არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მონანიება

მონანიება

რატომაა საჭირო, ყველამ მოინანიოს და იეჰოვას სთხოვოს პატიება?

რმ. 3:23; 5:12; 1ინ. 1:8

იხილეთ აგრეთვე სქ. 26:20.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ლკ. 18:9—14 — იესომ მაგალითი მოიყვანა იმის საჩვენებლად, რომ აუცილებელია, ვაღიაროთ ცოდვები და ღმერთს შევთხოვოთ პატიება.

    • რმ. 7:15—25 — მართალია, პავლე მოციქული იყო და დიდი რწმენითაც გამოირჩეოდა, მაგრამ ისიც ებრძოდა ცოდვილ მიდრეკილებებს.

რას გრძნობს იეჰოვა მომნანიებელი შემცოდველის მიმართ?

ეზკ. 33:11; რმ. 2:4; 2პტ. 3:9

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ლკ. 15:1—10 — იესომ მაგალითები მოიყვანა იმის საჩვენებლად, როგორ ახარებთ იეჰოვასა და ანგელოზებს მომნანიებელი შემცოდველის დანახვა.

    • ლკ. 19:1—10 — იესომ აპატია მებაჟეთა უფროს ზაქეს, რომელიც ერთ დროს ხალხს ფულს სძალავდა, მაგრამ მოინანია და ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები მოახდინა.

საიდან ჩანს, რომ ნამდვილად ვინანიებთ?

რატომ არის მნიშვნელოვანი საფუძვლიანი ცოდნის მიღება, რომ ადამიანმა მოინანიოს?

რმ. 12:2; კლ. 3:9, 10; 2ტმ. 2:25

  • ბიბლიური მაგალითები:

    • სქ. 17:29—31 — პავლემ ათენელებს აუხსნა, რატომ არის კერპთაყვანისმცემლობა უცოდინარობის მაჩვენებელი, და მოუწოდა, მოენანიებინათ.

    • 1ტმ. 1:12—15 — სანამ პავლე მოციქული იესოს შესახებ საფუძვლიან ცოდნას მიიღებდა, უცოდინარობით საშინელ ცოდვებს სჩადიოდა.

რამდენად მნიშვნელოვანია მონანიება?

რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ რამდენჯერაც არ უნდა შევცოდოთ, იეჰოვა გვაპატიებს, თუ მოვინანიებთ?

როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას მათ მიმართ, ვინც აღიარებს ცოდვებს და სათანადო ცვლილებებს ახდენს?

საიდან ვიცით, რომ მონანიება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სინანული ან მობოდიშება?

2მტ. 7:14; იგ. 28:13; ეზკ. 18:30, 31; 33:14—16; მთ. 3:8; სქ. 3:19; 26:20

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 2მტ. 33:1—6, 10—16 — მართალია, მენაშე დიდი ხნის განმავლობაში სჩადიოდა ბოროტებას, მაგრამ მან გულწრფელად მოინანია — თავი დაიმდაბლა, გული მოულბო იეჰოვას ლოცვით და მიატოვა ძველი ცხოვრების წესი.

    • ფს. 32:1—6; 51:1—4, 17 — მას შემდეგ, რაც იეჰოვას წინაშე შესცოდა, მეფე დავითმა აღიარა თავისი ცოდვები და ლოცულობდა, რითაც ცხადყო, რომ გულწრფელად ინანიებდა.

რატომ უნდა ვაპატიოთ ადამიანს, რომელიც ცუდად მოგვექცა, მაგრამ ინანიებს?