ლკ. 21:34; ფლ. 4:8

იხილეთ აგრეთვე ეზრ. 7:8—10; ფს. 119:11.

  • ბიბლიური მაგალითი:

    • ეფ. 6:14—18; 1თს. 5:8 — სულიერი საჭურვლის აღწერისას პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ სიმართლე, რწმენა და სიყვარული ჯავშანივით იცავს სიმბოლურ გულს.

რა მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანის სიმბოლური გული „დაავადებულია“?

იგ. 21:2—4; ებ. 3:12

იხილეთ აგრეთვე იგ. 6:12—14.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 2მტ. 25:1, 2, 17—27 — მეფე ამაცია რაღაც პერიოდი სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში, თუმცა არა მთელი გულით. ბოლოს ის გადიდგულდა, უორგულა ღმერთს და მწარე შედეგებიც იწვნია.

    • მთ. 7:17—20 — იესოს სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ როგორც ნაყოფი განსაზღვრავს ხის ავკარგიანობას, ისე საქციელი — ადამიანის გულის მდგომარეობას.

რატომ და როგორ უნდა დავიცვათ გული?

იგ. 10:8; 15:28; ლკ. 6:45

იხილეთ აგრეთვე ფს. 119:97, 104; რმ. 12:9—16; 1ტმ. 1:5.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 2მფ. 20:1—6 — სიკვდილის პირას მყოფი ხიზკია იეჰოვას შეევედრა, რომ წყალობა ეყო მისთვის, რადგან მთელი გულით ემსახურებოდა.

    • მთ. 21:28—32 — იესომ მაგალითის მეშვეობით დაანახვა მსმენელს, რომ სიტყვებზე მეტად საქციელი ცხადყოფს, როგორია ადამიანის გული.

რატომაა მანუგეშებელი იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ჩვენს გულს ხედავს?

1მტ. 28:9; იერ. 17:10

იხილეთ აგრეთვე 1სმ. 2:3.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1სმ. 16:1—13 — სამუელი მიხვდა, რომ იეჰოვა გარეგნობით კი არ აფასებს ადამიანს, არამედ გულის მდგომარეობით.

    • 2მტ. 6:28—31 — ტაძრის მიძღვნის დროს წარმოთქმული სოლომონის ლოცვიდან ჩანს, რომ ღმერთმა ზუსტად იცის, რა ხდება ჩვენს გულში და ამ ცოდნას ჩვენ სასიკეთოდ იყენებს.