არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცოდვა

ცოდვა

რა არის ცოდვა და რატომ ვართ ყველანი ცოდვილი?

საიდან ვიცით, რომ ცოდვილ მიდრეკილებებთან ბრძოლა შესაძლებელია?

რმ. 6:12—14

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 2სმ. 11:2—5, 14, 15, 26, 27; 12:1—13 — დავითმა არაერთი სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა. თუმცა მან მთელი გულით მოინანია.

    • რმ. 7:15—24 — პავლემ მოციქულმა, რომელიც დიდი რწმენითა და ერთგულებით გამოირჩეოდა, აღწერა, როგორ ებრძოდა ცოდვილ მიდრეკილებებს.

რა შეიძლება გახდეს ხშირად ცოდვის ჩადენის მიზეზი?

რატომ ითვლება განსაკუთრებით მძიმე ცოდვად, თუ ადამიანი განზრახ აგრძელებს ცოდვის ჩადენას?

როგორ ცდილობს სატანა ღვთის მსახურების შეცდენას?

იგ. 1:10, 11, 15; მთ. 5:28; იაკ. 1:14, 15

  • ბიბლიური მაგალითები:

    • დბ. 3:1—6 — სატანა შეეცადა, ევას ეგოისტური სურვილები გასჩენოდა და ღვთისადმი ნდობა შერყეოდა.

    • იგ. 7:6—10, 21—23 — მეფე სოლომონმა აღწერა, როგორ გაება უზნეო ქალის მახეში ერთი უგუნური ახალგაზრდა.

რა დაგვეხმარება, არ გავებათ სატანის მიერ დაგებულ მახეში?

ეფ. 4:27; 6:10—18; იაკ. 4:7, 8

  • ბიბლიური მაგალითები:

    • იგ. 5:1—14 — ღვთის შთაგონებით მეფე სოლომონმა მამა-შვილური რჩევა მოგვცა, რატომ არ უნდა გავებათ უზნეობის მახეში და რა უნდა გავაკეთოთ საამისოდ?

    • მთ. 4:1—11 — იესომ იმის საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ეშმაკს. ის ღვთის სიტყვაში ჩაწერილი აზრებით დაუპირისპირდა სატანას, რომელიც მზაკვრულად ცდილობდა მის ცდუნებას.

რა ითვლება მძიმე ცოდვად?

ცოდვის აღიარება

რატომ არ უნდა ვეცადოთ ცოდვის დამალვას?

ვის წინაშე უნდა ვაღიაროთ ცოდვები?

ვინ გვშუამავლობს იეჰოვასთან?

საიდან გამოჩნდება, რომ ადამიანი ნამდვილად ინანიებს?

სქ. 26:20; იაკ. 4:8—10

იხილეთ აგრეთვე „მონანიება“.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • გმ. 22:1—12 — მოსეს კანონის თანახმად, ქურდს უნდა აენაზღაურებინა ნაქურდალი.

    • ლკ. 19:8, 9 — მებაჟეთა უფროსმა ზაქემ მიატოვა ცხოვრების ძველი წესი და ყველას აუნაზღაურა ზარალი.

რატომ არ უნდა გვეპარებოდეს ეჭვი იეჰოვას მიმტევებლობაში?

იხილეთ „პატიება“.

რა ღონისძიება შეიმუშავა იეჰოვამ შემცოდველთა დასახმარებლად და კრების სიწმინდის დასაცავად?

იაკ. 5:14, 15

იხილეთ აგრეთვე სქ. 20:28; გლ. 6:1.

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩვენ მიერ ჩადენილმა ცოდვამ ჩვენი ოჯახის წევრებსა თუ თანაქრისტიანებზე?

ებ. 12:15, 16

იხილეთ აგრეთვე კნ. 29:18.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • იეს. 7:1—13, 20—26 — აქანმა შესცოდა და ცოდვის დამალვა სცადა, რის გამოც მთელ ისრაელს დაატყდა უბედურება.

    • იონ. 1:1—16 — ღვთისადმი დაუმორჩილებლობის გამო იონამ გემზე მყოფთა სიცოცხლეც საფრთხეში ჩააგდო.

    • 1კრ. 5:1—7 — მოციქულმა პავლემ ამხილა კორინთის კრება, რადგან მძიმე ცოდვას იწყნარებდნენ.

დასჯის შიშით რატომ არ უნდა ვთქვათ უარი უხუცესებისგან დახმარებაზე?

რატომაა ცუდი, თუ გამუდმებით ვწუხვართ წარსულში ჩადენილი შეცდომის გამო და გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ღმერთმა გვაპატია?

იხილეთ „პატიება“.

როცა ვიცით, რომ თანაქრისტიანმა ცოდვა ჩაიდინა, რატომ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამის შესახებ უხუცესებმა შეიტყონ?

ლვ. 5:1

  • ბიბლიური მაგალითი:

    • კნ. 13:6—9; 21:18—20 — მოსეს კანონის თანახმად, ადამიანი ვალდებული იყო, ცოდვის შესახებ უხუცესებისთვის შეეტყობინებინა, თუნდაც შემცოდველი მისი ოჯახის წევრი ან მეგობარი ყოფილიყო.