არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დევნა

დევნა

რატომ არ უნდა იყოს გასაკვირი ქრისტიანებისთვის დევნა?

რატომ უნდა ვთხოვოთ იეჰოვას, გაგვაძლიეროს, როცა დევნას ვხვდებით?

ფს. 55:22; 2კრ. 12:9, 10; 2ტმ. 4:16—18; ებ. 13:6

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1მფ. 19:1—18 — როცა დევნას შეხვდა, წინასწარმეტყველმა ელიამ იეჰოვას გადმოუღვარა გული და მანაც გაამხნევა და ანუგეშა ის.

    • სქ. 7:9—15 — მიუხედავად იმისა, რომ იოსებს საკუთარი ძმები ავიწროებდნენ, იეჰოვას არასდროს მიუტოვებია ის. მან იოსები გასაჭირისგან იხსნა და იმის პატივიც არგუნა, რომ თავისი ოჯახი გადაერჩინა.

რა სახის დევნას შეიძლება შევხვდეთ?

სიტყვიერი შეურაცხყოფა

2მტ. 36:16; მთ. 5:11; სქ. 19:9; 1პტ. 4:4

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 2მფ. 18:17—35 — ასურეთის მეფის მოხელემ, რაბშაკემ, შეურაცხყოფა მიაყენა იეჰოვას და დასცინა იერუსალიმელებს.

    • ლკ. 22:63—65; 23:35—37 — მას შემდეგ, რაც იესო შეიპყრეს და ძელზე გააკრეს, მდევნელები შეურაცხყოფდნენ მას და მასხრად იგდებდნენ.

წინააღმდეგობა ნათესავების მხრიდან

დაპატიმრება და თანამდებობის პირების წინაშე წარდგომა

ფიზიკური შეურაცხყოფა

ჯგუფური თავდასხმა

სიკვდილი

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა დევნას ვხვდებით?

მთ. 5:44; სქ. 16:25; 1კრ. 4:12, 13; 1პტ. 2:23

  • ბიბლიური მაგალითები:

    • სქ. 7:57—8:1 — როცა მოწაფე სტეფანეს ქოლავდნენ, ის ღმერთს შეევედრა, რომ შეეწყალებინა მისი მდევნელები, რომელთა შორის იყო ტარსოსელი სავლეც.

    • სქ. 16:22—34 — ნაცემი და ბორკილდადებული მოციქული პავლეს კარგმა საქციელმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საპყრობილის ზედამხედველზე, რომ ისიც და მთელი მისი სახლეულობაც ქრისტიანები გახდნენ.

რა ბედი ეწია პირველ საუკუნეში მცხოვრებ ზოგ ქრისტიანს?

როგორ უნდა შევხვდეთ დევნას?

როგორ გვაძლიერებს მომავლის იმედი დევნის დროს?

რატომ არ უნდა დაგვეუფლოს შიში, სირცხვილის გრძნობა ან გულგატეხილობა, როცა დევნას ვხვდებით, და რატომ არ უნდა შევწყვიტოთ იეჰოვას მსახურება?

ფს. 56:1—4; სქ. 4:18—20; 2ტმ. 1:8, 12

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 2მტ. 32:1—22 — როცა იერუსალიმს ასურეთის მეფე სინახერიბის დიდძალი ლაშქარი უნდა დასხმოდა თავს, ერთგული მეფე ხიზკია იეჰოვას მიენდო და ხალხიც განამტკიცა. ამის გამო იეჰოვამ სასწაულებრივად იხსნა ის.

    • ებ. 12:1—3 — მდევნელები ცდილობდნენ შეერცხვინათ იესო, მაგრამ მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და გული არ გაიტეხა.

რას შეიძლება მოემსახუროს დევნა?

თუ დევნას მოთმინებით ვიტანთ, ეს ახარებს იეჰოვას და განადიდებს მის სახელს.

1პტ. 2:19, 20; 4:12—16

  • ბიბლიური მაგალითები:

    • იობ. 1:6—22; 2:1—10 — მართალია, იობმა არ იცოდა, რომ მისი განსაცდელების მიღმა სატანა იდგა, მაგრამ მან ზურგი არ აქცია იეჰოვას. მისმა საქციელმა იეჰოვა განადიდა, სატანა კი სიცრუეში ამხილა.

    • დნ. 1:6, 7; 3:8—30 — ღვთისმოშიში ხანანია, მიშაელი და აზარია (შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო) იეჰოვას მორჩილების გამო სიკვდილსაც არ შეუშინდნენ. მათი საქციელის შემხედვარე წარმართმა მეფე ნაბუქოდონოსორმა სახალხოდ განადიდა იეჰოვა.

დევნამ შეიძლება სასიხარულო ცნობის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

ლკ. 21:12, 13; სქ. 8:1, 4

  • ბიბლიური მაგალითები:

    • სქ. 11:19—21 — დევნის გამო ქრისტიანები სხვადასხვა ტერიტორიაზე მიმოიფანტნენ და სასიხარულო ცნობის გავრცელებას შეუწყვეს ხელი.

    • ფლ. 1:12, 13 — პავლე მოციქული გახარებული იყო, რომ მისი პატიმრობა სასიხარულო ცნობის გავრცელებას მოემსახურა.

როდესაც დევნას მოთმინებით ვიტანთ, ეს ჩვენს თანამორწმუნეებსაც აძლიერებს.

ვისი ინიციატივით ხდება იეჰოვას ხალხის დევნა?

იერ. 26:11; მრ. 3:6; ინ. 11:47, 48, 53; სქ. 25:1—3

  • ბიბლიური მაგალითები:

    • სქ. 19:24—29 — ეფესოელი მჭედლები, რომლებიც არტემიდას პატარა ტაძრებს აკეთებდნენ, შეშინდნენ, რომ ქრისტიანობის გავრცელება მათ შემოსავლის წყაროს გარეშე დატოვებდა, ამიტომ ქრისტიანების დევნა დაიწყეს.

    • გლ. 1:13, 14 — გაქრისტიანებამდე პავლე იუდაიზმის თავდადებული მიმდევარი იყო, რის გამოც იესოს მოწაფეებს დევნიდა.

ვინ დგას იეჰოვას მსახურთა დევნის მიღმა?