არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უთანხმოება; წყენა

უთანხმოება; წყენა

თუ ვინმე გულს გვტკენს, რატომ უნდა ვეცადოთ, რომ არ გავბრაზდეთ და სამაგიეროს გადახდაზე არ ვიფიქროთ?

იგ. 20:22; 24:29; რმ. 12:17, 18; იაკ. 1:19, 20; 1პტ. 3:8, 9

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1სმ. 25:9—13, 23—35 — როცა ნაბალმა დავითი და მისი კაცები გამოლანძღა და მათ დახმარებაზე უარი თქვა, დავითმა ცხელ გულზე გადაწყვიტა, მასთან ერთად მის სახლეულობაში ყველა მამაკაცი დაეხოცა. თუმცა აბიგაილის გონივრულმა რჩევამ დავითს სისხლისღვრა აარიდა თავიდან.

    • იგ. 24:17—20 — ღვთის შთაგონებით მეფე სოლომონმა გაგვაფრთხილა, რომ იეჰოვას არ მოეწონება, თუ მტრის უბედურებით გავიხარებთ; სამართლის აღსრულება იეჰოვას უნდა მივანდოთ.

თუ ვინმესთან უთანხმოება მოგვივა, რამდენად სწორი იქნება, გავიბუტოთ ან გულში ბოღმა ჩავიდოთ?

ლვ. 19:17, 18; 1კრ. 13:4, 5; ეფ. 4:26

  • ბიბლიური მაგალითი:

    • მთ. 5:23, 24 — იესომ თქვა, რომ განაწყენებული ძმის შემოსარიგებლად არაფერზე უნდა დავიხიოთ უკან.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვაწყენინეს?

რატომ უნდა ვაპატიოთ მასაც კი, ვინც არაერთხელ მოგვექცა ცუდად, მაგრამ ნანობს თავის საქციელს?

თუ ვინმემ ისეთი რამ ჩაიდინა, რაზეც თვალს ვერ დავხუჭავთ, მაგალითად, ცილი დაგვწამა ან თაღლითურად მოგვექცა, ვინ უნდა დაელაპარაკოს შემცოდველს და რა მიზნით?

მთ. 18:15

იხილეთ აგრეთვე იაკ. 5:20.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ის, ვინც ცილი დაგვწამა ან თაღლითურად მოგვექცა, ერთი ერთზე საუბრის შემდეგ არ ინანიებს?