არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სამუშაო; შრომა

სამუშაო; შრომა

რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ შრომა სიხარულს გვანიჭებს?

რა მხრივ წაადგება ადამიანს, თუ საქმეში დახელოვნდება?

იგ. 22:29

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1სმ. 16:16—23 — დავითს კარგი მექნარის სახელი ჰქონდა. მისი დაკრულის მოსმენაზე მეფე საულს სიმშვიდე ეუფლებოდა.

    • 2მტ. 2:13, 14 — ხირამ-აბი თავისი საქმის მცოდნე კაცი იყო. სწორედ ამის გამო ის სოლომონს გრანდიოზულ სამშენებლო საქმეში გამოადგა.

როგორი სახელით უნდა გვიცნობდნენ იეჰოვას მსახურებს?

ეფ. 4:28; კლ. 3:23

  • ბიბლიური მაგალითები:

    • დბ. 24:10—21 — რებეკამ აბრაამის მსახურისთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე მან სთხოვა, საიდანაც გამოჩნდა, რომ შრომისმოყვარე იყო და სხვების დახმარება სიამოვნებას ანიჭებდა.

    • ფლ. 2:19—23 — მოციქულმა პავლემ ახალგაზრდა ტიმოთეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე მიანდო, რადგან ის სხვებს თავმდაბლად და მთელი გულით ემსახურებოდა.

რატომ უნდა იყვნენ ღვთის მსახურები ფრთხილად, რომ სიზარმაცე არ შეეპაროთ?

იგ. 13:4; 18:9; 21:25, 26; ეკ. 10:18

  • ბიბლიური მაგალითი:

    • იგ. 6:6—11 — მეფე სოლომონმა ჭიანჭველის მაგალითი მოიყვანა იმის საჩვენებლად, რამდენად მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა.

რატომ უნდა ვიყოთ მზად მძიმე შრომისთვის თავის სარჩენად?

რატომ უნდა ვიყოთ მზად მძიმე შრომისთვის ოჯახის სარჩენად?

1ტმ. 5:8

  • ბიბლიური მაგალითები:

    • რთ. 1:16, 17; 2:2, 3, 6, 7, 17, 18 — რუთი მუხლჩაუხრელად შრომობდა, რათა თავის დედამთილზე, ნაომიზე, ეზრუნა.

    • მთ. 15:4—9 — იესომ გაკიცხა ისინი, ვინც სულიერ საქმეებს ამოფარებულნი ცდილობდნენ, ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობისგან თავი დაეძვრინათ.

რისკენ მოუწოდებს ღვთის სიტყვა ყველას?

რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს შემოსავლის მიმართ?

საიდან ჩანს, რომ იეჰოვა გვეხმარება, პირნათლად შევასრულოთ საქმე და ვიზრუნოთ ჩვენს მატერიალურ საჭიროებებზე?

მთ. 6:25, 30—32; ლკ. 11:2, 3; 2კრ. 9:10

  • ბიბლიური მაგალითები:

    • დბ. 31:3—13 — იაკობი, რომელიც თავის სიმამრთან, ლაბანთან, მუშაობდა, მისგან ბევრ უსამართლობას ხვდებოდა. თუმცა ეს იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია და აკურთხა მუყაითად მშრომელი იაკობი.

    • დბ. 39:1—6, 20—23 — იეჰოვა ფოტიფარის სახლშიც უმართავდა ხელს საქმეში იოსებს და საპყრობილეშიც.

რატომ არ უნდა დავაყენოთ სამუშაო ღვთის მსახურებაზე წინ?

ფს. 39:5—7; მთ. 6:33; ინ. 6:27

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ლკ. 12:15—21 — იესომ მაგალითის მეშვეობით ახსნა, რამდენად დიდი უგუნურებაა სულიერზე წინ მატერიალურის დაყენება.

    • 1ტმ. 6:17—19 — მოციქული პავლე აფრთხილებდა მდიდარ ქრისტიანებს, რომ ქედმაღლები არ გამხდარიყვნენ და მოუწოდებდა, რომ „კარგი საქმეებით“ გამდიდრებულიყვნენ.

რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ სამუშაოს შერჩევის დროს?