არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲘᲡ ᲒᲐᲦᲕᲘᲕᲔᲑᲐ

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 8

იყავი მომთმენი

იყავი მომთმენი

ბიბლიური პრინციპი: „სიყვარული სულგრძელია“ (1 კორ. 13:4).

იესოს მაგალითი

1) უყურე ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ან წაიკითხე იოანეს 7:3—5, 1 კორინთელების 15:3, 4, 7 და დაფიქრდი:

  1.   ა) რა რეაქცია ჰქონდათ თავიდან იესოს ძმებს სასიხარულო ცნობაზე?

  2.  ბ) საიდან ჩანს, რომ იესოს ხელი არ ჩაუქნევია იაკობზე?

რას ვსწავლობთ იესოსგან

2) ზოგ ადამიანს შეიძლება შედარებით მეტი დრო დასჭირდეს, რომ დააფასოს სასიხარულო ცნობა. ამიტომ მოთმინების გამოვლენა გვმართებს.

მიჰბაძე იესოს

3) ცვალე მიდგომები. ნუ დააძალებ ადამიანს ბიბლიის შესწავლის დაწყებას, თუ ის მაშინვე არ დაგთანხმდება. შესაფერის დროს მოიშველიე რომელიმე ვიდეო ან სტატია მისთვის იმის დასანახვებლად, თუ როგორ ტარდება შესწავლა და რატომ ღირს ამ ნაბიჯის გადადგმა.

4) ნუ შეადარებ სხვას. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. თუ ოჯახის წევრი ან ის, ვისაც განმეორებით ინახულებ ხოლმე, აჭიანურებს შესწავლის დაწყებას ან რაიმე საკითხში არ გეთანხმება, დაფიქრდი, რა შეიძლება იყოს მიზეზი. რამე ხომ არ არის მის რელიგიაში ისეთი, რასაც ვერ თმობს? ოჯახის წევრები ან მეზობლები ხომ არ ცდილობენ, თავიანთ გავლენაში მოაქციონ? დრო მიეცი, რომ დაფიქრდეს იმაზე, რაც ბიბლიიდან გაუზიარე, და დაინახოს მისი ფასი.

5) ილოცე მისთვის. სთხოვე იეჰოვას, რომ დადებითი განწყობა შეინარჩუნო და ტაქტიანობა გამოიჩინო. ითხოვე გამჭრიახობაც, რომ დაინახო, ღირს თუ არა იმ ადამიანის კვლავაც მონახულება, რომელიც მაინცდამაინც დიდ ინტერესს არ იჩენს (1 კორ. 9:26).

ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔ ᲐᲒᲠᲔᲗᲕᲔ