არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მორჩილება

მორჩილება

რატომ არის მორჩილება მნიშვნელოვანი?

გმ. 19:5; კნ. 10:12, 13; ეკ. 12:13; იაკ. 1:22

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1სმ. 15:17—23 — წინასწარმეტყველმა სამუელმა იეჰოვასადმი დაუმორჩილებლობის გამო გაკიცხა მეფე საული და შემდეგ მორჩილების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

    • ებ. 5:7—10 — იესო ყოველთვის ემორჩილებოდა მამას, თუმცა იმით, რაც დედამიწაზე გადაიტანა, კიდევ უფრო მეტად ისწავლა მორჩილება.

როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ უფლებამოსილი პირები მისგან ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლას მოითხოვენ?

სქ. 5:29

  • ბიბლიური მაგალითები:

    • დნ. 3:13—18 — სამი ებრაელი ახალგაზრდა არ დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული კერპის წინაშე მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება სიცოცხლის ფასად დასჯდომოდათ.

    • მთ. 22:15—22 — იესოს სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ მისი მიმდევრები ხელისუფლებას ყოველთვის ემორჩილებიან იმ შემთხვევების გარდა, როცა მათგან ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლას მოითხოვენ.

    • სქ. 4:18—31 — მიუხედავად იმისა, რომ უფლებამოსილმა პირებმა მოციქულებს ქადაგების შეწყვეტა უბრძანეს, მათ გაბედულად განაგრძეს ღვთის სიტყვის გაცხადება.

რა შემთხვევაში შევძლებთ, ყოველთვის დავიცვათ ღვთის მცნებები?

კნ. 6:1—5; ფს. 112:1; 1ინ. 5:2, 3

იხილეთ აგრეთვე ფს. 119:11, 112; რმ. 6:17.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ეზრ. 7:7—10 — მღვდელმა ეზრამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ღვთის კანონს დამორჩილებოდა და ის სხვებისთვისაც ესწავლებინა.

    • ინ. 14:31 — იესომ ახსნა, თუ რატომ ემორჩილებოდა მამას ყველაფერში.

რამ უნდა აღგვძრას, რომ დავემორჩილოთ იეჰოვასა და იესოს?

საიდან ჩანს, რომ მორჩილებასა და რწმენას შორის მჭიდრო კავშირია?

რმ. 1:5; 10:16, 17; იაკ. 2:20—23

იხილეთ აგრეთვე კნ. 9:23.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • დბ. 6:9—22; ებ. 11:7 — ნოეს ძლიერ რწმენაზე მეტყველებს ის, რომ კიდობნის აგების დროს ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ღმერთმა დაავალა.

    • ებ. 11:8, 9, 17 — იეჰოვას რომ დამორჩილებოდა, აბრაამმა ურიც დატოვა და შვილის შესაწირავადაც იყო მზად, რაც მის ძლიერ რწმენაზე მიანიშნებდა.

როგორ გვაჯილდოებს იეჰოვა მორჩილებისთვის?

იერ. 7:23; მთ. 7:21; 1ინ. 3:22

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ლვ. 26:3—6 — იეჰოვა ისრაელებს დაჰპირდა, რომ, თუ დაემორჩილებოდნენ, აკურთხებდა და იზრუნებდა მათზე.

    • რც. 13:30, 31; 14:22—24 — ქალებ იეფუნეს ძემ მორჩილება გამოავლინა, რის გამოც იეჰოვამ დააჯილდოვა.

რა შედეგებს იმკის ურჩი ადამიანი?

რმ. 5:19; 2თს. 1:8, 9

  • ბიბლიური მაგალითები:

    • დბ. 2:16, 17; 3:17—19 — დაუმორჩილებლობის გამო ადამმა და ევამ დაკარგეს სრულყოფილება, მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა და ედემის ბაღში ცხოვრების პატივი.

    • კნ. 18:18, 19; სქ. 3:12, 18, 22, 23 — იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ მოსეზე დიდი წინასწარმეტყველი გამოჩნდებოდა და პასუხს აგებინებდა ყველას, ვინც მას არ მოუსმენდა.

    • იუდ. 6, 7 — როგორც ურჩმა ანგელოზებმა, ისე სოდომისა და გომორის მოსახლეობამ იეჰოვას რისხვა დაიტეხეს თავს.

რატომ უნდა დავემორჩილოთ იესო ქრისტეს?

დბ. 49:10; მთ. 28:18

  • ბიბლიური მაგალითი:

    • ინ. 12:46—48; 14:24 — იესომ თქვა, რომ, ვინც არ გაითვალისწინებდა მის სიტყვებს, მსჯავრი დაედებოდა.

რატომ უნდა დავემორჩილოთ კრებაში ზედამხედველებს?

რატომ უნდა დაემორჩილოს ცოლი ქმარს?

რატომ უნდა დაემორჩილონ ბავშვები მშობლებს?

იგ. 23:22; ეფ. 6:1; კლ. 3:20

  • ბიბლიური მაგალითები:

    • დბ. 37:3, 4, 8, 11—13, 18 — ახალგაზრდა იოსები გაეგზავნა მამას თავის ძმებთან მიუხედავად იმისა, რომ მათ სძულდათ ის.

    • ლკ. 2:51 — იესო ემორჩილებოდა იოსებსა და მარიამს მიუხედავად იმისა, რომ ის სრულყოფილი იყო, ისინი კი — არა.

რატომ უნდა მივყვეთ სამსახურში დადგენილ შინაგანაწესს მაშინაც კი, თუ არავინ გვიყურებს?

რატომ ავლენენ ქრისტიანები ხელისუფლებისადმი მორჩილებას?