არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საპატიო წოდებები

საპატიო წოდებები

უნდა მიმართავდნენ ქრისტიანები ერთმანეთს საპატიო წოდებებით?

ინ. 5:41

  • ბიბლიური მაგალითი:

    • ლკ. 18:18, 19 — იესომ არ შეიფერა „კარგი მოძღვრის“ წოდება და მთელი დიდება იეჰოვას მიაგო.

რატომ არ იყენებენ ქრისტიანები სხვების მისამართით ისეთ წოდებებს, როგორებიცაა „მამა“ ან „მოძღვარი“?

  • ბიბლიური მაგალითები:

    • მთ. 23:9—12 — იესომ თავის მოწაფეებს აუკრძალა ისეთი საპატიო წოდებების გამოყენება, როგორებიცაა „მამა“ და „წინამძღოლი“.

    • 1კრ. 4:14—17 — მოციქული პავლე ბევრისთვის იყო სულიერი მამა, თუმცა არსად წერია, რომ მას ვინმე „მამას“ უწოდებდა ან რაიმე საპატიო წოდებით მიმართავდა.

რატომ არის მართებული, რომ ქრისტიანები ერთმანეთს „დებსა“ და „ძმებს“ უწოდებდნენ და შესაბამისადაც ექცეოდნენ?

მთ. 23:8

იხილეთ აგრეთვე სქ. 12:17; 18:18; რმ. 16:1.

  • ბიბლიური მაგალითი:

    • მთ. 12:46—50 — იესომ თავის მიმდევრებს დაანახვა, რომ ისინი მისთვის სულიერი დები და ძმები იყვნენ.

რატომ არის მართებული, რომ ქრისტიანმა მმართველებსა და სხვა უფლებამოსილ პირებს საპატიო წოდებებით მიმართოს?

რმ. 13:1, 7; 1პტ. 2:17

  • ბიბლიური მაგალითი:

    • სქ. 26:1, 2, 25 — მოციქული პავლე უფლებამოსილ პირებს, მაგალითად აგრიპასა და ფესტუსს, შესაბამისი წოდებებით მიმართავდა.