არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

ძვირფასო და-ძმებო,

ღვთისა და მოყვასის სიყვარული აღგვძრავს, მივყვეთ იესოს მითითებას: „წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი; მონათლეთ“ (მათ. 28:19, 20; მარ. 12:28—31). თუ მოყვასი უანგაროდ გვეყვარება, ჭეშმარიტებისკენ მივიზიდავთ მათ, „ვისი გულიც მარადიული სიცოცხლის მისაღებად . . . [არის] განწყობილი“ (საქ. 13:48).

წარსულში ძირითად აქცენტს შეთავაზებების დამახსოვრებასა და პუბლიკაციების გავრცელებაზე ვაკეთებდით. თუმცა დღეს იმის საჭიროებას ვხედავთ, რომ აქცენტი საუბრის ხელოვნების დაუფლებაზე გადავიტანოთ. თუ ხალხი გვეყვარება, შევძლებთ ისეთ საკითხებზე ვესაუბროთ, რაც მათ აინტერესებთ. ამისთვის საჭიროა, მოქნილები ვიყოთ და მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, რა აღელვებთ და რა არის მათთვის აქტუალური. ეს ბროშურა სწორედ ამ მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება.

ამ ბროშურაში მოცემული გაკვეთილები ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ მხარეებზე, რომლებიც გვეხმარება, მეტად გამოვავლინოთ სიყვარული და მოვამზადოთ მოწაფეები. 12-ვე გაკვეთილს საფუძვლად უდევს შესაბამისი ბიბლიური მონაკვეთი იესოს ან სხვა პირველი საუკუნის მახარობლის მსახურებიდან. ჩვენი მიზანი ის კი არ იქნება, რომ შეთავაზებები დავიზეპიროთ, არამედ დავინახოთ, როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ ადამიანებისადმი სიყვარული. ამ ბროშურაში მოცემულია კონკრეტული რჩევები, რომლებიც გვეხმარება, წამოვიწყოთ საუბარი, გავუღვივოთ მსმენელს ინტერესი და ჩავატაროთ ბიბლიის შესწავლები. თუმცა ეს რჩევები სამივე ეტაპზე გამოგვადგება.

თითოეული გაკვეთილის განხილვის დროს დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მასში მოცემული რჩევის გათვალისწინება თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთან საუბრისას. ყველანაირად ეცადეთ, რომ გაიღრმაოთ იეჰოვასა და მოყვასის სიყვარული, რათა მიაღწიოთ მიზანს და იესოს მოწაფეებად მოამზადოთ ხალხი. მართალია, სწავლების ხელოვნებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ სიყვარულს გაცილებით დიდი ძალა აქვს.

ჩვენთვის დიდი პატივია, თქვენ მხარდამხარ იეჰოვას მსახურება (სოფ. 3:9). გიყვარდეთ ადამიანები და განაგრძეთ იესოს დავალების შესრულება. გვჯერა, იეჰოვა აუცილებლად მოგიმართავთ ხელს!

თქვენი ძმები,

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო