არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲣᲑᲠᲘᲡ ᲬᲐᲛᲝᲬᲧᲔᲑᲐ

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 4

იყავი თავმდაბალი

იყავი თავმდაბალი

ბიბლიური პრინციპი: „იყავით თავმდაბლები და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ“ (ფილ. 2:3).

პავლეს მაგალითი

1) უყურე ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ან წაიკითხე საქმეების 26:2, 3 და დაფიქრდი:

  1.   ა) საიდან გამოჩნდა, რომ პავლე თავმდაბალი იყო?

  2.  ბ) როგორ მოიქცა პავლე, რომ ყურადღება საკუთარ თავზე კი არა, იეჰოვასა და მის სიტყვაზე გაემახვილებინა? (იხილე საქ. 26:22).

რას ვსწავლობთ პავლესგან

2) თუ თავმდაბლები ვიქნებით და პატივისცემით მოვეპყრობით სხვებს, მათ მეტად განვაწყობთ მოსასმენად.

მიჰბაძე პავლეს

3) მოერიდე დამრიგებლურ ტონს. ისეთ შთაბეჭდილებას ნუ შექმნი, თითქოს შენ ყველაფერი იცი, მოსაუბრემ კი — არაფერი. პატივისცემით ესაუბრე მას.

4) დაანახვე მსმენელს, რომ რასაც ამბობ, ბიბლიას ეფუძნება. ბიბლიაში ჩაწერილს ადამიანთა ცხოვრების შეცვლა შეუძლია. როცა ღვთის სიტყვას მივმართავთ, მათ რწმენას მყარ საძირკველს ვუყრით.

5) შეინარჩუნე სიმშვიდე. ნუ ეცდები საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. მოერიდე კამათს. თავმდაბლობას გამოავლენ, თუ არ გამოხვალ მდგომარეობიდან და საჭიროების შემთხვევაში დატოვებ იქაურობას (იგავ. 17:14; ტიტ. 3:2). თუ მშვიდად ვუპასუხებთ, ადამიანს შეიძლება სხვა დროს გაუჩნდეს სასიხარულო ცნობის მოსმენის სურვილი.

ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔ ᲐᲒᲠᲔᲗᲕᲔ