არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲣᲑᲠᲘᲡ ᲬᲐᲛᲝᲬᲧᲔᲑᲐ

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 1

გამოავლინე ინტერესი

გამოავლინე ინტერესი

ბიბლიური პრინციპი: „სიყვარული . . . მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს“ (1 კორ. 13:4, 5).

იესოს მაგალითი

1) უყურე ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ან წაიკითხე იოანეს 4:6—9 და დაფიქრდი:

  1.   ა) რა შენიშნა იესომ საუბრის დაწყებამდე?

  2.  ბ) როგორ წამოიწყო იესომ ქალთან საუბარი და რატომ იყო ეს კარგი მიდგომა?

რას ვსწავლობთ იესოსგან

2) კარგი საუბარი რომ შედგეს, მოსაუბრისთვის საინტერესო საკითხი უნდა წამოვჭრათ.

მიჰბაძე იესოს

3) გაითვალისწინე მოსაუბრის ინტერესები. მაინცდამაინც იმ საკითხზე ნუ წამოიწყებ საუბარს, რომელიც მომზადებული გაქვს. ეცადე, ისეთი თემა შეარჩიო, რაც შეიძლება მისთვის იყოს აქტუალური. დაფიქრდი:

  1.   ა) რას აშუქებს მედია?

  2.  ბ) რაზე საუბრობენ ჩემი მეზობლები, თანამშრომლები თუ კლასელები?

4) იყავი დაკვირვებული.

  1.   ა) რითაა დაკავებული ის ადამიანი, რომელთანაც საუბარი მსურს? რაზე შეიძლება ფიქრობდეს?

  2.  ბ) რაზე მიმანიშნებს მისი ჩაცმულობა, გარეგნობა თუ სახლ-კარი?

  3.  გ) შესაფერისი დროა მასთან სასაუბროდ?

5) მოუსმინე.

  1.   ა) ბევრს ნუ ისაუბრებ.

  2.  ბ) მიეცი საშუალება, რომ საკუთარი აზრი გამოთქვას. შესაფერის დროს დაუსვი კითხვები.

ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔ ᲐᲒᲠᲔᲗᲕᲔ