არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გულმოწყალება

გულმოწყალება

როგორ ვლინდება გულმოწყალება?

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ფს. 51:1, 2 — მეფე დავითმა იეჰოვას შესთხოვა, რომ მისთვის წყალობა ეყო ანუ ეპატიებინა და განეწმინდა ცოდვებისგან.

    • ლკ. 10:29—37 — იესომ კეთილი სამარიელის მაგალითით დაანახვა მსმენელებს, რას ნიშნავდა გულმოწყალების გამოვლენა.

რატომ ვსაჭიროებთ ყველანი გულმოწყალებას?

ფს. 130:3; ეკ. 7:20; 1ინ. 1:8

იხილეთ აგრეთვე 1მფ. 8:46—50.

გულმოწყალების რა მაგალითს გვაძლევს იეჰოვა?

გმ. 34:6; ნემ. 9:17; ფს. 103:8; 2კრ. 1:3

  • ბიბლიური მაგალითები:

    • იობ. 42:1, 2, 6—10; იაკ. 5:11 — იეჰოვამ იობის მიმართ გულმოწყალება გამოავლინა და მასაც ასწავლა, რომ თავადაც ყოფილიყო გულმოწყალე.

    • ლკ. 15:11—32 — მსმენელისთვის იეჰოვას გულმოწყალების საჩვენებლად იესომ მამის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც გულთბილად მიიღო გზასაცდენილი შვილი.

რატომ ავლენს იეჰოვა ჩვენ მიმართ გულმოწყალებას?

რმ. 5:8; 1ინ. 4:9, 10

იხილეთ აგრეთვე ტიტ. 3:4, 5.

რის საფუძველზე გვპატიობს იეჰოვა ცოდვებს და ჩვენგან რის გაკეთებას მოელის?

რატომ უნდა ვთხოვოთ იეჰოვას პატიება და რატომ უნდა ვიყოთ მისი გულმოწყალებისთვის მადლიერნი?

ლკ. 11:2—4; ებ. 4:16

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ფს. 51:1—4 — ცოდვებით გულდამძიმებულმა მეფე დავითმა იეჰოვას თავმდაბლურად შესთხოვა პატიება.

    • ლკ. 18:9—14 — იესომ მაგალითი მოიყვანა იმის საჩვენებლად, რომ იეჰოვა მწყალობელია მათ მიმართ, ვინც თავმდაბლურად აღიარებს თავის შეცდომებს.

რატომ შეუძლიათ ღვთის წყალობის იმედი ჰქონდეთ მათაც, ვინც მძიმე ცოდვა ჩაიდინა?

კნ. 4:29—31; ეს. 55:7

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 2მტ. 33:9—13, 15 — მენაშე უკიდურესად ბოროტი მეფე იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მოინანია და წყალობა ითხოვა, იეᲰოვამ დაუბრუნა მეფობა. ამის შემდეგ მენაშე საქმითაც ცხადყოფდა, რომ ცოდვიანი ცხოვრება უკან მოიტოვა.

    • იონ. 3:4—10 — მას შემდეგ, რაც მოძალადე და სისხლისმღვრელმა ნინეველებმა მოინანიეს, იეჰოვამ გულმოწყალება გამოიჩინა მათ მიმართ.

რატომ არის იეჰოვასგან პატიების მისაღებად მნიშვნელოვანი, რომ შემცოდველმა აღიაროს ცოდვა და შეიცვალოს ცხოვრების წესი?

იეჰოვას მხრიდან გულმოწყალების გამოვლენა იმას არ ნიშნავს, რომ დაუსჯელი დავრჩებით ან ცოდვის შედეგებს არ მოვიმკით.

რატომ უნდა ვიყოთ გულმოწყალენი?

რა შეიძლება მოხდეს, თუ არ ვავლენთ გულმოწყალებას?

მთ. 9:13; 23:23; იაკ. 2:13

იხილეთ აგრეთვე იგ. 21:13.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • მთ. 18:23—35 — იესომ მაგალითის მეშვეობით დაანახვა მსმენელს, რომ ვინც თავად არ ავლენს გულმოწყალებას, მას არც იეჰოვას გულმოწყალების იმედი უნდა ჰქონდეს.

    • ლკ. 10:29—37 — კეთილი სამარიელის მაგალითიდან ჩანს, რომ იეჰოვა და იესო განსჯიან მათ, ვინც უმოწყალოდ ექცევა სხვებს, გულმოწყალე ადამიანებს კი იწონებენ.

როგორ ექცევა იეჰოვა გულმოწყალე ადამიანს?