არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲣᲑᲠᲘᲡ ᲬᲐᲛᲝᲬᲧᲔᲑᲐ

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 3

იყავი კეთილი

იყავი კეთილი

ბიბლიური პრინციპი: „სიყვარული . . . კეთილია“ (1 კორ. 13:4).

იესოს მაგალითი

1) უყურე ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ან წაიკითხე იოანეს 9:1—7 და დაფიქრდი:

  1.   ა) რა გააკეთა იესომ თავდაპირველად — განკურნა უსინათლო კაცი თუ უქადაგა? (იხილე იოან. 9:35—38).

  2.  ბ) შენი აზრით, რამ განაწყო ეს კაცი სასიხარულო ცნობის მისაღებად?

რას ვსწავლობთ იესოსგან

2) თუ ადამიანი დაინახავს, რომ გულწრფელად გვაღელვებს მისი მდგომარეობა, შეიძლება სასაუბროდ უფრო განეწყოს.

მიჰბაძე იესოს

3) თანაუგრძნე. ეცადე, თავი მოსაუბრის ადგილას წარმოიდგინო.

  1.   ა) თუ გსურს, ადამიანმა იგრძნოს, რომ გულწრფელად ხარ მისით დაინტერესებული, დაფიქრდი, რა შეიძლება აღელვებდეს ან რა იქნება მისთვის საინტერესო და დამხმარე.

  2.  ბ) ყურადღებით მოუსმინე მოსაუბრეს და აგრძნობინე, რომ გაინტერესებს მისი აზრი. თუ ის გულისნადებს ან თავის პრობლემას გიზიარებს, ნუ შეცვლი სასაუბრო თემას.

4) ისაუბრე რბილად და პატივისცემით. მოსაუბრეს შეუმჩნეველი არ დარჩება, რომ თანაუგრძნობ და გულწრფელად გსურს მისი დახმარება. კარგად დაუკვირდი, რას და როგორ ამბობ. ისეთს ნურაფერს იტყვი, რაც შეიძლება მოსაუბრისთვის შეურაცხმყოფელი იყოს.

5) დახმარების ხელი გაუწოდე. სიტუაციიდან გამომდინარე პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინე ადამიანს. პატარა სიკეთეც კი შეიძლება კარგი საუბრის წინაპირობა გახდეს.

ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔ ᲐᲒᲠᲔᲗᲕᲔ