არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქადაგება

ქადაგება

რატომ უნდა აუწყოს ყველა ქრისტიანმა სახალხოდ თავისი რწმენის შესახებ?

საიდან ჩანდა, რომ იესოსთვის ქადაგება მნიშვნელოვანი იყო?

ლკ. 8:1; ინ. 18:37

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ლკ. 4:42—44 — იესო დედამიწაზე საქადაგებლად იყო გამოგზავნილი.

    • ინ. 4:31—34 — როგორც იესომ თქვა, მისთვის სასიხარულო ცნობის ქადაგება საჭმელივით იყო.

საიდან ვიცით, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგება მხოლოდ პასუხისმგებელი ძმების ვალდებულება არაა?

ფს. 68:11; 148:12, 13; სქ. 2:17, 18

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 2მფ. 5:1—4, 13, 14, 17 — პატარა ისრაელმა გოგონამ თავის სირიელ ქალბატონს იეჰოვას წინასწარმეტყველის შესახებ უამბო.

    • მთ. 21:15, 16 — ფარისევლები და მწიგნობრები აღშფოთდნენ, როცა დაინახეს, რომ ტაძარში ბავშვები იესოს განადიდებდნენ. თუმცა იესომ მათ შეუსწორა თვალსაზრისი.

როგორ უნდა წაახალისონ ქრისტიანმა ზედამხედველებმა კრება სასიხარულო ცნობის ქადაგებისკენ?

როგორ გვეხმარებიან იეჰოვა და იესო სამქადაგებლო საქმეში?

2კრ. 4:7; ფლ. 4:13; 2ტმ. 4:17

  • ბიბლიური მაგალითები:

    • სქ. 16:12, 22—24; 1თს. 2:1, 2 — მიუხედავად იმისა, რომ მოციქულ პავლესა და მის თანამსახურებს სასტიკად გაუსწორდნენ, ღვთის დახმარებით მათ გაბედულად გააგრძელეს სასიხარულო ცნობის ქადაგება.

    • 2კრ. 12:7—9 — მიუხედავად იმისა, რომ მოციქულ პავლეს „სხეულში ეკალი“ ჰქონდა, რაც, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის პრობლემა იყო, იეჰოვას მიერ გაძლიერებული, ის დაუღალავად აგრძელებდა ქადაგებას.

რის საფუძველზე აქვთ ქრისტიანებს ქადაგების უფლებამოსილება?

1კრ. 1:26—28; 2კრ. 3:5; 4:13

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ინ. 7:15 — იესოს თანამემამულეები გაოგნებულნი იყვნენ, რომ მას ამხელა ცოდნა ჰქონდა, არადა განათლება რაბინთა სკოლაში არ მიუღია.

    • სქ. 4:13 — ხალხი იესოს მოციქულებს უბრალო და უსწავლელ ადამიანებად მიიჩნევდა, თუმცა იმასაც ხედავდნენ, რომ ისინი დამაჯერებლად და გულმოდგინედ ქადაგებდნენ.

საიდან ვიცით, რომ იეჰოვას სურვილია, სხვები მქადაგებლებად და მასწავლებლებად მოვამზადოთ?

მრ. 1:17; ლკ. 8:1; ეფ. 4:11, 12

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ეს. 50:4, 5 — სანამ მესია დედამიწაზე მოვიდოდა, მისი მასწავლებელი პირადად იეჰოვა იყო.

    • მთ. 10:5—7 — დედამიწაზე ყოფნის დროს იესო თავის მიმდევრებს ქადაგებას ასწავლიდა.

რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სამქადაგებლო საქმის მიმართ?

რა გრძნობა გვეუფლება, როცა სასიხარულო ცნობას ვქადაგებთ?

რას მოიცავს სასიხარულო ცნობა?

რატომ ხდიან ფარდას ცრუ მოძღვრებებს ქრისტიანები?

2კრ. 10:4, 5

  • ბიბლიური მაგალითები:

    • მრ. 12:18—27 — იესომ წმინდა წერილების საფუძველზე აუხსნა სადუკეველებს, რომ მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით მცდარი შეხედულება ჰქონდათ.

    • სქ. 17:16, 17, 29, 30 — მოციქულმა პავლემ ათენელებს ლოგიკური მსჯელობით დაანახვა, რომ კერპთაყვანისმცემლობა არასწორი იყო.

რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ სასიხარულო ცნობა ხალხის ყურამდე მივიტანოთ?

რატომ ვქადაგებთ საჯარო სივრცეში?

ინ. 18:20; სქ. 16:13; 17:17; 18:4

იხილეთ აგრეთვე იგ. 1:20, 21.

რატომ გვჭირდება ქადაგების დროს მოთმინება და შეუპოვრობა?

რა შედეგები მიიღწევა სამქადაგებლო საქმით?

რატომ უნდა იყოს ქრისტიანი მზად, რომ ნებისმიერ სიტუაციაში იქადაგოს?

1კრ. 9:23; 1ტმ. 2:4; 1პტ. 3:15

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ინ. 4:6, 7, 13, 14 — მართალია, იესო დაღლილი იყო, მაგრამ მან საჯარო ადგილას, კერძოდ ჭასთან გაუზიარა სასიხარულო ცნობა სამარიელ ქალს.

    • ფლ. 1:12—14 — რწმენის გამო დაპატიმრებული მოციქული პავლე ხელიდან არ უშვებდა ქადაგებისა და სხვების გამხნევების შესაძლებლობას.

უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ყველა დადებითად გამოეხმაურება სასიხარულო ცნობას?

ინ. 10:25, 26; 15:18—20; სქ. 28:23—28

  • ბიბლიური მაგალითები:

    • იერ. 7:23—26 — იეჰოვამ თავის ხალხზე თქვა, რომ ისინი ყურს არ უგდებდნენ მათთან მრავალჯერ გაგზავნილ წინასწარმეტყველებს.

    • მთ. 13:10—16 — იესომ თქვა, რომ ესაიას დროს ბევრი ისმენდა ღვთის მიერ მათთვის გადაცემულ ცნობას, მაგრამ არ ითვალისწინებდა.

რატომ არ გვიკვირს, რომ ბევრი ვერ იცლის სასიხარულო ცნობის მოსასმენად?

საიდან ვიცით, რომ ზოგი თავიდან მოისმენდა, მაგრამ საბოლოოდ არ გახდებოდა იესოს მოწაფე?

რატომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ზოგი ეწინააღმდეგება სამქადაგებლო საქმეს?

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა წინააღმდეგობას ვხვდებით?

საიდან ვიცით, რომ ზოგი დადებითად გამოეხმაურება სასიხარულო ცნობას?

რა პასუხისმგებლობა გვაკისრია მქადაგებლებს ღვთის წინაშე?

რატომ უნდა ვუქადაგოთ ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი რელიგიური მრწამსისა თუ წარმომავლობისა?

მთ. 24:14; სქ. 10:34, 35; გმც. 14:6

იხილეთ აგრეთვე ფს. 49:1, 2.

ნებისმიერ დღეს არის ნებადართული ქადაგება?

რატომ უნდა ვუქადაგოთ მათაც, ვისაც სწამს ბიბლიის ან რომელიმე რელიგიის აქტიური მიმდევარია?