არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავმდაბლობა

თავმდაბლობა

როგორი განსხვავებული დამოკიდებულება აქვს იეჰოვას თავმდაბალი და ამაყი ადამიანების მიმართ?

ფს. 138:6; იგ. 15:25; 16:18, 19; 22:4; 1პტ. 5:5

იხილეთ აგრეთვე იგ. 29:23; ეს. 2:11, 12.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 2მტ. 26:3—5, 16—21 — გაამაყებულმა მეფე უზიამ დაარღვია ღვთის კანონი და განრისხდა, როცა რჩევა მისცეს. ამის გამო იეჰოვამ კეთრი შეყარა.

    • ლკ. 18:9—14 — იესომ მაგალითი მოიყვანა იმის საჩვენებლად, როგორი განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ღმერთს ამაყი და თავმდაბალი ადამიანების მიერ წარმოთქმული ლოცვების მიმართ.

როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას მათ მიმართ, ვინც თავმდაბლად ინანიებს?

2მტ. 7:13, 14; ფს. 51:2—4, 17

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 2მტ. 12:5—7 — მეფე რობოამმა და იუდას მთავრებმა თავი დაიმდაბლეს და იეჰოვამაც აღარ დაატეხა რისხვა.

    • 2მტ. 32:24—26 — ხიზკია, რომელიც კარგი მეფე იყო, გაამაყდა. თუმცა, როცა თავი დაიმდაბლა, იეჰოვამაც აპატია.

როგორ გვეხმარება თავმდაბლობა, რომ ადამიანებთან უკეთესი ურთიერთობა გვქონდეს?

ეფ. 4:1, 2; ფლ. 2:3; კლ. 3:12, 13

  • ბიბლიური მაგალითები:

    • დბ. 33:3, 4 — იაკობმა უდიდესი თავმდაბლობა გამოავლინა, როცა მტრად გადაკიდებულ ძმას შეხვდა, რისი წყალობითაც მათ შორის მშვიდობა აღდგა.

    • მსჯ. 8:1—3 — მსაჯულმა გედეონმა განრისხებულ ეფრემელებთან საუბრის დროს თავმდაბლობა გამოავლინა, რამაც ისინი დააშოშმინა.

როგორ დაგვანახვა იესომ თავმდაბლობის ფასი?

მთ. 18:1—5; 23:11, 12; მრ. 10:41—45

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ეს. 53:7; ფლ. 2:7, 8 — იესომ თავი დაიმდაბლა, განკაცდა და მტანჯველი და დამამცირებელი სიკვდილით მოკვდა, რითაც წინასწარმეტყველება შესრულდა.

    • ლკ. 14:7—11 — იესომ მათი მაგალითი მოიყვანა, ვინც სუფრასთან საპატიო ადგილებს ირჩევს, რათა მსმენელისთვის თავმდაბლობის ფასი დაენახვებინა.

    • ინ. 13:3—17 — იესომ მსახურის საქმე შეასრულა, როცა თავის მოციქულებს ფეხები დაჰბანა, რითაც მათ თავმდაბლობის მაგალითი მისცა.

თუ გვინდა თავმდაბლები ვიყოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, სათანადო თვალსაზრისი გვქონდეს როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვებზე?

რატომ არ აქვს მოჩვენებით თავმდაბლობას ფასი?