არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხანდაზმულობა

ხანდაზმულობა

რა ხდება, როცა ვბერდებით?

ფს. 71:9; 90:10

იხილეთ აგრეთვე „ნუგეში — ასაკის მატებითა თუ ჯანმრთელობის პრობლემებით გამოწვეული შეზღუდული მდგომარეობა“.

  • ბიბლიური მაგალითი:

    • ეკ. 12:1—8 — მეფე სოლომონმა პოეტური ენით აღწერა ზოგიერთი სირთულე, რომელიც ასაკის მატებას ახლავს თან, მაგალითად, მხედველობისა და სმენის დაქვეითება („სარკმლიდან მომზირალ ქალებს სიბნელე უხილავთ“, „მომღერალ ასულებს ხმა წასვლიათ“).

შესაძლებელია სიხარულის შენარჩუნება ასაკის მატებით გამოწვეული შეზღუდული მდგომარეობისა და პრობლემების მიუხედავად?

2კრ. 4:16—18; იაკ. 1:2—4

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1სმ. 12:2, 23 — ხანში შესულ წინასწარმეტყველ სამუელს კარგად ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, არ შეეწყვიტა ღვთის ხალხისთვის ლოცვა.

    • 2სმ. 19:31—39 — როცა მეფე დავითს უნდოდა, რომ მისადმი გამოვლენილი ერთგულების სანაცვლოდ ბარზილაისთვის საკადრისად ეცა პატივი, მან მოკრძალებულად აღნიშნა, რომ ასაკის გამო მეფის შეთავაზებაზე უარის თქმა მოუწევდა.

    • ფს. 71:9, 18 — მეფე დავითი შიშობდა, რომ ასაკში იეჰოვას ვეღარ გამოადგებოდა. ამიტომ სთხოვდა, არ მიეტოვებინა და ძალა მიეცა, მომავალი თაობებისთვისაც მოეთხრო მასზე.

    • ლკ. 2:36—38 — ხანდაზმულ წინასწარმეტყველ ანას, რომელიც ქვრივი იყო, იეჰოვამ დაუფასა ერთგულება.

როგორ არწმუნებს იეჰოვა ხანდაზმულებს იმაში, რომ მისთვის ძვირფასები არიან?

ფს. 92:12—14; იგ. 16:31; 20:29; ეს. 46:4; ტიტ. 2:2—5

  • ბიბლიური მაგალითები:

    • დბ. 12:1—4 — აბრაამმა 75 წლის ასაკში იეჰოვასგან ისეთი დავალება მიიღო, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

    • დნ. 10:11, 19; 12:13 — ანგელოზი გამოეცხადა 90 წელს გადაცილებულ წინასწარმეტყველ დანიელს და დაარწმუნა, რომ იეჰოვა აფასებდა და ერთგულებისთვის დააჯილდოვებდა.

    • ლკ. 1:5—13 — იეჰოვამ სასწაული მოახდინა და ზაქარიასა და ელისაბედს სიბერეში შვილი აჩუქა.

    • ლკ. 2:25—35 — იეჰოვამ ასაკოვან სიმონს ჩვილი იესოს ნახვის პატივი არგუნა წილად. ამ დროს სიმონმა ღვთის შთაგონებით წინასწარმეტყველებაც წარმოთქვა.

    • სქ. 7:23, 30—36 — იეჰოვამ 80 წლის მოსე თავისი ხალხის წინამძღოლად აირჩია.

როგორ უნდა მოვექცეთ ხანდაზმულებს?

ლვ. 19:32; 1ტმ. 5:1

  • ბიბლიური მაგალითები:

    • დბ. 45:9—11; 47:12 — იოსებმა თავისთან ჩამოაყვანინა მოხუცი იაკობი და სიცოცხლის ბოლომდე იზრუნა მასზე.

    • რთ. 1:14—17; 2:2, 17, 18, 23 — რუთი ყველანაირად მხარში ედგა ხანში შესულ ნაომის.

    • ინ. 19:26, 27 — ძელზე ჩამოკიდებულმა იესომ დედაზე ზრუნვა მოციქულ იოანეს დაავალა.

რისი გაკეთება შეგვიძლია კრებაში ხანდაზმულების დასახმარებლად?