ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 152
ადგილი, რომელიც მოგაგებს დიდებას
(1 მეფეები 8:27; 1 მატიანე 29:14)
1. იეჰოვა, ცის შემოქმედო,
შენ თვით სამყაროც ვერ გიტევს,
თუმც ამ ადგილს სული მოჰფინე.
ის შენს სახელს განადიდებს.
წმინდა თაყვანისცემის ადგილს
ამკობენ შენი ერთგულნი.
ყოველდღე შენ გიხარებენ გულს
სინათლეში მოარულნი.
(ᲮᲘᲓᲘ)
ყველაფერი, რაც გვაქვს,
გულუხვად მოგვეცი შენ.
შენი კურთხევით გიძღვნით
იმას, რაც გვიბოძე.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
შენი სიკეთის გამო ვხარობთ
და სიმღერით ვიმაღლებთ ხმას.
გმადლობთ, რომ გვიბოძე ადგილი,
ის მოგაგებს შენ დიდებას.
2. იეჰოვა, შენ დაინახე
ჩვენი გულების წადილი
და გვიბოძე ეს დიდებული
თაყვანისცემის ადგილი.
შენს საქმეში ჩვენ გავირჯებით
და მივყვებით უმალ შენს ძეს,
მიზნებს შენსას წინ დავაყენებთ,
გავაცნობთ ხალხს შენს მართალ გზებს.
(ᲮᲘᲓᲘ)
გულით გიძღვნით შენ დღეს
ძალას, დროს და ქონებას.
იმსახურებ შენ ამას,
შენ გვაძლევ ყველაფერს.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
შენი სიკეთის გამო ვხარობთ
და სიმღერით ვიმაღლებთ ხმას,
გმადლობთ, რომ გვიბოძე ადგილი,
ის მოგაგებს შენ დიდებას.